ფირის გადაკვრა ავტომობილზე

ფირის გადაკვრა ავტომობილზე ერთგვარი ჯავშნის გაკეთებას ნიშნავს, რომელიც მანქანას გარე ზემოქმედებისგან და მცირე დაზიანებებისგან იცავს. ფირი იცავს ავტომობილის საღებავს და მას პირვანდელ იერს უნარჩუნებს.

ჯავშნის შესატყვისად ავტომფლობელები გულისხმობენ პოლიურეთანის ფენას, რომელიც მისი სისქის გამო საღებავს მაქსიმალურად იცავს. ის ერთდროულად პლასტმასის და რეზინის მსგავსია, მისი ელასტიური კანი კი ჩინებულად ერგება მანქანის კორპუსს. 
სანდო სპეციალისტის მოძიება უკვე ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება. ამისთვის საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ს და გაეცნოთ რეგისტრირებულ კანდიდატებს. 
პრო
დამცავი ფირის გადაკვრა
დამცავი ფირის გადაკვრა

დამცავი PPF (Paint Protection Film) ფირი არის ინოვაციური პოლიურეთანის საფარი, რომელიც ქმნის უხილავ ფენას და იცავს ავტომობილის საღებავს: მექანიკური დაზიანებებისგან – მცირე ნაკაწრები, ქვების დარტყმა, ტოტებისა და კარის შეხება. ქიმიური ზემოქმედებისგან – ქიმიური მინარევები, მწერების ნარჩენები და გზა-მარილი. UV სხივებისგან – ხელს უშლის საღებავის გაუფერულებას და ნაადრევ გახუნებას. PPF ფირი არის თვითაღდგენადი – მცირე ნაკაწრები სიცხის ზემოქმედებით ქრება, რაც თქვენი ავტომობილის იდეალურ იერსახეს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. ჩვენ ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ფირებს და ვასრულებთ მონტაჟს უმაღლესი სიზუსტით, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური დაცვა და ესთეტიკა.

video icon ვიდეო
თეთრი ფირის გადაკვრა ფირის ნანოკერამიკა ფირის გადაკვრა ავტომობილზე მანქანაზე ფირის გადაკვრა ფასი ტაქსზე ფირის გადაკვრა ფირის გადაკვრა იაფად ფარებზე ფირის გადაკვრა კარბონის ფირის გადაკვრა ფირის გადაკვრა თბილისში
ტელეფონი

ავტომობილზე ფირის გადაკვრა

ავტომობილზე ფირის გადაკვრა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მანქანის კორპუსის პირვანდელი ვიზუალის შენარჩუნება გსურთ. ასხლეტილი ქვების, ნაკაწრების და ხრეშის ზემოქმედებისგან ავტომობილზე ხშირად ჩნდება ნაკაწრები, ხშირად ზიანდება ფარები, ზიანდება საღებავი და ავტომობილი ვიზუალურ მონაცემებს კარგავს. ფირი მისი კორპუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და დაუგეგმავ დაზიანებებს (თუნდაც მანქანის კარის სხვა მანქანასთან შეხებისას) აგარიდებთ თავიდან. 
გამოცდილი სპეციალისტის საპოვნელად გაეცანით ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ შეფასებებს. ნეგატიური კომენტარები არ იშლება, შესაბამისად, ხელოსანს რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იპოვით. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები