მანქანის ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა ყველანაირი ზედაპირის გაწმენდის პროცესია, რომლისთვისაც ლაქებისა და მტვრის მოსაშორებელი სპეცქიმია გამოიყენება. მანქანის ქიმიური წმენდა საშუალებას გაძლევთ, რომ სალონი მოვლილ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ და მგზავრობისგან ესთეტიური სიამოვნება მიიღოთ.

სპეციალისტების რეკომენდაციით ქიმწმენდა 2-3 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. ეს დიდხანს შეინარჩუნებს ინტერიერს იდეალურ მდგომარეობაში და წლების განმავლობაში სარემონტო მომსახურების აუცილებლობას არ შექმნის. აღსანიშნავია, რომ მანქანის თვითწმენდა მხოლოდ ხილულ ჭუჭყს უმკლავდება. სრულყოფილი სისუფთავის მისაღწევად თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. 

სახელწოდება ,,მშრალი“ ქიმწმენდა იმ დროიდან მოდის, როცა ამ მიმართულებით ნაკლები ქიმიკატი გამოიყენებოდა. წმენდა ტარდებოდა ქაფის კონცენტრატების გამოყენებით (წყლის უფრო დაბალი შემცველობით). ამ ტიპის მომსახურება ბევრს სპეციალისტს ნაკლებად ეფექტურად მიაჩნია და ხშირად ისინი მძღოლებს სველი წმენდის მომსახურების მიღებას ურჩევენ. მანქანის ქიმწმენდის ფასები დამოკიდებულია სწორედ მომსახურების არჩეულ ტიპზე, სალონში გამოყენებულ მასალებზე და მთლიანად სამუშაოს მოცულობაზე. 

თუ ქიმწმენდისთვის სანდო სპეციალისტს/კომპანიას ეძებთ, ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ განცხადებებს დაუყოვნებლივ გაეცანით. მრავალფეროვანი ვარიანტიდან ის კანდიდატი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. თქვენ არ გადაიხდით დამატებით საკომისიოს, ან სხვა ტიპის გადასახდელებს მესამე/შუამავალი პირისთვის. სატელეფონო კონსულტაცია სრულიად უფასოა, ამიტომ მომსახურების პირობები შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეათანხმოთ. რაც მთავარია გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიღეთ.
პრო ავტომობილის სრული დეტალური ქიმწმენდა
ავტომობილის სრული დეტალური ქიმწმენდა

დეტაილინგ სტუდია გთავაზობთ ავტომობილის სრულ დეტალურ ქიმწმენდას მაქსიმალური შედეგის გარანტიით გერმანული "karcher"-ის საუკეთესო აპარატებითა და გერმანული "kochs chemie"-ს ანტიალერგიული ხსნარებით (ექსტერიერი, ინტერიერი, ტყავი, ნაჭერი, ალკანტარა, პლასტმასები, შუშა) მომსახურეობაში შედის: ✅️სალონის დეტალური ქიმიური წმენდა. ✅️საბარგულის დეტალური დასუფთავება. ✅️ძრავის რეცხვა. ✅️ძარის სამფაზიანი პრემიუმ რეცხვა. ✅️საბურავების და ძარის პლასტმასების გაშავება სილიკონიანი საშავებლით. ✅️კონდიცირების მილების დეზინფექცია. ჩაწერები წინასწარ, დაგვიკავშირდით: 551098759 , 510 004489 ასევე გთავაზობთ: ✅️სალონის ტყავის მკვებავით დამუშავებას ✅️ინტერიერის პლასტმასების გაშავებას ✅️სალონის ერთწლიან ნანოკერამიკას..

video icon ვიდეო
ავტომობილის ქიმწმენდა სალონის ქიმწმენდა
ტელეფონი
ავტომობილის დეტალური ქიმწმენდა
ავტომობილის დეტალური ქიმწმენდა

Movan/მუვენი გთავაზობთ ინტერიერის დეტალური ქიმწმენდას, როგორც ადგილზე მოსვლის მომსახურებით, ასევე ჩვენთან ავტოსერვისში. ინტერიერის დითეილინგში შედის: სავარძლები, ხალიჩა, ჭერი, კარის კანტები, ტორპედო, საჭე, სავენტილაციო სისტემა, საბარგული. ეს ყველაფერი დამუშავდება მშრალად, გერმანული წარმოების (Koch Chemie) უმაღლესი ხარისხის ხსნარებით და ორთქლის აპარატის გამოყენებით ბაქტერიების და ჩამჯდარი ჭუჭყების თავიდან მოსაცილებლად, რაც ამავდროულად ინტერიერის დეზინფექციასაც უწყობს ხელს.

ავტომობილის ქიმწმენდა სედანის ქიმწმენდა ჯიპის ქიმწმენდა სალონის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა გამოძახებით ავტომობილის ქიმწმენდა ფასი ხიმჩისტკა მანქანის მანქანის ქიმწმენდა თბილისში მანქანის ქიმწმენდა ფასი
მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით
მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

თბილისში "Clean express"_ი გთავაზობთ უსწრაფეს სერვის. მომსახურებაში შედის მანქანის უმაღლესი ხარისხის ქიმიური დამუშავება და წმენდა ადგილზე გამოძახებით. გერმანული თანამედროვე კერხერის აპარატურით karcher puzzi 8/1 ADV. ქიმწმენდა ხორციელდება სველი წესით ასევე ორთქლის აპარატით სრულიად უსაფრთხო კერხერის ფირმის ხსნარებით. ქიმწმენდით მანქანიდან გააქრობთ ნებისმიერი სახის დაბინძურებას, მტვერს, არა სასიამოვნო სუნს, ვაქრობთ ჩამჯდარ ლაქებსაც, შინაური ცხოველის ბეწვს დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. სედანი 110 ლარიდან ჯიპი 130 ლარიდან მოგვწერეთ ვაიბერზე ან ვათსაფზეც

ავტომობილის ქიმწმენდა სედანის ქიმწმენდა ჯიპის ქიმწმენდა სავარძლების ქიმწმენდა სალონის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა გამოძახებით ავტომობილის ქიმწმენდა ფასი ავტომობილის ორთქლით ქიმწმენდა ხიმჩისტკა მანქანის მანქანის ქიმწმენდა ბათუმში მანქანის ქიმწმენდა ფასი

მანქანების ქინწმენდა

მანქანების ქინწმენდა კომპლექსური პროცესია, რომელიც სერვისების ნაკრებს მოიცავს. მომსახურება ავტომობილის ინტერიერის ყველა ელემენტის, საბარგულის და სხვა დეტალების წმენდას გულისხმობს. 
პირველ რიგში ზედაპირის გაწმენდა ხდება. ამ დროს სპეციალისტები მტვრის მოცილებას ჯაგრისებით იწყებენ.  
შემდგომში იატაკის წმენდა იწყება, რომელიც სამართლიანად ითვლება სალონის ყველაზე დაბინძურებულ ადგილად. თუ ამ დროს ექსპერტი ხედავს, რომ ჩვეულებრივი წმენდა ეფექტური არ არის, მაშინ დაბინძურებული ზედაპირი ცოტა ხნით იჟღინთება სპეციალური საშუალებებით და შემდგომ ხდება ჭუჭყის ამოყვანა მტვერსასრუტით. 
ჭერის წმენდა მიმდინარეობს სპეციალური ტილოებით და ალკანტარას მასალის ფუნჯებით.
მანქანის ქიმწმენდის ფასი სწორედ გამოყენებულ აღჭურვილობასა და ინტერიერის სახესხვაობაზეა დამოკიდებული.

ავტომობილის პლასტმასის ნაწილები სპეციალური ფუნჯებით და ავტოქიმიური საშუალებებით იწმინდება. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე იცვლება გამოყენებული საშუალების კონცენტრაციაც. ძნელად მისადგომი ადგილების დასასუფთავებლად გამოიყენება სპეციალური ჯაგრისები. 
ტყავის ზედაპირები ჩვეულებრივ არ იწმინდება ორთქლით, რადგან ამ დროს სალონის მასალა იწყებს დაჭიმვას და გაუხეშებას. 
ტექსტილის მანქანის სავარძლებს ამუშავებენ სარეცხი საშუალებით, შემდეგ ღრმა ლაქებს და მტვერს აშორებენ მტვერსასრუტით.
ბარგის განყოფილების და სათადარიგო ბორბლის წმენდა ბოლო ეტაპზე ხდება.
ამის შემდეგ გაწმენდილი მანქანა ბუნებრივად შრება.

მანქანის ქიმწმენდა ეფექტური სერვისია, რათა ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ხარისხიანად გემსახუროთ. ამასთან არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა და თქვენთვის სასიამოვნო გარემო შექმნათ. იმისთვის, რომ სანდო სპეციალისტი რამდენიმე წუთში იპოვოთ, ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ ერთიან ბაზას გაეცანით. სპეციალისტის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. 

მომხმარებლის შეფასებები

მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით სურათი
მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით
ოთო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

მართლა ძალიან კარგია კმაყოფილი დავრჩი, ყურადღებიანი და მშრომელი ადამიანები არიან. კიდევ გამოვიძახებ

მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით სურათი
მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით
პაატა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

სერვისი მომეწონა, ჩემთვის პრაქტიკული იყო, თვითონ მოდის და ადგილზე აკეთებს. ყველანაირი ტექნიკა აქვს რაც ამ საქმეს ჭირდება.

მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით სურათი
მანქანის ქიმწმენდა გამოძახახებით
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

თან გადამყვა რასაც ქვია, ადგილზე მოვიდა და დეტალური ქიმწმენდა გაუკეთა მანქანას. ვისაც მანქანის დატოვების გეშინიათ ან უბრალოდ დრო არ გაქვთ გამოგადგებათ, ჩემი რეკომენდაცია ამ ადამიანს

ყველაფერი რაც ავტომობილის ქიმწმენდის შესახებ უნდა იცოდეთ

მანქანის ინტერიერის სისუფთავე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, მოვლილ ინტერიერს ესთეტიკური სიამოვნების მოტანაც შეუძლია. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მანქანის ინტერიერს ეტყობა ლაქები, ჭუჭყი ჯდება სავარძელში და ჰაერში უსიამოვნო მომჟავო სუნი ტრიალებს. ეს პროცესი გარდაუვალია, თუმცა გამოსწორებადი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ინტერიერის ქიმწმენდის ჩატარება. 

ავტომობილის ინტერიერის ქიმწმენდის სარგებელი
ინტერიერის ქიმწმენდას ლაქების, ჭუჭყის და უსიამოვნო სუნის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსაშორებლად იყენებენ. სპეციალური ქიმიური ნაერთებისა და მოწყობილობების გამოყენებით შესაძლებელია მტვრის, ჭუჭყის, ნამსხვრევების, ქვიშის გაწმენდა ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. ეს აპრობირებული მეთოდია ინტერიერის განსაახლებლად, რის შემდეგაც სასიამოვნო და ჰიგიენურ გარემოში აგრძელებთ მანქანის მართვას. 
ექსპერტების რეკომენდაციით ქიმწმენდა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს, რათა მანქანის სალონის მიმზიდველობა და წესრიგი შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია იცნობდეთ იმ მეთოდებს, რომლითაც მანქანის ინტერიერი მშრალად იწმინდება საოცარი ეფექტის მისაღწევად. 


მანქანის ქიმწმენდის ეტაპები
პირველ რიგში გაეცანით იმ ეტაპებს, რომლებიც ქიმწმენდის სრულ პროცესს აღწერს. რაც უფრო მეტად იქნებით გათვითცნობიერებული მეთოდებში, მით უფრო გაგიმარტივდებათ სპეციალისტის შერჩევა და სამუშაოს ეფექტურობის შეფასება. 

სამუშაოსთვის მომზადება
მანქანის სალონის ქიმწმენდა იწყება მომზადების პროცესით, რომელიც შეხების გარეშე გარეცხვას გულისხმობს. ამის შემდგომ სპეციალისტები აფასებენ სალონის დამუშავებულ ზედაპირებს და მასალებს. შეფასების შემდგომ ირჩევენ საწმენდ საშუალებებს და ანტირეაგენტების კომპლექტს თითოეული ზედაპირისთვის. მტვერსასრუტის საშუალებით დასუფთავებისას გამოტოვებული ადგილები, მათ შორის საბარგულიც, ხელით ირეცხება.

ჭერის საფარით მუშაობა
ქიმწმენდის პროცესი სალონის ჭერიდან იწყება. ამ ტიპის საფარის უმეტესობისთვის ხელოსნები მშრალი წმენდის მეთოდს ირჩევენ. თუ დაბინძურება ძლიერია, ოსტატს უფრო მძლავრი საშუალებების გამოყენება შეუძლია, თუმცა ამის შემდგომ ჭერს გასაშრობად დიდი დრო სჭირდება. ზედაპირების ერთი მიმართულებით გასაწმენდად საწმენდი საშუალებების ქაფი გამოიყენება.

მძღოლისა და მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების გაწმენდა
როგორც წესი, მძღოლისთვის განკუთვნილი წინა სავარძლები ყველაზე დაბინძურებული ადგილებია. თუ გადასაფარებლებია გამოყენებული ისინი ცალკე იწმინდება. ღვედების გასასუფთავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას აეროზოლი, ორთქლის გენერატორი, ჯაგრისები და ტილოები. 

კარის, პლასტმასის და მართვის პანელების წმენდა
ქიმწმენდისას ფანჯრები სპეციალური საწმენდი ნაერთებით მუშავდება. საქარე მინაზე საპნიანი ხსნარი უნდა წაუსვათ, შემდგომ კი დაფა ნაზად გაწმინდოთ ღრუბლით. რაც შეეხება პლასტმასის პანელებს, მათი დამუშავება ხდება ამ ტიპის მასალისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყოთი, რომელიც არ აზიანებს მას, ანიჭებს ბზინვარებას და სისუფთავეს დიდი ხნის განმავლობაში. 

იატაკის და საბარგულის წმენდა
იატაკის საწმენდი ნაერთების საშუალებით ირეცხება. ამავდროულად, ნაკერებში, ბზარებსა და კუთხეებში დაგროვილი ჭუჭყი იწმინდება. ე.წ. ,,ჯიუტი“ ჭუჭყის მოსაშორებლად გამოიყენება წნევის (სარეცხი) მტვერსასრუტი და სპეც ქიმიკატები, რომლებიც იდეალურად ასუფთავებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ლაქებს (თუმცა მათი გამოყენება ნაზი საფარველისთვის საკმაოდ საფრთხილოა).

ინტერიერისა და საბარგულის პროფესიონალური გაშრობა
სპეციალური საშრობი მოწყობილობა სწრაფად აშრობს სავარძლებს, საბარგულს და იატაკს მანქანის სალონში. მსგავსი ტიპის საშრობის წყალობით მანქანაში ღუმელის ჩართვა საჭირო არ არის. გაშრობა ოპტიმალურ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რაც ყველანაირ დაზიანებას გამორიცხავს. 

უსიამოვნო სუნის მოცილება
ინტერიერის კომპლექსური წმენდის ბოლო ეტაპზე უსიამოვნო სუნის, სოკოების, ბაქტერიების და ობის მოცილება ხდება. გამოცდილი ოსტატები სუნის კონტროლის ორ ტიპს გთავაზობენ. პირველი ეს არის სალონის ოზონირება. ოზონი სუნის წყაროს აქრობს და ბაქტერიებს/ობს ანადგურებს. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც მძღოლი და მგზავრები მანქანაში ბევრს ეწევიან. ოზონი ყველაზე რთულ სუნსაც აშორებს და მისი შემდგომი გამოჩენის პრევენციას ახდენს. ასევე იყენებენ ორკომპონენტიან ატომიზაციას, რომელიც მოლეკულურ დონეზე უმკლავდება სუნს, ობს და სოკოს. ასევე ეს პროცესი ანადგურებს მავნე ვირუსების და ბაქტერიების 99%-ს, რაც ზედაპირების სრულ დეზინფექციას ნიშნავს. ეს მეთოდი ადამიანებისა და ცხოველებისთვის უვნებელია და ინტერიერს ახალი, წიწვოვანი სუნით ავსებს. 

სად დავიქირავოთ სანდო სპეციალისტი ქიმწმენდის ჩასატარებლად?
მანქანის ქიმწმენდა შიდა დაბინძურებას გამორიცხავს და ინტერიერს იდეალურ იერს უბრუნებს. ეს ყველაფერი კი დიზაინის ახალი ელემენტების შეძენის გარეშე ხდება. საუკეთესო ვარიანტი პროფესიონალური ქიმწმენდის ჩატარებაა, რათა არსებული სიტუაცია არ გაამწვავოთ და სალონი არ დააზიანოთ.
ქიმწმენდის გამოცდილი სპეციალისტის პოვნა servisebi.ge-ზე შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და თქვენთვის ოპტიმალური ოსტატი სასურველ ადგილას გამოიძახოთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, ამიტომ დეტალებზე შეთანხმებაც მარტივდება. პლატფორმაზე არ მოქმედებს დამატებითი საკომისიო, ან სხვა სახის გადასახადები. სერვისის ღირებულება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
მთავარ უპირატესობათა შორის გამოირჩევა შეფასების გამჭვირვალე სისტემა, რომელიც თითოეულ სპეციალისტს სარეიტინგო ქულას ანიჭებს. არჩევანის გაკეთება რეალურ მომხმარებელთა კომენტარებზე დაყრდნობით კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ. 

მსგავსი ძიებები

hash
ავტომობილის ქიმწმენდა 3 განცხადება
arrow right
hash
სედანის ქიმწმენდა 2 განცხადება
arrow right
hash
ჯიპის ქიმწმენდა 2 განცხადება
arrow right
hash
სალონის ქიმწმენდა 3 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა გამოძახებით 2 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა რუსთავში 0 განცხადება
arrow right
hash
ავტომობილის ქიმწმენდა ფასი 2 განცხადება
arrow right
hash
ავტომობილის ორთქლით ქიმწმენდა 1 განცხადება
arrow right
hash
ხიმჩისტკა მანქანის 2 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა თბილისში 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა ბათუმში 1 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა ფოთში 0 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა თელავში 0 განცხადება
arrow right
hash
მანქანის ქიმწმენდა ფასი 2 განცხადება
arrow right

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მანქანის ქიმწმენდა?

მანქანის ქიმწმენდის ფასი დამოკიდებულია დაბინძურების ხარისხზე, სალონში გამოყენებული მასალების სახესხვაობაზე და ქიმწმენდის ტიპზე. კონკრეტული მოდელისთვის ღირებულების დასადგენად სპეციალისტს დაუკავშირდით და მომსახურების დეტალებზე შეუთანხმდით.

რა დრო სჭირდება ავტომობილის ქიმწმენდას?

ავტომობილის სტანდარტულ ქიმწმენდას 12 საათი სჭირდება, ხოლო ორთქლით წმენდაზე 2-დან 4 საათამდეა გათვლილი. ასევე დროის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დაბინძურების ხარისხიც, რომელიც სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.