ფარებზე ფირის გადაკვრა

მანქანის ფარები გარემოსგან მუდმივად უარყოფითი ზემოქმედების ქვეშაა, ამიტომ ფარებზე ფირის გადაკვრა საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. ავტომობილის ეს ნაწილი საკმაოდ მგრძნობიარეა ტემპერატურული ცვლილებების, მზის ულტრაიისფერი გამოსხივების, მტვრის და ქვიშის აბრაზიული ეფექტის მიმართ. ფარების მთავარი მტერია შემხვედრი მანქანების ბორბლებიდან ასხლეტილი ქვები. ხრეშის ზემოქმედებით ჩნდება ბზარები, იკლებს განათების დონე, რამაც შეიძლება პოტენციური ავარია გამოიწვიოს. 

ფარებზე დამცავი ფირის გადაკვრა

ფარებზე დამცავი ფირის გადაკვრა რამოდენიმე ეტაპს მოიცავს:
  • პირველად იწმინდება ფარები. მათი ზედაპირიდან სპეციალისტი აშორებს ჭუჭყს, მტვერს და ქიმიკატების კვალს;
  • შემდგომ ხდება ზედაპირების დამუშავება სპეციალური ხსნარით ფარების გადაბმის გასაუმჯობესებლად;
  • ამის შემდეგ ოსტატი ამზადებს ფირის ნიმუშს მანქანის ფარების ზომის მიხედვით;
  • ბოლოს ფირი იდება ფარებზე და სპეციალური სამშენებლო ფენით შრება. ის ხდება ელასტიური და იღებს სასურველ ფორმას;
სერვისის განსახორციელებლად გამოცდილ სპეციალისტს ჩვენი პლატფორმის საშუალებით დაიქირავებთ. თქვენ არ გადაიხდით დამატებით საკომისიოს და სამუშაოს ღირებულება მისი მოცულობიდან გამომდინარე დაგიანგარიშდებათ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები