​მოტო სახელოსნო

მოტო სახელოსნო საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული ადგილია. ზოგადად, მოტოციკლი ურბანული ტრანსპორტის მობილური და ეკონომიური სახეობაა, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება. როგორც ნებისმიერი ტრანსპორტის შემთხვევაში მოტოციკლეტის ექსპლუატაციისას არ არის გამორიცხული სხვადასხვა გაუმართაობა და ავარია. ყველაზე ხშირად ეს გაუმართაობები არასათანადო და არაპროფესიონალური შეკეთების გამო ჩნდება. დამოუკიდებლად მოტოციკლის შეკეთება ტრანსპორტს ზიანს აყენებს, ამიტომ უმჯობესია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ სპეციალისტებს დაუკავშირდეთ და გამოცდილი მექანიკოსი სასურველ ადგილას გამოიძახოთ. მომსახურების ღირებულება სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 

მოტო სერვისი

მოტო სერვისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. მოტოციკლის სერვისი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ძრავა სათანადოდ არ იქოქება. ხშირად ცილინდრსა და კამერაში ბევრი მტვერი გროვდება და მუშაობა საგრძნობლად ფერხდება. შეიძლება ამ დროს დაიბლოკოს გაზის სარქველი, ან ავზის თავსახური. არხების საფუძვლიანი გაწმენდა სპეციალური ხსნარის გამოყენებით აუცილებელი ნაბიჯია. ჩაკეტილი ფილტრები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ სპეციალისტების მიერ.
ავზის განყოფილებაში კონდენსატის დაგროვება და წყლის შერევა საწვავთან ძრავის გაუმართაობის კიდევ ერთი მიზეზია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია დარჩენილი საწვავის გადინება და ყველა ენერგოსისტემის გაწმენდა.