ქვიშით რეცხვა
ავტომობილის ქვიშით რეცხვა ასუფთავებს კორპუსს ძველი ჭუჭყისგან, აშორებს მას ჟანგისგან დაზიანების კვალს, ძველს საღებავს და ქერცლს მთელი ზედაპირიდან. მანქანის ქვიშით რეცხვა საშუალებას გაძლევთ, რომ ავტომობილის კოროზიისგან მიყენებული ზიანი სწორად შეაფასოთ და მისი აღდგენის ოპტიმალური გზა შეარჩიოთ. პესკასტრუიკა იგივე ქვიშით რეცხვა ლითონის ნაწილების ესთეტიკური გარეგნობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზაა. დისკების ქვიშით წმენდა აშორებს აბრაზიულ ნაწილაკებს და ჭუჭყს აგრეგატის მთელი ზედაპირიდან.