როცა მანქანის გასაღების ასლის დამზადებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მანქანაზე გასაღების პირის მოჭრა საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში გასაღების მოძრაობაზე ძრავა არ რეაგირებს. იმისთვის, რომ ავტომობილის გასაღებმა იმუშაოს, საჭიროა დამზადებული ასლის კოდირება.
თანამედროვე ავტომობილებში ქურდობის საწინააღმდეგო ელექტრონიკას შეუძლია ერთდროულად დაბლოკოს რამდენიმე სისტემა-კარის საკეტები, საწვავის მიწოდება და ა.შ. დაახლოებით ეს იგივე ფუნქციებია, რასაც სიგნალიზაცია ასრულებს თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.
ავტომობილის გასაღების ასლის მოკლე დროში დასამზადებლად შეარჩიეთ ის სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დაუყოვნებლივ, მოგემსახურებათ.
ავტომობილის გასაღების დუბლირება საჭიროა მისი დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში. თანამედროვე მოდელები მინიატურული ელექტრონული მიკროსქემის დაფას მოიცავს, რომელშიც ავტორიზაციის მონაცემებია თავმოყრილი. გასაღების ტრანსპონდერები პასიურ რეჟიმში მუშაობენ და მუდმივი დენის წყაროს არ საჭიროებენ. სიგნალის გადაცემის დიაპაზონი უკიდურესად მცირდება 1-15 სმ-მდე. საკონტროლო განყოფილება მიღებული მონაცემებით ახდენს კოდის იდენტიფიცირებას და ძრავა ავტომატურად იქოქება.
თანამედროვე ავტომობილები მაქსიმალურად კომფორტული ელემენტების ერთობლიობას წარმოადგენს, ამიტომ მცირედი ხარვეზის შემთხვევაშიც უმჯობესია სპეციალისტს დროულად მიმართოთ.