fb

ევაკუატორი

თუ ეძებ ევაკუატორს საუკეთესო ფასად, აარჩიე შენთვის სასურველი განცხადება სერვისებზე. ევაკუატორის გამოძახების ყველაზე დიდი არჩევანი. ევაკუატორი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც საავტომობილო ავარიის, საგზაო წესების დარღვევის დროს, მანქანების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვისთვის გამოიყენება. 
ტრანსპორტირება ევაკუატორის სრული, ან ნაწილობრივი დატვირთვით ხორციელდება. დატვირთვის მეთოდის მიხედვით ბუქსირებადი მანქანები 4 ძირითად ტიპად იყოფა: 
  • ბუქსირებადი სატვირთო 
  • მანქანა ჯალამბარით
  • ევაკუატორი პანდუსებით ავტომობილების ჩასატვირთად
  • ამწე მანიპულატორით აღჭურვილი ევაკუატორი და სატვირთო მანქანა ნაწილობრივი დატვირთვით. 

აღსანიშნავია, რომ ტვირთის გადაზიდვა ევაკუირების ურთულეს სახეობას მიეკუთვნება და დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებების გადატანა სპეციალურად შექმნილი ბუქსირების სისტემის გარეშე დაუშვებელია. სანამ ევაკუატორს დაიქირავებთ გაითვალისწინეთ ბუქსირების მნიშვნელოვანი ასპექტები, კერძოდ: 
  • თანამედროვე გადამყვანები და საუკეთესო მექანიზმებით აღჭურვილი ტექნიკა,
  •  კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ იტვირთება სხვადასხვა წონის გადასაზიდი ტექნიკა. 

მაგისტრალზე მომხდარი პრეცენდენტების მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ საწვავის ამოწურვიდან საავარიო შემთხვევის ჩათვლით, ევაკუატორის საჭიროება ხშირ შემთხვევებში დგება. სანამ დახმარებისთვის ახლობლებს, ან გამვლელებს მიმართავდეთ, გამოცდილი მძღოლით, ევაკუატორის გამოძახება სჯობს, რაც დროით დანაკარგებს თავიდან აგარიდებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ავტომობილის უახლოეს პროფილაქტიკამდე, ან სახლამდე გადაყვანა გაიმარტივოთ. ევაკუატორის დაქირავება servisebi.ge-ის საშუალებით საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ. პროფესიონალების მომსახურება, ერთი ზარის მეშვეობით, სასურველ ლოკაციაზე შეგიძლიათ მიიღოთ. 
ევაკუატორი

ის, რაც ევაკუატორის შერჩევისას უნდა იცოდეთ

დღესდღეობით, მსუბუქი/სატვირთო ავტომობილების და სხვა დანიშნულების ტვირთის გადაზიდვას გაუმართაობის, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ევაკუატორი ახორციელებს. გადამზიდის დაქირავებაზე მოთხოვნა მზარდია, რადგან გეგმიური, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ევაკუატორის გარეშე დაბრკოლებებთან გამკლავება წარმოუდგენელია. ვიდრე საჭირო ტიპის ევაკუატორს აირჩევდეთ, სასურველია გაეცნოთ სხვადასხვა ავტომობილის მახასიათებლებს, რათა დავალების შესასრულებლად სწორი ტექნიკა დაიქირავოთ. 

რა ტიპის ევაკუატორები არსებობს?
ევაკუირებული მანქანა ბუქსირზე მთლიანად, ან ნაწილობრივ მონტაჟდება, რის მიხედვითაც ანსხვავებენ სრულ, ან ნაწილობრივი დატვირთვის ევაკუატორებს. ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში ავტომობილი მხოლოდ ერთი წყვილი ბორბლით თავსდება პლატფორმაზე. ტრანსპორტირების ეს მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა, ამიტომ ამ ტიპის საბუქსირე სისტემა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. 
დიზაინიდან გამომდინარე, სრული დატვირთვის ბუქსირები სტაციონალურ და მოცურების პლატფორმით აღჭურვილ სისტემებად იყოფა. სტაციონალური პლატფორმა დატვირთვისას არ მოძრაობს. რაც უფრო მეტი პანდუსი აქვს ევაკუატორს, მით უფრო მარტივია მასზე ავტომობილების ჩატვირთვა ჯალამბარის გამოყენებით.

ევაკუატორები ავტო დილერებისთვის
ჰიდრავლიკური სატვირთო მანქანები მოცურების პლატფორმითაა აღჭურვილი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მანქანის გადაყვანა შეუძლია. ევაკუატორის გამოყენება ნებისმიერი აღჭურვილობის ტრანსპორტისთვისაა მიზანშეწონილი და მასზე როგორც სერიოზულად დაზიანებული მანქანების, ასევე ისეთი ტიპის ავტომობილებიც იტვირთება, რომელთა დამოუკიდებლად მართვაც შესაძლებელია. 

სატვირთო მანქანა ჯალამბარით მიწის დაბალი დისტანციით მანქანების ჩასატვირთადაა განკუთვნილი. ამ ტიპის სატვირთო მანქანები დამატებით შეიძლება იყოს აღჭურვილი მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლებით. მსგავსი ტიპის გადამზიდები ოპტიმალური არჩევანია ავტო დილერებისთვის, რომლებსაც ათეულობით სხვადასხვა მოდელისა და მახასიათებლების ავტომობილის გადაზიდვა უხდებათ. 

რა განსხვავებაა ელექტრონულ და ჰიდრავლიკურ მოწყობილობებს შორის?
 საბუქსირე სატვირთო მანქანების ამწეობა ორნახევრიდან 7 ტონამდე მერყეობს. ბუქსირებზე როგორც ელექტრონული, ასევე ჰიდრავლიკური მოწყობილობებია დამონტაჟებული. ელექტრო ჯალამბარის უპირატესობა ის არის, რომ მათ ბუქსირების ძრავის გაუმართაობის დროსაც კი შეუძლიათ მუშაობა (ელემენტის ენერგიის ხარჯზე). მექანიკური ჯალამბარის წევა ელექტროსთან შედარებით გაცილებით მეტია. დიდი მანქანების ჩამოსატვირთად ჰიდრავლიკური ჯალამბარებით აღჭურვილი ევაკუატორების გამოყენებაა რეკომენდებული. 

რომელი ევაკუატორი გამოვიძახოთ ავარიის დროს?
ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორების გამოყენება შეუცვლელია ავარიის შემდგომ მანქანების ჩასატვირთად, ავტომობილის გაუმართაობის შემთხვევაში. ამწე მანიპულატორის საშუალებით ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის დროულად გადაადგილება მარტივდება. 

თუ ამწე და სატვირთო პლატფორმის გაერთიანებულ სისტემას აირჩევთ, ამწე-მანიპულატორით დაზიანებული ავტომობილის ჩატვირთვას საგზაო შემთხვევის ადგილიდან მოკლე დროში შეძლებთ. ამ გზით შესაძლებელია ახალი მანქანების ტრანსპორტირება, ან მისი გამოყვანა თხრილიდან.
 სწორი პლატფორმრით აღჭურვილი სატვირთო მანქანა დასახლებებში ეფექტურად უმკლავდება სამუშაოებს. დამატებითი უკანა სტაბილიზატორების არსებობა ამწის სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორი პლატფორმით ევაკუატორს შეუძლია გადაიტანოს ტრანსპორტი დაბრკოლებაზე, ან ვიწრო სივრციდან მოახდინოს ევაკუირება. 

გამოიძახე ევაკუატორი Servisebi.ge-ის საშუალებით
თუ ევაკუატორის გამოძახება გჭირდებათ და გამოცდილი სპეციალისტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობთ, servisebi.ge-ზე ქვეყნის საუკეთესო მძღოლების შესახებ ერთიან ბაზას გაეცნობით. ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, საჭირო ტექნიკის დაქირავებას, 24/7-ზე, შეძლებთ.

ევაკუატორი გამოძახებით

ევაკუატორი გამოძახებით გზებზე სხვადასხვა ტექნიკური დახმარების მიზნით არის რეკომენდებული: 
  • საწვავის მიტანა, 
  • მანქანისთვის პროფილაქტიკური დახმარების გაწევა, 
  • აკუმულატორების ადგილზე მიტანა, 
  • ნასვამი მძღოლის სერვისი
  • საბურავების შეცვლა, 
  • ავარიისას დაზიანებული 
  • ტრანსპორტის გადატანა, 
  • მძიმე ტვირთის გადატანა და სხვა.

 ჩვენი პლატფორმის დახმარებით შიდა ქართლში ავტომობილის ევაკუირება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ვებგვერდზე იპოვით სპეციალისტებს, რომლებიც სასურველ მომსახურებას ყველაზე იაფად გაგიწევენ. 
ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ევაკუატორის განვადებით და სპეციალური გარანტიით დაქირავებაც. რაც მთავარია, სერვისის მიღება კვირის ნებისმიერ დღეს, დროში შეუზღუდავად, არის შესაძლებელი. 

მსუბუქი ავტომობილების, ჯიპებისა და მინივენების გადაზიდვა დატვირთული მოძრაობის გამო ხშირად რთულდება, ამიტომ თუ ქალაქის საცობში მანქანის გაუმართაობის პრობლემის წინაშე დადექით ნებისმიერ უბანში: გლდანში, ვარკეთილში, ორთაჭალაში ევაკუატორის გამოძახებას რამდენიმე წუთში შეძლებთ. 

ქალაქგარეთ სერვისის მიღება საჭირო ხდება რიკოთში, გადატვირთული მოძრაობის, ან დიდთოვლობის გამო.
ოთხ ტონამდე, ნებისმიერი დანიშნულების, ტექნიკის გადაზიდვის საფასურის გადახდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი.

ჩამოთვლილი სახეობის ევაკუატორების დაქირავებისას ნაცნობებისგან რეკომენდაციების მიღება აღარ დაგჭირდებათ, რადგან ჩვენს ვებგვერდზე მომსახურების სრული პროცესი გამჭვირვალეა. რეალური მომხმარებლები წერენ გულწრფელ შეფასებებს თითოეულ სპეციალისტთან დაკავშირებით, რაც სერვისის მიღების სანდო სისტემას აყალიბებს.
სულ 20 რეზულტატი
მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq