მანქანების რეცხვის არაერთი გზა არსებობს, სახლში მანქანების რეცხვიდან დაწყებული, თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებით დამთავრებული.
რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ მანქანა?
უმჯობესია ავტომობილის გარეცხვა საჭიროებისამებრ დაგეგმოთ. თუ ძლიერად წვიმს ავტომობილის გარეცხვა 4-5 დღეში ერთხელ არის რეკომენდებული. მშრალ ამინდში ეს შეიძლება გაკეთდეს 1-2 კვირაში ერთხელ. უამრავი ავტომფლობელი მანქანის გარეცხვას სპეციალურ სამრეცხაოში ამჯობინებს.
დღესდღეობით, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სამრეცხაო არსებობს, რომელთაგან თითოეულს სხვადასხვა მახასიათებელი გააჩნია.
ავტომატური რეცხვა - ამ ტიპის სამრეცხაოში მანქანის რეცხვა ავტომატურ რეჟიმში ხდება. ეს არის შესაფერისი ვარიანტი მაშინ, როცა პროცესში ჩართვა არ გსურთ და მისი წარმართვა სწრაფად არის საჭირო.
მშრალი რეცხვა - ამ ტიპის რეცხვისას ავტომობილი იწმინდება სპეციალური ხელსაწყოებით. მისი განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას: ქუჩაში, პარკში, ავტოფარეხში.
ხელით რეცხვა - ამ დროს რეცხვა ხორციელდება ხელით და პროცესში გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოები და საშუალებები. ამ ტიპის რეცხვა ყველაზე უსაფრთხო და მაღალხარისხიან მეთოდად ითვლება.
უკონტაქტო სამრეცხაო - უკონტაქტო რეცხვისას გამოიყენება ქაფი და წყლის ჭავლი, რომელიც მაღალი წნევით მიეწოდება. ეს საშუალებას გაძლევთ გაათავისუფლოთ ავტომობილი სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან.
სრული სერვისის სამრეცხაო იდეალურია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის.
რა დრო სჭირდება ავტომობილის რეცხვას?
სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით მანქანის რეცხვას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. მსგავსი ტიპის სერვის ცენტრები ავტოგასამართ სადგურებზე მდებარეობს, სადაც ხანგრძლივვადიანი მოგზაურობისას ან მის ბოლოს შეგიძლიათ ავტომობილის სისუფთავეზე იზრუნოთ. ეს გზა შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც მოკლე დროში ხარისხიანი მომსახურების მიღება სურს.
როგორ გამოვიყენოთ თვითმომსახურების სამრეცხაო?
პირველ რიგში ავტომობილი მოხერხებულ ადგილას უნდა გააჩეროთ. თუ მონიშნული ადგილი არ არის მანქანა ავტოფარეხის ცენტრში განათავსეთ, რაც კომფორტულად გადაადგილების და მანქანის საფუძვლიანად რეცხვის საშუალებას მოგცემთ.
ამოიღეთ მანქანის ხალიჩები და მოგვიანებით გაასუფთავეთ ისინი. იპოვეთ სწორი გამფრქვევი, რომელიც ყველაზე ეფექტურად გარეცხავს თქვენს მანქანას. გამოიკვლიეთ ყველა პარამეტრი, რათა იცოდეთ რაზე ღირს დროის დახარჯვა. რეცხვის დროს მანქანა ჭვარტლის, ჭუჭყის და სხვა დამაბინძურებლისგან იწმინდება. სწორად აირჩიეთ საწმენდი ხსნარები, რაც ჩამჯდარი ჭუჭყის და ნამსხვრევების მოცილებას უწყობს ხელს.
შეამოწმეთ გადახდის მეთოდი. ძირითადად თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების ბანერებზე გადახდის სხვადასხვა ვარიანტებია მითითებული. რეცხვის დაწყებისას წყალი ჯერ სახურავზე შემდგომ კი საბურავებზე შეასხურეთ რაც ჭუჭყის მოცილებას გაგიმარტივებთ. ამის შემდგომ შეასხურეთ საპონი ისევ სახურავიდან საბურავებამდე. ფოკუსირება ყველაზე ტალახიან ადგილზე მოახდინეთ განსაკუთრებით ბორბლის ქვეშ.
ბოლო ეტაპზე ნაზად შეასხურეთ სუფთა წყალი ჩამორეცხეთ ქაფი. მანქანა წრიული მოძრაობით გახეხეთ და შეეცადეთ მისწვდეთ ყველა კუთხეს. რეცხვის შემდგომ გააშრეთ მანქანა და ამის შემდგომ იმოძრავეთ.
თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს ახასიათებს შემდეგი უპირატესობები:
- ლოდინის მცირე დრო;
- ეკონომიურობა;
- ეს არის ერთგვარი ფიზიკური აქტივობა ავტომფლობელთათვის;
სად მივიღოთ ავტომობილის რეცხვის ყველაზე სანდო სერვისი?
ავტომობილის ქიმწმენდისა და რეცხვის სერვისის მისაღებად დღეს სანდო სპეციალისტის/კომპანიის პოვნა რთული აღარ არის. Servisebi.ge თანამედროვე პლატფორმაა, სადაც ამ მიმართულებით არაერთი საუკეთესო სერვისის მომწოდებელია წარმოდგენილი. ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა:
- პროფესიონალური აპარატით ავტომობილის სრული ქიმწმენდა;
- ძრავის წმენდა;
- მანქანის ფარების პოლირება;
- ნაჭრის და ტყავის სავარძლების გასუფთავება (ლაქების ამოყვანა);
- ტყავის სალონის ფერის აღდგენა;
- ავტომობილის რეცხვა მაღალხარისხიანი ხსნარებით;
- უკონტაქტო სამრეცხაოს მომსახურება;
- მშრალი ყინულით წმენდა (ჟანგის, ნადების ჭუჭყის მოცილება ნებისმიერი ზედაპირიდან) და ა.შ.