სად შეიძლება სამშენებლო ნაგვის გადაყრა
ბოლო პერიოდში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ სად შეგიძლიათ სამშენებლო ნაგვის გადაყრა კანონის დარღვევის გარეშე. სამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსების ფაქტები არაერთხელ გამოვლენილა დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე. რეალურად, დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო ნაგვის გადაყრა მხოლოდ გლდანის ნაგავსაყრელზეა ნებადართული. კანონი ითვალისწინების გადასახდელს როგორც კერძო ტრანსპორტირების, ასევე სახელმწიფოს მომსახურების მიღების შემთხვევაში. იმისთვის, რომ შეღავათიანი ფასით და პირობებით ისარგებლოთ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებული სპეციალისტებიდან, თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეარჩიეთ.