ფირის გადაკვრა

ავტომობილზე ფირის გადაკვრა ორ ფუნქციას ასრულებს. ის იცავს საღებავს და მანქანის ვიზუალს მეტად მომხიბვლელს ხდის. მიუხედავად ამისა, ყველანაირი ტიპის მანქანის შეფუთვა ამ ამოცანებს ვერ ასრულებს. არსებობს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ფირი, რომლებიც მასალებითა და ტიპიური მახასიათებლებითაც განსხვავდება. ესაა ვინილი და პოლიურეთანი, რომელსაც ერთგვარ ჯავშანს უწოდებენ.
თითოეულს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია, ამიტომ სანამ მანქანის ფირის გადაკვრას გადაწყვეტთ, მათ კარგად უნდა გაეცნოთ.

ვინილის ფირს ხშირად მფლობელები მანქანის ძარაზე აკრავენ, რათა ხაზი გაუსვან მას სატრანსპორტო ნაკადში. სტილის მოყვარულთა შორის მანქანაზე ფირის დაკვრა ძალიან პოპულარულია. ასეთი ტიპის ავტომფლობელები იყენებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფერადი ფირის გადაკვრა ან შავი ფირის გადაკვრა, რათა ვიზუალური ეფექტის მოხდენის შანსი გაიზარდოს.
ვინილის საფარის გადაკვრა საკმაოდ სწრაფად ხორციელდება და არ სჭირდება კორპუსის შეღებვის მსგავსად დიდი დრო. ვინილი გამჭვირვალე ან ფერადია და საკმაოდ შეზღუდულია დამცავი თვისებების თვალსაზრისით. როგორც წესი მისი სისქე 100 მიკრონია, რაც 0.1 მმ-ს შეესაბამება. ასეთი ტიპის დამცავი ფირის გადაკვრა თავიდან აგარიდებთ მინიმალურ ნაკაწრებს და ქვიშის გავლენას. ფირი პლასტმასის მსგავსია, ის დეფორმირდება გაცხელებისას, მაგრამ შემდეგ სწრაფად ხდება მყარი და გარკვეულწილად მყიფე. ტემპერატურული რყევების მიმართ გამძლეა, ამიტომ ყინვებიდან ავტოსამრეცხაოზე გადასვლა შესაძლოა ბზარებით არ დასრულდეს.
ფირის გადაკვრა

<h3><strong>რას ნიშნავს ფირის გადაკვრა მანქანაზე და რა უნდა იცოდეთ ამ მომსახურების შესახებ</strong></h3>

ავტომობილის საღებავი ყოველდღიურად ექვემდებარება უარყოფით გავლენას მაგისტრალებზე მოძრაობისას. მცირე ნაკაწრები, ხაზები, ქვა-ღორღისგან წარმოქმნილი დაზიანებები საბოლოო ჯამში აფუჭებს ავტომობილის იერსახეს. მანქანების დასაცავად გამოიყენება სხვადასხვა ზომის ფირი ბამპერებისთვის, ფარებისთვის ან სრული ზედაპირისთვის. ამ მეთოდს ბევრი უპირატესობა ახასიათებს, რისთვისაც ავტომფლობელები ხშირად მიმართავენ მას.
სერვისი მოითხოვს სპეციალურ კვალიფიკაციას, რადგან დამოუკიდებლად ფირის ხარისხიანად დაწებება შეუძლებელია. თხელი, გამჭვირვალე, ულტრაიისფერი რეზისტენტული ფირები ზედაპირებზე სრულიად უხილავია და იცავს მანქანის კორპუსს მაღალი სიჩქარით მოხვედრილი ქვებისგან.

დამცავი ფირის გამოყენების უპირატესობები

დამცავ ფირს არაერთი უპირატესობა ახასიათებს, ამიტომ სერვისის მიღებამდე მნიშვნელოვანია მას კარგად იცნობდეთ:
  • ის სრულად გამჭვირვალე და პრიალაა, რაც უხილავ სხეულს ქმნის;
  • მზის სხივებისადმი წინააღმდეგობას ქმნის;
  • არ იქერცლება სრული საოპერაციო პერიოდის განმავლობაში;
  • უძლებს მაღალ/დაბალ ტემპერატურას -45-და 110 გრადუს ცელსიუსამდე;
  • ხრეშისა და ქვიშისგან დაცვა 150კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას;
  • იცავს მანქანის კორპუსს დაზიანებისგან წარუმატებელი პარკირების დროს;
  • შეგიძლიათ მარტივად მოუაროთ-გარეცხოთ ან გააპრიალოთ;
  • ფირის საფარი 3-5 წლამდე გარანტიით მზადდება და მისი მოხსნა ნებისმიერი კვალის დატოვების გარეშე შესაძლებელია;

დამცავი ფირის სახეები

ხრეშის საწინააღმდეგო დამცავ საფარს განსხვავებული ზედაპირი აქვს. თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ პრიალა, გამჭვირვალე, დაბურული სტრუქტურა. ხარისხი პლასტიზატორის შემცველობაზეა დამოკიდებული, რომელიც მასალის ელასტიურობაზე, სიმტკიცესა და დაჭიმვის სიძლიერეზეა პასუხისმგებელი. დამცავ ფირებს შორის გამოიყოფა შემდეგი ტიპები:
  • ვინილი - სინთეზური ფირი პოლივინილ ქლორიდის ფუძით, სისქით 50-დან 150 მიკრონამდე. იგი გამოირჩევა დაბალი ღირებულებით და მისი მომსახურების ვადა 2-5 წელია;

  • პოლიურეთანი - თერმოპლასტიკური პოლიმერების საშუალებით იქმნება. აქვს ერთმაგი და ორმაგი ფენა. სისქე 100-დან 300 მ-დე, ხოლო მისი ღირებულება 2-3-ჯერ მეტია ვინილის მასალაზე. ასევე დიდია ექსპლუატაციის ვადაც (5-10 წელი). პრემიუმ მანქანებისთვის იწარმოება ,,ჯავშანჟილეტის“ ვერსია 600 მიკრონი სისქის, რომელიც შესაფერისია ოპტიკის, ფარების და სარკეების დასაცავად.
იმისთვის, რომ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა შეძლოთ აუცილებელია იცნობდეთ თითოეული მასალის უარყოფით მხარეებსაც. ვინილის ფირი ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც 100 პროცენტიან დაცვას მექანიკური ზემოქმედების წინააღმდეგ არ უზრუნველყოფს. თუმცა იცავს კორპუსს მცირე ნაკაწრებისგან, ქვიშის ნაკადებისგან და ქიმიკატებისგან.
ამ საფარის გადაკვრა რეკომენდებულია სარკეებზე, ოპტიკაზე გამოსაყენებლად. ის არ იცავს მანქანას მაღალი სიჩქარით მომავალი ქვებისგან, რომელიც ბორბლიდან შეიძლება ასხლტეს.
ვინილის ფირები სხვადასხვა ტექსტურით და ფერით იწარმოება და თუ მანქანისთვის ორიგინალური სტილის შექმნა გსურთ-იდეალური ვარიანტია. გამორჩეულია ჩასმის სიმარტივით და ფიგურულ ელემენტებს შესანიშნავად ედრება. ამ მასალის ნაკლი ის არის, რომ ხუთი წლის შემდგომ მოყვითალო ხდება და პლასტიურობას კარგავს. როდესაც ეს ნიშნები სახეზე იქნება, უმჯობესია საფარი გამოცვალოთ.
პოლიურეთანი საიმედოდ იცავს მანქანას ნაკაწრებისგან, ნაპრალებისგან და ქვის მაღალი სიჩქარით დარტყმისგან. ის გამჭვირვალეა 95%-მდე და ვარგისია მინის, სარკეებისა და ოპტიკის დასაცავად. მისი მოცილების შემდეგ არ რჩება ლაქები, ამისთვის საჭიროა მხოლოდ სათანადო გამხსნელით წებოს ამოღება.
პოლიურეთანი ძველი მანქანისთვის მყარი გარეგნობის შესანარჩუნებლად გამოიყენება. გარეგნულად უხილავია, თუმცა მანქანის ზედაპირს ბზინვარეს და მიმზიდველს ხდის. ასეთი ტიპის ფირის მინუსი მის სისქეში მდგომარეობს. სწორედ ეს მახასიათებელი არ გაძლევთ საშუალებას, რომ რთული კონფიგურაციის მქონე ნაწილებზე გადაკეცოთ ის.ზოგიერთ ადგილას მისი გაჭრა მოგიწევთ.

სად ვიპოვოთ სანდო ხელოსანი მანქანაზე ფირის გადასაკრავად?

ავტომობილზე ფირის გადაკვრა, დღესდღეობით, ძალიან მოთხოვნადი სერვისია. ბაზარზე არსებული საჭიროების გამო შევქმენით სივრცე, სადაც სანდო სპეციალისტის პოვნას რამოდენიმე წუთში შეძლებთ. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ servisebi.ge-ზე დარეგისტრირებულ ოსტატებს და მათთან სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. მომსახურების ღირებულებისა და დეტალების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურად შეათანხმებთ. ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ამიტომ მომსახურების ღირებულება სამუშაოს მასალაზე, სირთულესა და მოცულობაზეა დამოკიდებული.
ღირებულებაზე გავლენას ახდენს ფირის ტიპი, მისი სისქე და ფერი. შემდგომში უკვე მანქანის კორპუსის მახასიათებლები, პანელების სირთულე და დიზაინი. თითოეული მოდელისთვისთვის სამუშაოს სირთულე ინდივიდუალურია. Servisebi.ge ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო სპეციალისტებს აერთიანებს. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემაა. ნეგატიურ კომენტარებს არ შლიან, შესაბამისად, თქვენ რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს გაეცნობით, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. თქვენ არ იზღუდებით კონკრეტული დღეებით და ლოკაციით. მომსახურების მიღებას კვირის ნებისმიერ დღეს სასურველ ადგილას შეძლებთ. პლატფორმა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსაა მორგებული და სერვისების მიღებას მაქსიმალურად ამარტივებს.

მაღალი ხარისხის ფირების გადაკვრა
მაღალი ხარისხის ფირების გადაკვრა

Tuning Time Performance-ი გთავაზობთ ავტომობილებზე როგორც ეკონომხარისხის, ამავე დროს, პრემიუმხარისხის ფირების გადაკვრას. გარდა ამისა, შეგიფუთავთ ავტომანქანის ჭერებს უმაღლესი ხარისხის შავი პირიალა ფირით. ეს მოგცემთ პანორამას ეფექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს ავტომობილს. დაგვიკავშრდით! მოგემსახურებათ პროფესონალთა გუნდი.

მანქანაზე ფირის გადაკვრა ფასიფერადი ფირის გადაკვრათეთრი ფირის გადაკვრამანქანაზე ფირის გადაკვრაპრიუსის გათეთრებატაქსზე ფირის გადაკვრაფირის გადაკვრა თბილისშიფირის გადაკვრა ავტომობილზეპრიუსზე ფირის გადაკვრაფირის გადაკვრა
ფირის გადაკვრა
eyeნანახი
ფირის გადაკვრა

ფირის გადაკვრა ამერიკლი მასალით თუ ცხოვრებაში მუდმივად გიზიდავთ სიახლეები და გსურთ მანქანის ვიზუალური განახლება (ტუნინგი) მაშინ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენ პროფესიონალებს , რომელებიც შეასრულებენ ნებისმიერ ავტომობილზე ფირის ნაწილობრივ ან სრულ გადაკვრას (შეფუთვა, მატი, პრიალა, დაქრომირებული ფირებით) რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაკვრა ხდება ყველაზე ხარისხიანი ამერიკული ფირებით, მაქსიმალურად მოკლე დროში. ჩვენთან, შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ ნებისმიერი ფერის ფირი და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრენდი: HEXIS, ORACAL, 3M, 3D.

ფირის გადაკვრა თბილისშიფირის გადაკვრა ავტომობილზეთეთრი ფირის გადაკვრამანქანაზე ფირის გადაკვრა ფასიტაქსზე ფირის გადაკვრა
ფირის გადაკვრა ავტომობილებზე გარანტიით, ერთ დღეში.
eyeნანახი
ფირის გადაკვრა ავტომობილებზე გარანტიით, ერთ დღეში.
5.0
| 1 შეფასება

Geo Auto-ს გამოცდილი გუნდი გთავაზობთ ავტომობილების მრავალპროფილურ და ხარისხიან მომსახურეობას გარანტიით. ➡️ ნებისმიერი ფერისა და ფაქტურის გერმანული და ამერიკული ფირებით ავტომობილების შეფუთვა ერთ დღეში: ✅ უნივერსალური ფირი ✅ სამანქანე ფირი ✅ დამცავი გამჭირვალე ფირი ✅ დამცავი თვითაღდგენადი ფირი ➡️ სალონის ჭერის შეფუთვა ალკანტარით ➡️ Aqua Print - აქუაპრინტი ➡️ ფარების დამუქება ➡️ნებისმიერი სამანქანე სტიკერის ბეჭდვა-მონტაჟი ✅გახდი ჩვენი პარტნიორი და მიიღე ექსკლუზიური პირობები მომსახურეობებზე ✅ ჩვენი კლიენტებისთვის მოქმედებს განსხვავებული პირობები და ფასდაკლებები ✅ ჩვენთან ხელმისაწვდომია საქართველოს და კრედო ბანკის უპროცენტო განვადება ❗❗❗ Geo Auto თქვენი ხარისხის გარანტი ❗❗❗

ფირის გადაკვრა თბილისშიფერადი ფირის გადაკვრაფირის გადაკვრამანქანაზე ფირის გადაკვრაფირის გადაკვრა ავტომობილზეპრიუსის გათეთრებათეთრი ფირის გადაკვრამანქანაზე ფირის გადაკვრა ფასიპრიუსზე ფირის გადაკვრაფირის ნანოკერამიკა
სულ 8 რეზულტატი

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq