მანქანაზე ფირის გადაკვრის ფასი

მანქანაზე ფირის გადაკვრის ფასი დამოკიდებულია პირველ რიგში შერჩეული მასალის სახესხვაობაზე. ძირითადად ავტომფლობელები ვინილს ან პოლიურეთანს ირჩევენ. პირველი ვარიანტი ბევრად ბიუჯეტურია, თუმცა ავტომობილის მინიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. პოლიურეთანს კი ერთგვარ ჯავშანსაც უწოდებენ, რომელიც ავტომობილს დაზიანებისგან მაქსიმალურად იცავს. ფირის გადაკვრის ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზეც, რაც სამუშაოს სირთულეს განაპირობებს. 
სრული ღირებულების დასათვლელად უმჯობესია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ სპეციალისტებს დაუკავშირდეთ და სატელეფონი კონსულტაცია გაიაროთ. 
პრო
დამცავი ფირის გადაკვრა
დამცავი ფირის გადაკვრა

დამცავი PPF (Paint Protection Film) ფირი არის ინოვაციური პოლიურეთანის საფარი, რომელიც ქმნის უხილავ ფენას და იცავს ავტომობილის საღებავს: მექანიკური დაზიანებებისგან – მცირე ნაკაწრები, ქვების დარტყმა, ტოტებისა და კარის შეხება. ქიმიური ზემოქმედებისგან – ქიმიური მინარევები, მწერების ნარჩენები და გზა-მარილი. UV სხივებისგან – ხელს უშლის საღებავის გაუფერულებას და ნაადრევ გახუნებას. PPF ფირი არის თვითაღდგენადი – მცირე ნაკაწრები სიცხის ზემოქმედებით ქრება, რაც თქვენი ავტომობილის იდეალურ იერსახეს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. ჩვენ ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ფირებს და ვასრულებთ მონტაჟს უმაღლესი სიზუსტით, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური დაცვა და ესთეტიკა.

video icon ვიდეო
თეთრი ფირის გადაკვრა ფირის ნანოკერამიკა ფირის გადაკვრა ავტომობილზე მანქანაზე ფირის გადაკვრა ფასი ტაქსზე ფირის გადაკვრა ფირის გადაკვრა იაფად ფარებზე ფირის გადაკვრა კარბონის ფირის გადაკვრა ფირის გადაკვრა თბილისში
ტელეფონი

ავტომობილზე ფირის გადაკვრის ფასი

ავტომობილზე ფირის გადაკვრის ფასი დაანგარიშდება მას შემდეგ რაც სპეციალისტი დაადგენს მანქანის მოდელს, გამოსაყენებელ მასალას და მომსახურების ადგილს. თუ გსურთ სასურველი სერვისი თქვენივე მისამართზე მიიღოთ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ ოსტატებს უნდა დაუკავშირდეთ. ვინაიდან არ მოქმედებს ფიქსირებული ფასი და დამატებით საკომისიოს არ იხდით, თქვენი მომსახურების ღირებულებას სპეციალისტთან ინდივიდუალურად შეათანხმებთ. რაც მთავარია შანსი გაქვთ გაეცნოთ რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს და სასურველი ხელოსანი ამის შემდგომ გამოიძახოთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები