fb
პრო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ 1-10 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ავიყვან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად (განიხილება ონლაინ გაკვეთილებიც). მაქვს გამოცდილება მასწავლებლობაში და გახლავართ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ინგლისურადაც ჩავატარო გაკვეთილები. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

დაწყებითი კლასების მომზადებამათემატიკის პედაგოგიდაწყებითი კლასებიმათემატიკა მომზადებამეცადინეობა მათემატიკაშისწავლამათემატიკა ინგლისურადმათემატიკის რეპეტიტორიმათემატიკის შესწავლაუნარები
ტელეფონი
პრო
ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი

ვამზადებ, მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სურვილის შემთხვევაში მხოლოდ ლიტერატურაში, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე სხვადასხვა ოლიმპიადებისა და კონკურსებისთვის. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ქართულ ფილოლოგიასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. ანაზღაურებასა და ლექცია/გაკვეთილის ხანგრძლივობაზე შევთანხმდებით თქვენი საჭიროებისა და სურვილის მიხედვით. ტექსტების რედაქტირება/კორექტირება თქვენი სურვილისა და საჭიროების, ჩემი პირობებისა და მოთხოვნების მიხედვით.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაშიაბიტურიენტის მომზადება ქართულშიაბიტურიენტების და სკოლის მოსწავლეების მომზადებასინდივიდუალური პროგრამით მეცადინეობა ქართულშიქართული ენაბავშვების მომზადებაქართულის მასწავლებელირეპეტიტორი#ქართული ენა და ლიტერატურაქართული ენის რეპეტიტორი
ტელეფონი
პრო
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება
4.9
| 13 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე სტუდენტებს და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი საშუალოდ 20-25 ლარი დისტანციურად 1 საათი 15-20 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 160-200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. სურვილისამებრ მოსწავლეებს ვამეცადინებ ზაფხულშიც. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი ჩაირიცხა ჯავახიშვილში, 2023 წელს სხვა მოსწავლე კოლეჯში, ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
მოვამზადებ მათემატიკაშიმათემატიკის რეპეტიტორი|მასწავლებელი| ბინაზე მისვლიმასწავლებელი ზაფხულშიმათემატიკის შესწავლამათემატიკური ნაწილის უნარებირეპეტიტორიაბიტურიენტის მომზადება მათემატიკაშიმათემატიკის სწავლაკალკულუსიმომზადება მათემატიკაში უნარებში რეპეტიტორი
ტელეფონი
ფიზიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
ფიზიკის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

ვარ თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი • ვიყავი 50 საუკეთესო აბიტურიენტს შორის საგრანტო სიაში ფიზიკით. • ვწერდი სამეცნიერო სტატიებს (მსოფლიო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ნიუსებს და საავტორო სტატიებს) • მაქვს სწავლების გამოცდილება • შემიძლია: მრავალფეროვანი,სახალისო სტრატეგიებით მეტად ადვილი გავხადო მოსწავლეებისთვუს ხშირად ძნელად ასათვისებელი მასალა • დავეხმარო ნებისმიერი გაუგებარი მასალის მარტივად ათვისებასა თუ დავალებაში არსებული პრობლემების მარტივი ხერხებით გადაჭრაში და ამოცანების გამოყვანის უნარის გამომუშავებაში ფიზიკასა და მათემატიკაში. . სურვილისამებრ შესაძლებელია ერთჯერადი კონსულტაციები საშინაო დავალებისთვის,ტესტისთვის, გამოცდისთვის... ან უბრალოდ მათი დაწერა.

ფიზიკაფიზიკის მასწავლებელიაბიტურიენტი ფიზიკაშიბავშვების მომზადებარეპეტიტორიფიზიკაში მომზადებამასწავლებელიმოვამზადებ ფიზიკაშიმომზადება ფიზიკაშიმათემატიკის რეპეტიტორი
ფიზიკის რეპეტიტორი
ფიზიკის რეპეტიტორი
5.0
| 2 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ფიზიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წელს კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტებში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით ნომერზე.

fizikis maswavlebeliრეპეტიტორი მათემატიკასა და ფიზოკაშიფიზიკისაბიტურიენტის მომზადება ფიზიკაშიფიზიკაfizikis repetitoriბავშვების მომზადებარეპეტირორიfizikis swavlafizikis sheswavla
ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურად
ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურად

გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს. საბაზო დონიდან A1-A2, B1-B2 დონემდე. პროფესიოთ ვარ ბალერინა. დავამთავრე რუანის კონსერვატორია(Conservatoire Régional de Rouen) სადაც, ბალეტთან ერთად ვსწავლობდი ხელოვნებათ მცოდნეობას და ბალეტის ისტორიას. უკვე ათი წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საფრანგეთში. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში ორჯერ ონლაინ რეჟიმში. სკოლის მოსწავლეების მეცადინეობა 160ლარი მოზარდებისთვის 200ლარი. მსურველები დამიკავშირდით

ფრანგული ენის კურსებიფრანგულიფრანგულის მასწავლებელიფრანგულის შესწავლაუცხო ენების შესწავლაფრანგული ენაfrangulis sheswavlafranguli enis repetitoriუცხო ენაfrangulis maswavlebeli
ეროვნული გამოცდებისთვის  მომზადება ისტორიაში
ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს ტერიტორია: მომზადება შემიძლია ორ ლოკაციაზე - თავისუფლების მეტროს მიმდებარედ და მოსკოვის გამზირზე, ასევე ონლაინ ფორმატში და სახლში მისვლით. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით სწავლების ხარისხიან წარმართვაზე. მოკლედ ჩემს შესახებ: ✅ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ✅ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიევისტი, შუა საუკუნეების მკვლევარი; ✅ ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა; ✅ მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ✅ ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსწორებელი. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ ან დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე

მოვამზადებ სამოქალაქო განათლებაშიისტორიის მასწავლებელირეპეტირომოსწავლეების მომზადებაბავშვების მომზადება
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

istoriis maswavlebeliისტორიის შესწავლამოვამზადებბავშვების მომზადებაistoriis sheswavlaმოვამზადებ აბიტურიენტებსistoriaმოვამზადებ ისტორიაშიმოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაშიrepetitori
სულ 15 რეზულტატი