ფარებზე ფირის გადაკვრა
მანქანის ფარები გარემოსგან მუდმივად უარყოფითი ზემოქმედების ქვეშაა, ამიტომ ფარებზე ფირის გადაკვრა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ავტომობილის ეს ნაწილი საკმაოდ მგრძნობიარეა ტემპერატურული ცვლილებების, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების, მტვრის და ქვიშის აბრაზიული ეფექტის მიმართ. ფარების მთავარი მტერია შემხვედრი მანქანების ბორბლებიდან ასხლეტილი ქვები. ხრეშის ზემოქმედებით ჩნდება ბზარები, იკლებს განათების დონე, რამაც შეიძლება პოტენციური ავარია გამოიწვიოს.