ნებისმიერმა მოტოციკლისტმა (დამწყებმა, ან გამოცდილმა) იცის, რომ საიმედოობის მიუხედავად ნებისმიერი მოტოციკლი პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს. მცირე გაუმართაობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ამ ტიპის ტრანსპორტი ყოველ 6-7 თვეში ერთხელ შემოწმდეს, რაც სერიოზული პრობლემებისგან დაგაზღვევთ. ზოგიერთი ბაიკერი თავად აკეთებს თითოეულ საქმეს, თუმცა უმჯობესია სერვისები კვალიფიციური სპეციალისტებიგსან მიიღოთ.
მოტოციკლის შეკეთება აუცილებელია შასის გაუმართაობის შემთხვევაში, როდესაც ბორბლები იშლება და უკანა საკიდარი ცვდება. ამ დროს უმჯობესია ისინი ახლით შეცვალოთ. ე.წ. მძიმე მოტოციკლზე შესაძლოა დაზიანდეს სამუხრუჭე ხუნდებიც, ან გამოიკვეთოს ძრავის გაუმართაობა. თუ ძრავასთან დაკავშირებული ხარვეზები არსებობს უნდა შემოწმდეს შუასადებები ცილინდრის თავში. არ არის რეკომენდებული მწკრივსა და სარქველს შორის არსებული დიაპაზონის შემცირება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძრავის გადახურება.
ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედება დაუშვებელია, რათა არ დააზიანოთ ერთიანი სისტემა და დეტალური ტექნიკური ინსტრუქციების მიხედვით იმოქმედოთ.
თუ მოტოციკლებს სპეციალური რბოლისთვის იყენებთ, ამ ტიპის ტრანსპორტის შეკეთება სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. ამ ტიპის ტექნიკის მახასიათებელი ძრავის სიჩქარე და სიმძლავრე, ხოლო მათ შესაკეთებლად სრულიად განსხვავებული ნაწილები და იარაღები გამოიყენება.
რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი მოტოციკლის შეძენის შემთხვევაში?
თუ იაპონური მოტოციკლი შეიძინეთ გახსოვდეთ, რომ ის ხანგრძლივად და საიმედოდ მოგემსახურებათ. ეს იმ შემთხვევაში თუ მას დროულად და სათანადოდ მოუვლით. არ მართოთ პირველი ათასი კილომეტრი სტატიკურად, ხშირად შეცვალეთ ძრავის მუშაობის რეჟიმი. თუ ძრავას ყოველ 30-40 წუთში დასვენების საშუალებას მისცემთ მოტოციკლის შეკეთება ბევრად უფრო გადავადდება.
მოტოციკლის რამოდენიმე მნიშვნელოვანი გაუმართაობა
მოტოციკლი სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტია, თუმცა ავარია ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეიძლება მოხდეს. მოტოციკლის ამწე ლილვის დაზიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ითვლება, რაშიც კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია. იმისთვის, რომ ლილვის ნაწილებიდან მხოლოდ კონკრეტული შეცვალოთ საჭიროა მათი შეკუმშვა. სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით უნდა გაიზომოს ხარვეზები. ამწე ლილვის ზომების აღსადგენად შეიძლება გამოიყენოთ პლაზმური შესხურება, ხოლო დასაკეც ამწე ლილვზე შესაძლებელია ნახმარი ნაწილების შეცვლა.
მოტოციკლის დაცემისას პირველ რიგში ზარალდება მოტოპლასტიკა. პლასტმასის ნაწილები ადვილად დაფიქსირებადია და მისი შეკეთება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ბზარების მოსაშორებლად საჭიროა სპეციალური იარაღები, თუმცა პლასტმასის ხელით შეკეთებაც დასაშვებია.
სარემონტო მოტოპლასტიკა საშუალებას გაძლევთ, რომ სპეციალური წებო გამოიყენოთ ნაკერის დასაწებებლად. სერვისცენტრებში რესტავრირებული ნაწილები დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.
იმ შემთხვევაში თუ ბზარები ჩარჩოზე ჩნდება დაზიანებული ადგილი უნდა მოიჭრას და ხელახლა შედუღდეს. ასევე დამონტაჟეს შეერთებები და გამაძლიერებლი ჩანართები. თუ ბზარის ზომა უმნიშვნელოა მისი მარტივად შედუღება შესაძლებელია. თუ საყრდენი ხვრელები და ზედაპირები გაცვეთილია, ხვრელი სასურველ ზომამდე უნდა შედუღდეს და დამუშავდეს. როდესაც ჩარჩო დეფორმირებულია და მასზე ძლიერი დარღვევები არ ჩანს, ლითონის გასწორება შესაძლებელია. ჩარჩოს გასწორების შემდეგ უნდა აღმოფხვრათ არსებული ჩაღრმავებები და შეღებოთ ის. ზოგჯერ საჭირო ხდება შესაკრავების შეცვლაც. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის სარემონტო სამუშაოებისას ჩამნაცვლებელი ნაწილების მობილიზებაც აუცილებელია.
როგორ დავიცვათ მოტოციკლეტის საწვავის ავზი?
ძრავის პრობლემები შესაძლებელია არასათანადო ბენზინის გამოყენებას ახლდეს თან, რადგან ის დიდი რაოდენობით მინარევებს და ნამსხვრევებს შეიცავს. ასეთი ნაწილები კეტავენ ფილტრაციის სისტემას, ზოგჯერ კი ჩნდება ჟანგიც, რომელიც ძრავის მუშაობისთვის სახიფათოა. ამის შემდგომ ჩნდება შავი კვამლი, იკარგება სიმძლავრე და მოტოციკლი კარგად არ ირთვება. მოტოციკლეტის ავზის შეკეთება ბევრად უფრო ადვილია, თუ იყენებთ ეპოქსიდს ჟანგის მოსაშორებლად. ეს კოროზიის შემდგომ გავრცელებას შეაჩერებს. გაზის ავზში ეპოქსიდის ჩასხმით შეგიძლიათ გაზარდოთ ავზის გამოყენება და ფილტრის შეცვლის აუცილებლობა აირიდოთ თავიდან. ასევე მნიშვნელოვანია მოტოციკლის წინა ჩანგლის შეკეთება, რომლის დანიშნულებაა წინა ბორბალზე დარტყმების შთანთქმა. ტრანსპორტის ეს ნაწილი მოქნილ მანევრირებას და კომფორტულ მგზავრობას განაპირობებს.
სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი მოტოციკლის შესაკეთებლად?
საქართველოში სატრანსპორტო სერვისების მიღება მას შემდეგ გამარტივდა, რაც გამოცდილ სპეციალისტთა ერთიანი ბაზა შეიქმნა. Servisebi.ge ხელმისაწვდომი სივრცეა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც სხვადასხვა სარემონტო სერვისის მიღება დაუყოვნებლივ სურს. საკმარისია შეხვიდეთ ვებგვერდზე და რეგისტრირებული კანდიდატებიდან სასურველ ოსტატს დაუკავშირდეთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა. სერვისის პირობების შესახებ სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდებით და ანაზღაურებას სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე გასცემთ. ამ გზით თქვენ დაზოგავთ ფინანსებს და ხარისხიან
მომსახურებას ნებისმიერ ქალაქში მიიღებთ.
ჩვენი ვებგვერდი გამორჩეული ადგილია მათთვის, ვისაც მომსახურების ან პროდუქტის შეძენისას რეალური რეკომენდაციების მოძიება უყვარს. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემაა. ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის სანდოობის შესახებ მომხმარებელთა შეფასებებიდან შეიტყობთ.