გთავაზობთ მოცულობითი მონაცემების დამუშავებას, გასუფთავებას, დალაგებას, აწყობას, გაერთიანებას, ნორმალიზაციას, ფორმულებით/ფუნქციებით გამოთვლას, ანალიზს, გრაფიკების აგება/ვიზუალიზაციას, აგრეთვე ცხრილების შედგენასა და აწყობას, დიზაინის და ფორმტის მორგებას Microsoft excel, Microsoft Power BI, Google sheets დისტანციურად ან/და ადგილზე მისვლით.
ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.