რაზვალის გასწორება

რაზვალის გასწორება (იგივე თვლების შეყრა) ავტომობილის შეუფერხებელ მართვას, საბურავების ხანგრძლივ ექსპლუატაციას და გადახვევის შემცირებას განაპირობებს. ეს მომსახურება მანქანის სწორი მანევრირებისთვის აუცილებელია. რაზვალი მანქანაზე გულისხმობს ძარასთან მიმართებით სატრანსპორტო საშუალების ბორბლების კორექტირებას.
თუ ბორბლები სწორად არ არის მორგებული, ასეთი ავტომობილით გადაადგილება სახიფათოა. რაზვალი ბორბლის სიბრტყეს და ვერტიკალურ ხაზს შორის არსებულ კუთხეს ეწოდება (იგივეა რაც ბორბლის ვერტიკალური გადახრა).
თუ ერთსა და იმავე ღერძზე ბორბლების ზედა ნაწილები უფრო შორს არის, ვიდრე ქვედა, ითვლება, რომ თვლები ნორმაშია. ხარვეზების არსებობის დროს ბორბლების ზედა ნაწილები ქვედასთან შედარებით უფრო ახლოა ერთმანეთთან. თუ ერთსა და იმავე ღერძზე მდებარე ბორბლების ზედა და ქვედა ნაწილები ერთმანეთს ემთხვევა, რეზინის მინიმალურ ცვეთასთან გვაქვს საქმე. რაზვალის გამოწვევა ავტომობილზე სხვადასხვა მიზეზით ხდება. ამ მომსახურების აუცილებლობა დიდწილად დამოკიდებულია:
  • მანქანის ექსპლუატაციაზე (პირობები რაც უფრო არასახარბიელოა, ოსტატს მეტად ხშირად უნდა მიმართოთ); გზის საფარის მდგომარეობაზე;
  • მართვის მანერაზე;
  • ნებისმიერ ნიშანზე, რაც ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას;
თუ ნახარის გასწორება დაგჭირდებათ ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს უნდა მიმართოთ. გამოცდილი ოსტატების შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, ამიტომ საჭირო ხელოსანს ახლობლების დახმარების გარეშე, მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეარჩევთ. აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ფასების არსებობა პროცესს კიდევ უფრო გიმარტივებთ. საჭირო სპეციალისტს სერვისის პირობებზე შეგიძლიათ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაესაუბროთ. საჭირო მექანიკოსის გამოძახება სასურველ მისამართზე, კვირის ნებისმიერ დღეს, შეგიძლიათ.
რაზვალის გასწორება

ყველაფერი რაც რაზვალის გასწორებაზე უნდა იცოდეთ

ავტომობილის ბორბლების კორექტირება ძარასთან მიმართებაში (იგივე რაზვალის გასწორება) უმნიშვნელოვანესი სერვისია. მასზე არის დამოკიდებული მანქანის კონტროლირებადობა და მძღოლის უსაფრთხოება. ამასთან, მოხვევის გაძნელება და საბურავების სწრაფი ცვეთა თვლების შეყრის გასწორების აუცილებლობაზე მიუთითებს. 
თანამედროვე ბორბლები ოპტიკური სენსორებითაა აღჭურვილი, რაც კომპიუტერულ დიაგნოსტიკას და მანქანის დაზიანებების აღმოჩენას ამარტივებს. პროფესიონალების დასკვნით ავტომობილის საბურავები მის მოდელს უნდა შეესაბამებოდეს. ასევე დისკებისა და საბურავების პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი მანქანის ტექნიკურ მოთხოვნებს. თუ ახალი საბურავების დაყენებას გეგმავთ, თვლების შეყრის გასწორებამდე შასის ყველა გაუმართაობა უნდა აღმოფხვრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რაზვალის გასწორების გარეშე ახალი საბურავებით სიარული დამატებით მატერიალურ ხარჯებს გამოიწვევს. 
სულ 4 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq