უკონტაქტო ავტოსამრეცხაო

 უკონტაქტო ავტოსამრეცხაო არის სამრეცხაო, რომელიც არ იყენებს სხვადასხვა სახის ღრუბლებს, ჯაგრისებს და ტილოებს, რომელთა გავლენით ოდნავ ცვდება მანქანის საღებავი. ამის ნაცვლად მანქანა სპეციალური სარეცხი საშუალებით იფარება, რომელიც შემდგომ ირეცხება წნევის ქვეშ. ამ ტიპის სამრეცხაოს უპირატესობებია:

  • იდეალური შედეგი მოკლე დროში (10-15 წუთი);
  • დამაბინძურებლების მოცილება (ძნელად მისადგომ ადგილებშიც);
  • კორპუსის საღებავზე ზემოქმედების არარსებობა;
  • გრძელვადიანი დაცვა მტვრისგან;
  • დამხმარე საშრობის გამოყენების საშუალება;
  • მთლიანი სიმძლავრის ზრდა;

​მანქანის უკონტაქტო რეცხვა

მანქანის უკონტაქტო რეცხვა გარემოს ნაკლებად აზიანებს, რადგან ამ დროს სარეცხი საშუალებების სრული ბიოდეგრადაცია ხდება. აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო ძლიერი სარეცხი საშუალებების შემუშავებამ. ისინი შემუშავებულია აქტიური ნივთიერებებისა და სპეციალური დანამატების საფუძველზე. სარეცხი საშუალებების ამ ჯგუფს უწოდებენ უკონტაქტო ქაფს, აქტიურ ქაფს. 
ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. აქტიურ ქაფიანი ხსნარი მანქანაზე სპეციალური იარაღის გამოყენებით დაიტანება. ქაფის გენერატორი მაღალი წარმადობით ხასიათდება და თანაბარ ფენას წარმოქმნის, რომელიც მანქანას თოვლივით ფარავს. ამ ტიპის სერვისის მისაღებად ჩვენს ვებგვერდზე კომპანიების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები