მანქანის კონდიციონერის ხელოსანი

თანამედროვე მანქანების უმეტესობა კლიმატკონტროლის სისტემებითაა აღჭურვილი, რომლის მთავარი ელემენტია მანქანის კონდიციონერი. ის ტექნიკურად რთული მოწყობილობაა, რომელიც გაზრდილი დატვირთვის პირობებშიც მუშაობს. დროთა განმავლობაში კონდიციონერის კომპონენტები და ნაწილები განიცდიან ცვეთას, ჩნდება სხვადასხვა გაუმართაობა და პროფესიონალური შეკეთების აუცილებლობა დგება. 
მანქანის კონდიციონერის ხელოსანი სისტემის ცალკეულ ნაწილებს ან მთლიანად ბლოკებს ცვლის. კონდიციონერის ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ხელს უწყობს მისი მუშაობის ვადის გახანგრძლივებას. 
მანქანის კონდიციონერებთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
  • კონდიციონერის კომპონენეტების გაუმართაობა, ცვეთა;
  • მოწყობილობების ნაწილების დაზიანება, მაგალითად რადიატორის;
  • ავარიის შედეგად კონდიციონერის დაზიანება;
მანქანის მფლობელს კონდიციონერის არაეფექტურ მუშაობაზე მიანიშნებს გაგრილების პროცესის შეფერხება. ამ დროს კვალიფიციურ სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. კონდიციონერის დეტალური დიაგნოსიკა და აღდგენა უზრუნველყოფს პრობლემის საიმედო გადაწყვეტას, ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და მოწყობილობის შემდგომ ცვეთის შემცირებას. 
კონდიციონერის ხელოსანი ცვლის ცალკეულ შლანგებს, თერმოსტატულ სარქველს და მუშაობს ნებისმიერ სხვა კომპონენტთან. 

დღესდღეობით, ოსტატის გამოსაძახებლად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ის და გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს. ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებთან დასაკავშირებლად შუამავალი არ დაგჭირდებათ. გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია და ხელოსანი თქვენივე მისამართზე გამოიძახეთ. 

 

ავტომობილის კონდიციონერის ხელოსანი

ავტომობილის კონდიციონერის ხელოსანი საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალისტია. ის მანქანის ერთ-ერთ ყველაზე რთული სისტემის შეკეთებაში დაგეხმარებათ. კონდიციონერთან დაკავშირებული ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა კომპრესორის დაზიანება. რემონტის დაწყებამდე სპეციალისტი კომპრესორის დიაგნოსტიკას ახდენს. ამ ეტაპზე დგინდება პრობლემის მასშტაბი და მიზეზი. ასევე ამ ეტაპზე დგინდება სათადარიგო ნაწილების და მასალების საჭიროება. კონდიციონერის შეკეთება აუცილებელია, თუ:
  • მოწყობილობის კომპრესორმა მცირე მექანიკური დაზიანება მიიღო;
  • ელექტრული შეერთება დაზიანებულია ან არ მუშაობს გამართულად;
  • დგუშის სისტემა არ უშაობს ან გაუმართავია;
გავრცელებული პრობლემაა კონდიცირების მილების დაზიანებაც. კონდიციონერის მილები ფრეონის ცირკულაციას ემსახურება. ისინი საკმაოდ დაუცველია გარე მექანიკური გავლენის მიმართ. ვინაიდან კონდიციონერის ასეთი ნაწილები ლითონისგანაა დამზადებული, მილების შესაკეთებლად შედუღების ტექნოლოგია გამოიყენება. ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება ყველაზე ეფექტური ხერხია მილების შესაკეთეთებლად. ის მოითხოვს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას. ჩვენს ვებგვერდზე იპოვით სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ დაშალონ დაზიანებული მილი და დალუქონ ის არგონის შედუღების გზით. ყველა ოპერაცია ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილ გარემოში სტანდარტების მკაცრი დაცვით. საჭირო ოსტატს ჩვენს ვებგვერდზე რამოდენიმე წუთში იპოვით და კონდიციონერთად დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა გაგიმარტივდებათ. 

ყველაფერი, რაც მანქანის კონდიციონერის შესახებ უნდა იცოდეთ

ავტომობილის კონდიციონერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა სალონში ტენიანობის კონტროლი. მანქანის კონდიციონერზე არა მხოლოდ მგზავრების კომფორტი, არამედ მძღოლის უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. ზოგადად, ავტომობილში ოპტიმალური ტემპერატურაა 18-21 გრადუსი ცელსიუსით. კონდიციონერის გაუმართაობას და მანქანაში არსებულ მაღალ ტემპერატურას  შეუძლია სერიოზული შედეგები გამოიწვიოს:


რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ კონდიციონერი?


თუ მანქანის კონდიციონერის ჩართვისას სუფთა და გრილი ჰაერის შემოსვლას გრძნობთ, მაშინ კონდიციონერის შემოწმება არ არის საჩქარო. თუ ჰაერი საკმარისად არ გრილდება ან ცივი ჰაერის მიწოდებას დიდი დრო სჭირდება აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. 

მანქანის კონდიციონერს პერიოდული მოვლა სჭირდება რაც მოიცავს:


მანქანის კონდიციონერის რეგულარული მოვლა მანქანის უსაფრთხოებას და კომფორტს ზრდის. ასევე ამცირებს სარემონტო ხარჯებს მომავალში. კონდიციონერის პერიოდული სრული მოვლის ჩატარების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

როგორ მუშაობს მანქანის კონდიციონერი?


კონდიცირების სისტემა წნევის შეცვლაზეა დამოკიდებული, რაც ტემპერატურის ცვლილებას იწვევს. როდესაც კონდიციონერს ვრთავთ მისი კომპრესორი შეკუმშავს ფრეონს, რითაც ზრდის მის ტემპერატურას.

კონდენსატორში მოხვედრისას ფრეონი სითბოს კარგავს. ტენიანობისა და დამაბინძურებლებისგან გაწმენდის შემდგომ ფრეონი შედის სარქველში სადაც თერმული ენერგიის გარდაქმნა ხდება. 

მანქანის კონდიციონერი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც ჰაერის სიგრილის შესანარჩუნებლად მუშაობენ. ესენია:

ის კონდიცირების სისტემის მთავარი ელემენტია. ის აკონტროლებს ტემპერატურის ცვლილებას. თუ კომპრესორი დაზიანებულია ხდება ფრეონის გაჟონვა, ისმის ხმაური და კონდიციონერი არასტაბილურად მუშაობს. გაჟონვის აღმოფხვრა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეიძლებაა

კონდენსატორი როგორც წესი მანქანის წინა ნაწილში რადიატორის არეშია განთავსებული. ის აგრილებს თბილ, კომპრესორიდან გამომავალ, გაზს. კონდენსატორის დაზიანებაზე მიუთითებს: გაჟონვა, კოროზია, კონდიციონერის არაეფექტური მუშაობა. 

ფილტრი არის ერთგვარი ბადე, რომელიც კონდიციონერის მნიშვნელოვან ნაწილებში საშიში ნარჩენების მოხვედრას უშლის ხელს.

სარქველის ამოცანაა კონდიცირების სისტემაში ტემპერატურისა და წნევის მონიტორინგი. სარქველის სათანადო ფუნქციონირება კონდიციონერის სწორად მუშაობისთვის აუცილებელია. 

ძირითადი სამუშაოები მითითებულ კვანძებში ხდება, თუმცა სისტემა დამატებით მილებს და სხვა დეტალებს მოიცავს. 
 

რამდენად ხშირად უნდა დაემატოს კონდიციონერს ფრეონი?


ფრეონი ძრავის ზეთისა და რადიატორის გამაგრილებლის მსგავსი ქიმიური ნაერთია, რომელიც კონკრეტულ სისტემაში მუშაობისთვისაა განკუთვნილი. ფრეონი ხელს უწყობს ცხელი ჰაერის ნაკადის ცივ ჰაერად გადაქცევას. 

კონდიციონერი დალუქული სისტემაა. მასში ფრეონის დონის შემცირება მიუთითებს გაჟონვაზე ან სხვა სახის გაუმართაობაზე. საუკეთესო შემთხვევაში მაღალი ხარისხის კონდიცირების სისტემას შეუძლია ხანგრძლივად იმუშაოს ფრეონის დამატების გარეშე.  

კონდიციონერის მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგშია. თუ ფრეონის დონე თუნდაც მცირედით შემცირდება კონდიციონერის სისტემა ნელ-ნელა დაზიანდება. ამასთან, შესაძლოა კომპრესორიც მწყობრიდან გამოვიდეს

ექსპერტების აზრით ახალ მანქანაში კონდიცირების სისტემა 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეივსოს ფრეონით, ხოლო 5-6 წელზე უფრო მეტი ასაკის შემთხვევაში ეს პროცედურა ყოველწლიურად უნდა შესრულდეს. გარდა ამისა გაზაფხულსა და შემოდგომაზე კონდიციონერის ანტიბაქტერიული დამუშავება აუცილებელია, რათა სალონში ჰაერი მავნე ნივთიერებებმა არ დააზიანოს. 

პრევენციული მიზნით ზამთარში კონდიციონერი მცირე ხნით უნდა ჩართოთ, რათა სისტემის ყველა ელემენტი შეიზეთოს და დაიცვათ ისინი კოროზიისგან.
 

რა შემთხვევაში მცირდება ავტომობილის კონდიციონერის მუშაობის ხანგრძლივობა?


კონდიციონერის მუშაობის ვადის შემცირების რამოდენიმე მიზეზი არსებობს:


თუ კლიმატკონტროლის სისტემას მუდმივად არ ავსებთ ფრეონით, მაშინ სიცხეში კონდიციონერი გაზრდილი დატვირთვით იმუშავებს, შესაბამისად ცვეთა გაიზრდება. იგივე მდგომარეობაა, როდესაც ჩართულია კონდიციონერი თქვენ კი ღია ფანჯრებით და ლუქით მოძრაობთ. ამ დროს სისტემა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, აგრილებს სალონის ჰაერს, რომელიც გამუდმებით გამოიდევნება მანქანიდან და ქუჩიდან შემავალი ცხელი ჰაერით იცვლება. ამ დროს სისტემის ეფექტურობა მცირდება, ხოლო სისტემის კომპონენტების ცვეთა იზრდება. 
 

როგორ მოქმედებს კონდიციონერის მუშაობა საწვავის მოხმარებაზე?

კონდიციონერის მუშაობა საწვავის მოხმარების ზრდას იწვევს. საშუალოდ 10% ან დაახლოებით 1ლ/100 კ-ზე. თუმცა ღია ფანჯრებით მოძრაობა, რომელიც მანქანის აეროდინამიკას აფუჭებს, გაცილებით უფრო მეტად აისახება საწვავის მოხმარებაზე. მანქანის სალონის ვენტილაციისთვის უმჯობესია ფანჯრები მოკლე ხნით გააღოთ და კონდიციონერი ხანდახან დაასვენოთ.

ხშირად კონდიცირების სისტემის ჩართვის ან გამორთვის შემდეგ, სავენტილაციო სისტემების საჰაერო მილებიდან ნესტის და მტვრის უსიამოვნო სუნი გამოიყოფა. სალონში არსებული სუნი შესაძლოა დაგროვილი ჭუჭყისა და მიკრობების შედეგი იყოს. 

ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება ამცირებს მანქანის სიმძლავრეს დაახლოებით 10-15 პროცენტით. 10-15 წელზე მეტი ასაკის ფუნქციონალურ მანქანაზე კონდიცირება საწავის მოხმარებას 12%-მდე ზრდის. 
 

კონდიციონერის შეკეთება


კონდიცირების სისტემის შესაკეთებლად საჭიროა პროფესიონალური აღჭურვილობა და შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც რემონტის ყველა სირთულესთან გამკლავება შეუძლია. ასეთი სპეციალისტების მთავარი ამოცანაა გაუმართაობის მიზეზის დადგენა, დეტალური დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა მოკლე პერიოდში. 

საჭიროების შემთხვევაში სპციალისტი არღვევს სისტემის კომპონენტებს პრობლემურ ადგილამდე მისასვლელად. ტექნიკოსი აფასებს ნაწილების მდგომარეობას და ახდენს მის ტესტირებას. რემონტის ეფექტურობის დასადგენად იზომება ჰაერის ტემპერატურა. 

კონდიცირების სისტემის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს:


პროცესების რაოდენობა ინდივიდუალური ხარვეზების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს. 

კვალიფიციური სპეციალისტის დასაქირავებლად უნივერსალური პლატფორმა SERVISEBI.GE უნდა გამოიყენოთ. საჭირო ოსტატს რამოდენიმე წუთში შუამავლების გარეშე იპოვით და ინდივიდუალურ პირობებზე შეუთანხმდებით. სასურველი ოსტატის გამოძახება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შესაძლებელია. 

მსგავსი ძიებები