სანტექნიკის დიაგნოსტიკა
პირველ რიგში ხდება ვიზუალური შემოწმება და სანტექნიკოსი ადგენს ავარიის ზოგად სურათს. თუ ბლოკირების პრობლემაა სპეციალისტი ეძებს მის წერტილს. დიაგნოსტიკის პროცესში სპეციალისტი სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებს იყენებს:
- ინფრაწითელი ხელსაწყო, რომელიც მილების ტემპერატურას ადგენს იმ შემთხვევაში, თუ წყლის გამაცხელებლებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ;
- კამერები: სპეციალურად მილების შიდა მდგომარეობის შესამოწმებლად. ეს ეფექტური ხერხია ბლოკირების ზუსტი ადგილის დასადგენად.
- წყლის შეფასება: წყლის მოწითალო ფერი შესაძლოა მიუთითებდეს მილსადენში არსებულ კოროზიაზე;