თუ ოდესმე ავტომობილის გასაღები დაგიკარგავთ, ან მანქანის კარი ჩაგკეტვიათ გეცოდინებათ, რომ კარის გაღება სპეციალური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. არსებობს ჩაკეტილი კარის გახსნის რამოდენიმე გზა, რომელსაც ინდივიდუალური მახასიათებლებით გამოარჩევთ. სანამ მანქანის მექანიკურ დაზიანებას გადაწყვეტთ, ან პროფესიონალებს დაურეკავთ, შეგიძლიათ რამდენიმე გავრცელებულ მეთოდს გადახედოთ.
როგორ გავხსნათ მანქანა გასაღების გარეშე?
ავტომობილის განბლოკვისთვის გასაღების გარეშე თქვენ უნდა გააღოთ ის ისე, თითქოს მანქანაში იმყოფებით (ელექტრონული ცენტრალური საკეტის ან ერთ-ერთი კარის მექანიკური ღილაკის გამოყენებით). მთავარია კარსა და ძარას შორის პატარა სივრცის შესაქმნელად რაიმე გზა იპოვოთ, რათა მანქანაში მოათავსოთ ხელსაწყო და გამოიყენოთ იგი ღილაკის გასააქტიურებლად.
გასაღების გარეშე მანქანის გახსნის რამოდენიმე ეტაპი არსებობს. განვიხილოთ ისინი და გავაანალიზოთ კონკრეტული მეთოდები და მოწყობილობები.
1. იპოვეთ განბლოკვის ღილაკი თქვენს ავტომობილში
კარის ჩაკეტვის მექანიზმი სხვადასხვა მოდელის ავტომობილზე განსხვავებულია. ახალი მოდელების უმეტესობას აქვს საკეტები აქტივატორებით, რომლებსაც კარის განბლოკვა დისტანციურად ან ერთი ღილაკით შეუძლია. თუმცა ძველი ავტომობილების უმეტესობა ხელით იხსნება. გარდა ამისა ბევრი ავტომობილის ჩამკეტი ღილაკი მდებარეობს კარის თავზე მინასთან ახლოს, ზოგისთვის კი სახელურთან. ჩაკეტილი ავტომობილის გახსნის მეთოდის შესარჩევად უნდა დაადგინოთ როგორია კარის ჩაკეტვის მექანიზმი და სად მდებარეობას განბლოკვის ღილაკი ან ბერკეტი. თუ თქვენს მანქანაში ამ ელემენტებს იპოვით ავტომობილის ყველა კარის განბლოკვას შეძლებთ. შეარჩიეთ ის ღილაკი, რომელსაც ყველაზე მარტივად მისწვდებით სხვადასხვა ხელსაწყოთი.
2. ავტომობილში შექმენით სივრცე ხელსაწყოების წვდომისთვის
ამ ეტაპზე თქვენ უნდა შექმნათ გარკვეული სივრცე კარს და მანქანის კორპუსს შორის, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ჩასვათ ხელსაწყო და განბლოკვის ღილაკს დააჭიროთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ კარის შუშის ჩარჩოს ძლიერად მოხრით, ამან შეიძლება დააზიანოს მინა ან კარის საკეტი მექანიზმი. ხელსაწყოს დაახლოებით 2-3 სმ სივრცე დაუტოვეთ სალონში მოსახვედრად. შესაძლოა გამოიყენოთ რეზინის ან პლასტმასის ჯოხი. გამოიყენეთ ლენტი, რათა საღებავი არ დაკაწროთ და მანქანა არ დააზიანოთ.
გამოყენებული ხელსაწყო საგულდაგულოდ უნდა იყოს ჩასმული კარის ზედა ნაწილში, რაც შეიძლება შორს ანჯამებიდან. ჩვეულებრივ ეს ჩარჩოს მარჯვენა კუთხეა და ეს არის ნაწილი, რომელიც მოგცემთ ყველაზე მეტ სივრცეს, რადგან მას აქვს ნაკლები წნევა საკეტის მექანიზმისგან.
3. მოათავსეთ ინსტრუმენტი მანქანაში და ამუშავეთ გამშვები ღილაკი
მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ხელსაწყო გამოიყენოთ, რომელიც საკმარისად ძლიერია და არ გატყდება ღილაკზე დაჭერისას. თუ მანქანაზე კარი დახურულია ბერკეტით, რომელიც მდებარეობს ზედა ნაწილში, შუშის მახლობლად, მაშინ შეიძლება გამოიყენოთ მყარი თოკი ან კაბელი. როგორც კი ღილაკს დააჭერთ მანქანის კარის გაღების ხმას გაიგონებთ, თუმცა ნუ იჩქარებთ.
4. ავტომობილის კარის გაღებამდე ამოიღეთ ხელსაწყო
კარის და კორპუსის გამყოფი ,,სოლით“, კარის საკეტზე დიდი წნევის ზეწოლა ხდება. თუ კარს გააღებთ წნევის გათავისუფლებამდე, შესაძლოა საკეტის მექანიზმი გატყდეს. შესაბამისად, სანამ კარს გააღებთ რამდენიმე წამი სოლის ამოღებას დაუთმეთ. ამ დროს კარი თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება და ამის შემდეგ უსაფრთხოდ გახსნით მანქანას.
ზოგიერთ მანქანას ძველი საკეტის ბერკეტი აქვს, რომლის მაღლა აწევით შეიძლება გაიხსნას. თუ თქვენს მანქანას ამ ტიპის საკეტი აქვს შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისტი თოკი ან კაბელი ჩაკეტილი კარის გასახსნელად. ამ დროს აუცილებელია შექმნათ პატარა მოცურების მარყუჟი, სივრცე კარის ჩარჩოსა და კორპუსს შორის. თოკი მარყუჟით ფრთხილად ჩაუშვით სამგზავრო განყოფილებაში, შემოახვიეთ მარყუჟი საკეტის ბერკეტს და აწიეთ ზევით.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს მეთოდი მაშინ მუშაობს, როცა ბერკეტი ისეთი ფორმისაა, რომ მასზე მარყუჟის მოთავსება შესაძლებელია. ზოგიერთ ბერკეტზე საკიდი შეიძლება ჩამოცურდეს, ასევე ზოგჯერ ბერკეტი დახურულ მდგომარეობაში შესაძლოა ძალიან ჩაღრმავებული იყოს და შეუძლებელი გახდეს მის გარშემო თოკის შემოხვევა.
რატომ უნდა მივმართოთ ჩაკეტილი მანქანის კარის გასაღებად გამოცდილ სპეციალისტს?
მოულოდნელად გზებზე წარმოქმნილი პრობლემის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ავტომობილის კარის დამოუკიდებლად გახსნას არ გირჩევთ. სხვადასხვა მოდელის განსხვავებულმა ბერკეტმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ და კარის გახსნისას ავტომობილი სერიოზულად დააზიანოთ, რაც სარემონტო ხარჯებს ერთიორად გაზრდის. უმჯობესია გამოცდილი მექანიკოსი სასურველ მისამართზე გამოიძახოთ და აღნიშნული პრობლემის მოგვარება სპეციალისტს ანდოთ.
რამოდენიმე წუთში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების გამოძახებას
servisebi.ge-ს საშუალებით შეძლებთ. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ ვებგვერდს გაეცნოთ მომხმარებელთა გულწრფელ შეფასებებს და სასურველი ოსტატი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოთ.
პლატფორმაზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ მომსახურების ღირებულება ინდივიდუალურად, სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაანგარიშდება.
Servisebi.ge-ზე არ იზღუდებით სამუშაო დღეებითა და ლოკაციით. საჭირო ოსტატს საქართველოს ნებისმიერ წერტილში,
24/7-ზე, გამოიძახებთ.