fb
პრო
მომზადება სამაგისტრო უნარებში (ოთხივე ნაწილი)
მომზადება სამაგისტრო უნარებში (ოთხივე ნაწილი)

დ ე ტ ა ლ ე ბ ი: * გაკვეთილების რაოდენობა - კვირაში ოთხჯერ: ორშაბათი - წაკითხულის გააზრება სამშაბათი - ანალიტიკური წერა ოთხშაბათი - ლოგიკური მსჯელობა ხუთშაბათი - რაოდენობრივი მსჯელობა * გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი * დრო: 19:30 - 20:30 * ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მაქსიმუმ 6 * ფორმატი: ონლაინ ("ზუმის" პლატფორმა) * ღირებულება: თვეში 150 ლარი ჩ ე მ შ ე ს ა ხ ე ბ: ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი, ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. ბაკალავრიატიცა და მაგისტრატურაც გავიარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), ჩავირიცხე 100%-იანი დაფინანსებით და ორივე საფეხური დავამთავრე წითელ დიპლომზე. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. თავდაპირველად ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ჩაბარებული მაქვს უმაღლესი მათემატიკაც, მაგრამ ლიტერატურისადმი გამძაფრებული ინტერესის გამო, მე-3 კურსზე შევწყვიტე სწავლა და თავიდან ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები. სამაგისტრო უნარებში ვამზადებ 2016 წლიდან (ოთხივე ნაწილში). ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი შემდეგი გამოცდები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) 2. ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) 3. მათემატიკა (I-VI) P.S. სურვილის შემთხვევაში, შემიძლია მეილზე გამოგიგზავნოთ მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

ტელეფონი