გათბობის ხელოსანი

პროფესიონალი გათბობის ხელოსანი სერვისებზე უზრუნველყოფს გათბობის სისტემების მონტაჟს, დიაგნოსტირებას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. მისი სერვისები განსაკუთრებით საჭიროა ზამთრის პერიოდში მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 გათბობის ხელოსანი უზრუნველყოფს თქვენი გათბობის სწორ და ეფექტურ მუშაობას, რაც შეგიქმნით უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და ხარჯებს. გათბობის ხელოსნები მუშაობენ ცენტრალური გათბობის სისტემების, გაზისა და ელექტრო გამათბობლების, წყლის გამაცხელებლების მონტაჟსა და შეკეთებაზე.  მათი დახმარებით, შესაძლებელია გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის მონიტორინგი და პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა.   პროფესიონალი ხელოსნის ჩართულობა უზრუნველყოფს თქვენი გათბობის სისტემის ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია საცხოვრებელი  და საოფისე სივრცის კომფორტისათვის.

გათბობის ხელოსანი გამოძახებით

გჭირდებათ გათბობის ხელოსანი გამოძახებით? Servisebi.ge გთავაზობთ პროფესიონალი ხელოსნების მრავალფეროვან შეთავაზებებს ერთ სივრცეში. ისარგებლეთ ხარისხიანი მომსახურებით  საუკეთესო ფასად.
გათბობის ხელოსანი გამოძახებით საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მიიღოთ პროფესიონალური დახმარება სახლიდან გაუსვლელად. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ გათბობის მონტაჟი , დიაგნოსტირება თუ შეკეთება, გამოცდილი ხელოსანი გაგიწევთ დროულ მომსახურებას თქვენს მისამართზე იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე.  სერვისი მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს და თავიდან აგაცილებთ გაუმართავი სისტემის რისკებს, უზრუნველყოფს კომფორტს და სითბოს თქვენს გარემოში. არ გადადოთ! შეარჩიეთ სპეციალისტი მარტივად სერვისებზე და პირადად  დაუკავშირდით დეტალებზე შესათანხმებლად!
პრემიუმი გარანტიით. კალონკების, ცენტ.გათბობის. ოთახის გამათბობლების შეკეთება.
გარანტიით. კალონკების, ცენტ.გათბობის. ოთახის გამათბობლების შეკეთება.
pin თბილისი
სერვის +
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 23 შეფასება

ნუ ენდობით არა სერთიფიცირებულ და გამოუცდელ ხელოსნებს. რომლის გამოუცდელობამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას. წყლის გამაცხელებლების: გაზის კალონკების, ოთახის გამათბობლების, ცენტრალური გათბობა, ქვაბების, ელ. ავზების, ბაკების. შეკეთება, გაწმენდა, დარეგულირება. დიაგნოზი; ვიზიტი 30₾. 50.₾ ფასები მოცემულია ვიზიტის ჩათვლით. დარეგულირება გასწორება მომსახურეობა ნებისმიერ კალონკაზე (ვიზიტი30+დარეგულირება20=50)ლარი. მდებარეობის გათვალისწინებით. ნაწილი თუ არ გამოიცვლება და შევაკეთებთ, ჯამში 50₾ 1. პროპელერი - 150 დან 220₾არამდე. 2. პლატა - 80დან300₾.მდე 3. რედუქტორის პრობლემა 70 დან 90₾არამდე. 4. პრისოსტატი 80₾ 5. კონდესატორი 60₾ 6. მიკრიკი 60.₾არამდე 7. დაჩიკები, ფაიფურები 60₾. 8. კალონკის გაწმენდა -70დან 150 ლარამდე. 9. გაზის ელექტრო კლაპანი. 60 დან 80.ლარამდე. 1. ბაკის გაწმენდა 50 დან 100 ლარამდე 100 ლიტრამდე მოცულობის. 2. კალონკის მონტაჟი: 60 ლარიდან. 3.ჩვენგან ნაყიდი კალონკის შემთხვევაში 50 ლარიდან. 4. გაზის ოთახის გამათბობლის მონტაჟი 60 ლარიდან. 5. გაზის ოთახის გამათბობლის შეკეთება 50₾ დან. თუ ნაწილია გამოსაცვლელი დაემატება ნაწილის ღირებულება. 6. გაზის ოთახის გამათბობლის გაწმენდა 50 დან 80 ლარამდე. ყველა გამოცვლილ დეტალზე მოქმედებს გარანტია. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შეკეთებულ ნივთზე გაგიწევთ სატელეფონო კონსულტაციას ყველა დასმულ კითხვაზე. მოერიდეთ უპასუხისმგებლო ხელოსნების მომსახურეობას. იგრძენით თავი უსაფრთხოდ.

profile avatar კახა
595 55 ** **
პრო ცენტრალური გათბობის მონტაჟი
ცენტრალური გათბობის მონტაჟი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გათბობის ხელოსანი 17 წლიანი გამოცდილებით ვაკეთებ ნებისმიერ გათბობის გაყვანილობის ხარისხის გარანტიით: ✅ გაზის "კალონკები". ✅ გათბობის ქვაბის დაყენება; ✅ კოლექტორების მონტაჟი; ✅ იატაკის გათბობა; ✅ ცენტრალური გათბობა, რადიატორები ✅ რადიატორებზე სექციების დამატება ✅პრესი

გათბობის ქვაბის ხელოსანი ცენტრალური გათბობის მონტაჟი იატაკის გათბობის მონტაჟი გათბობის რადიატორების მონტაჟი გათბობის რადიატორის ხელოსანი გათბობის სისტემის დამონტაჟება ცენტრალური გათბობის პროექტირება ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი კალონკის ხელოსანი გათბობის ხელოსანი თბილისში
ტელეფონი 599 72 ** **
გაზის გამათბობლის, წყლის და ცენტრალური გათბობის მონტაჟი
გაზის გამათბობლის, წყლის და ცენტრალური გათბობის მონტაჟი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

ქუთაისში და მის შემოგარენში, ნებისმიერი ფირმისა და მოდელის შიგაწვის გაზის გამათბობელს (კარმა აკოკი და აშ), ფასი დამოკიდებულია სირთულეზე, (კედლის სისქე, მისადგომლობა, კედის ტიპი, აგურის კედელია თუ ბეტონის და ა შ) ვახდენთ ნებისმიერი სირთულის ცენტრალური გათბობის მონტაჟს, სრული დაგეგმარება, გამოთვლა და მონტაჟის ხარისხზე პასუხისმგებლობით. ქუთაისი / ბაღდათი / სამტრედია / ხონი / წყალტუბო / თერჯოლა / ზესტაფონი

ცენტრალური გათბობის მონტაჟი კარმის მონტაჟი კარმის გაწმენდა კარმის ხელოსანი გამოძახებით ცენტრალური გათბობის ქვაბის გაწმენდა გაზის გამათბობლის მონტაჟი გათბობის სისტემის დამონტაჟება ცენტრალური გათბობის პროექტირება
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება გარანტიით
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება გარანტიით

შევაკეთებთ ქვაბებს, ქვაბების და სისტემების გამორეცხვა, ჩავიბარებთ ქვაბებს. ვაკეთებთ ქვაბის მთლიან სერვისს. ქვაბი იშლება მთლიანათ, ეცვლება ყველა შუა სადები, ეგრეთ წოდებული "სალნიკები". ირეცხება ხსნარში. მილები, თბომცვლელებში ვატარებთ სპეციალურ მჟავას. თუ რამე საეჭვო დეტალი აქვს ვცვლით ახლით. მოკლეთ ქვაბს ვაახლებთ. გამოეცვლება ყველაფერი სამ თვიანი გარანტიით. აგრეთვე გვაქვს ახალი და მეორადი ნაწილები.

ცენტრალური გათბობა ცენტრალური გათბობის ხელოსანი ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი ცენტრალური გათბობის მონტაჟი გათბობის ქვაბის ჩაბარება qvabis sheketeba.ქვაბის შეკეთება გათბობის ქვაბის შეკეთება გათბობის ქვაბის პლატის შეკეთება ცენტრალური გათბობის ქვაბის რემონტი შეკეთება გათბობის სისტემების გაწმენდა გათბობის ხელოსანი თბილისში

მომხმარებლის შეფასებები

კალონკის შეკეთება / მონტაჟი სურათი
კალონკის შეკეთება / მონტაჟი
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-12 10:30:42

თავისი საქმის პროფესიონალები არიან ბიჭები შეაკეთეს სწრაფად და ხარისხიანად მადლობა ბიჭებს

წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი სურათი
წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-11 00:05:17

ძალიან კარგი ხელოსნები არიან ოპერატიულად მოვიდნენ და გაკეთეს გათბობის ქვაბი უღრმესი მადლობა ბიჭებს

ცენტრალური ქვაბის და წყლის გამაცხელებელი "კალონკის" შეკეთება გარანტიით სურათი
ცენტრალური ქვაბის და წყლის გამაცხელებელი "კალონკის" შეკეთება გარანტიით
თემო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-06 18:04:08

ხარისხი და გარანტია მისასალმებელი. ელექტრონული პლატა მეორე დღეს მზად იყო. მუშაობს ნორმალურად.

წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი სურათი
წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი
Levani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-05 22:44:22

ძალიან კარგი ხელოსნები არიან ოპერატიულად მოვიდნენ და შეაკეთეს გათბობის ქვაბი მადლობას ვუხდი ბატონ ვახტანგს

გაზის კალონკის და გათბობის ქვაბის ხელოსანი სურათი
გაზის კალონკის და გათბობის ქვაბის ხელოსანი
მარინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-21 18:55:30

პასუხისმგებლიანი და საიმედო პროფესიონალები. ყველა სფეროში ვისურვებდი ბევრ ასეთ ადამიანს!

გაზის კალონკის შეკეთება/დამონტაჟება სურათი
გაზის კალონკის შეკეთება/დამონტაჟება
ლიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-09-17 14:48:59

დიდი რეკომენდაცია ჩემგან ბაჩოს, საუკეთესოდ გამიკეთა ყველაფერი. საკმაოდ მისაღებ ფასად

​გათბობის ხელოსანი: პროფესიონალური სერვისი თქვენი კომფორტისთვის

ზამთრის სუსხში, სახლში ან ოფისში თბილი და კომფორტული გარემოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  გათბობის სისტემა  უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს ცივ ამინდში, თუმცა, გათბობის სისტემა, რომელიც დროულად არ არის შემოწმებული ან სწორად დამონტაჟებული, შეიძლება უამრავი პრობლემის წყაროდ იქცეს. სწორედ ამიტომ, გათბობის ხელოსნის პროფესიონალური სერვისი გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა არასასიამოვნო და ხშირად სახიფათო პრობლემაა, რომელსაც დროული რეაგირება სჭირდება. გათბობის ხელოსანი გამოძახებით უზრუნველყოფს, რომ სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ პროფესიონალური დახმარება ნებისმიერ დროს. სერვისის გამოყენებისას, გამოცდილი ხელოსნები თქვენს მისამართზე მოდიან და ასრულებენ ნებისმიერი ტიპის სამუშაოს, იქნება ეს გათბობის სისტემების, ქვაბის, რადიატორებისა და გაყვანილობის მონტაჟი, შეკეთება თუ დიაგნოსტირება. ეს სერვისი გეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ სირთულეები და სარისკო სიტუაციები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გაუმართავი გათბობის სისტემის გამო.
ცენტრალური გათბობის სისტემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად სახლის ან ოფისის გათბობისთვის. თუმცა, ამ სისტემის მონტაჟი მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას და გამოცდილებას. ცენტრალური გათბობის მონტაჟი მოიცავს მილების დაყენებას, რადიატორების და გათბობის ქვაბის სწორად დამონტაჟებას, რაც უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურ მუშაობას. გარდა მონტაჟისა, ცენტრალური გათბობის სისტემები პერიოდულად საჭიროებენ დიაგნოსტირებას, წმენდას და შეკეთებას. გათბობის ხელოსანი შეამოწმებს, შეაკეთებს ან შეცვლის მწყობრიდან გამოსულ დეტალებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის მოხმარების ვადას.
გაზის გამათბობლები(ე.წ. კარმა) და წყლის გამაცხელებლები(ე.წ. კალონკა) ფართოდ გამოიყენება საცხოვრებელ ფართებში,  თუმცა მათი მონტაჟი და დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაზის გამათბობლის არასწორმა მონტაჟმა ან გამაცხელებელმა შეიძლება შექმნას სერიოზული საფრთხეები. გათბობის ხელოსანი უზრუნველყოფს ყველა საჭირო მანიპულაციას, რომელიც საჭიროა გაზისა და წყლის გამათბობლების სწორად დასამონტაჟებლად, ასევე განახორციელებს პერიოდულ დიაგნოსტირებას, რაც თავიდან აგარიდებთ არასასურველ სიტუაციებს.
გათბობის ხელოსნის მომსახურება არის შეუცვლელი კომპონენტი, როდესაც საქმე ეხება გამათბობლების უსაფრთხოებას და ეფექტურობას. პროფესიონალი ხელოსნები გთავაზობენ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს გათბობის სისტემების მონტაჟს, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. იმ შემთხვევაში  თუ თქვენი გათბობის სისტემა ძველია და აღარ ექვემდებარება შეკეთებას, ისინი გვთავაზობენ გათბობის ქვაბის ჩაბარების მომსახურებასაც. ეს სერვისი არა მხოლოდ ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა, არამედ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ შემოსავალი ძველი და გამოუსადეგარი გამათბობლიდან. მათი დახმარებით, თქვენი გათბობის სისტემა მუდამ გამართული და უსაფრთხო იქნება, რაც თქვენს ოჯახსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს კომფორტითა და უსაფრთხოებით წლის ნებისმიერ დროს.
ჩვენი პლატფორმა servisebi.ge გთავაზობთ სხვადასხვა შემსრულებლების შეთავაზებების ფართო არჩევანს, ერთ სივრცეში. არ აქვს მნიშვნელობა გესაჭიროებათ ხელოსანი ცენტრალური გათბობისათვის, იატაკქვეშა გათბობისათვის, გაზის გამაცხელებლებისათვის, სანტექნიკისათვის, ელექტროობისათვის თუ სარემონტო სამუშაოებისათვის. თქვენთვის საჭირო მომსახურებას ჩვენთან მარტივად იპოვით. სხვადასხვა შემსრულებლების მიერ გამოქვეყნებულ შეთავაზებებში მოცემულია მომსახურების პირობები, მდებარეობა, შეფასებები და საკონტაქტო ინფორმაცია. შეგიძლიათ წინასწარ  შეადაროთ სხვადასხვა შემსრულებლების ფასები, სამუშაო პირობები, შეფასებები, ანაზღაურება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.  რაც მთავარია, მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს მასშტაბით, თბილისში, ბათუმში, რუსთავში და სხვა ქალაქებში. ისარგებლეთ გათბობის ხელოსნის მომსახურებით servisebi.ge-ს დახმარებით და მიიღეთ სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალი გათბობის ხელოსნის მომსახურება?

პროფესიონალი გათბობის ხელოსნის მომსახურება აუცილებელია, რადგან გათბობის სისტემების მონტაჟი და შეკეთება მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. არასწორად დაყენებულმა ან გაუმართავმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის გაზის გაჟონვა, წყლის დაზიანება და გადახურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და კომფორტს.

​რამდენად მნიშვნელოვანია გათბობის სისტემის რეგულარული შემოწმება?

გათბობის სისტემის რეგულარული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან ეს პროცესი საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი პოტენციური პრობლემა საწყის ეტაპზევე. ეს ხელს უწყობს გათბობის სისტემის ეფექტურ მუშაობას და თავიდან აგარიდებთ უფრო სერიოზულ და ძვირადღირებულ პრობლემებს მომავალში.

რა უპირატესობები აქვს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს?

ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სახლს ერთგვაროვან და კომფორტულ გათბობას. მისი მონტაჟი, მართალია, უფრო ძვირი ჯდება ვიდრე მაგალითად „კარმის“ მონტაჟი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სისტემები უფრო ეკონომიურია და ნაკლებად მოითხოვენ მოვლას. გარდა ამისა, ცენტრალური გათბობის სისტემა  ათბობს სივრცის ყველა ნაწილს ერთ დონეზე და საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ცხელი წყლით ცალკეული წყლის გამაცხელებლების გარეშე. 

​რა უნდა ვიცოდეთ გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების შესახებ?

გაზის გამათბობლები (ე.წ. კარმა) და წყლის გამაცხელებლები(ე.წ. კალონკა) წარმოადგენენ ეფექტურ  და ბიუჯეტურ საშუალებას სითბოსა და ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად, თუმცა მათი მონტაჟი და ექსპლუატაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ გაზის გამათბობლების მონტაჟი და შემოწმება შესრულდეს მხოლოდ სერტიფიცირებული ხელოსნის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული გაზის გაჟონვა ან სხვა სახის საფრთხეები.

​რა უნდა გავაკეთოთ, თუ გათბობის სისტემა გაუმართავია და ზამთრის პერიოდში ვერ უზრუნველყოფს საკმარის სითბოს?

თუ გათბობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საკმარის სითბოს, უმჯობესია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ პროფესიონალი ხელოსანი. გაუმართავი გათბობის სისტემა არა მხოლოდ დისკმოფორტს გვიქმნის, არამედ შესაძლოა მწყობრიდან გამოსულმა ნაწილებმა უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა გათბობის ქვაბის დაზიანება ან მილების გაჟონვა. ხელოსნის დროული ჩარევა უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას.

 რჩევები გათბობის სისტემების ხანგრძლივად და ეფექტურად გამოსაყენებლად
რჩევები გათბობის სისტემების ხანგრძლივად და ეფექტურად გამოსაყენებლად
...
ყველას ნახვა