ავტოსკოლა

ავტოსკოლა საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ავტომობილის მართვის შესწავლა სურს. პროფესიონალი ინსტრუქტორები გვეხმარებიან შევისწავლოთ ან გავაუმჯობესოთ ჩვენი თეორიული ცოდნა და პრაქტიკულ უნარები, რაც საჭიროა მართვის მოწმობის მისაღებად და უსაფრთხო მართვისთვის. ავტოსკოლაში მომზადების პროცესი სწავლების ორი ძირითად ნაწილს მოიცავს: თეორიული კურსი, რომელიც გულისხმობს საგზაო ნიშნების, მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების საკითხების შესწავლას და პრაქტიკული სწავლება, რომელიც მოიცავს მანქანის მართვის რეალურ გამოცდილებას.
პროფესიონალი ინსტრუქტორები დამწყებ მძღოლებს ეხმარებიან ყველა აუცილებელი უნარის განვითარებაში და ასევე ამზადებენ მათ მართვის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. ავტოსკოლა უზრუნველყოფს სანდო და უსაფრთხო გარემოს, სადაც კანდიდატებს შეუძლიათ შეისწავლონ ავტოსაგზაო მოძრაობა და საჭირო უნარები დამოუკიდებელი და უსაფრთხო მძღოლობისათვის.
პრემიუმი ავტოსკოლა N GROUP
ავტოსკოლა N GROUP
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 8 შეფასება

ავტოსკოლა "N GROUP" გთავაზობთ საახალწლო 30% ფასდაკლებას მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ კურსზე. ✅ ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ A.B.CE.D კატეგორიები, უმოკლეს დროში, მისაღებ ფასად; ✅ ჯგუფური მეცადინეობა; ✅ ინდივიდუალური კურსი, თქვენზე მორგებული გრაფიკით; ✅ ან შეისწავლე დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად; ✅ საჩუქრად გადმოგეცემათ სასწავლო მასალა, ასევე ავტოსკოლის მოწმობა, რითაც ზოგავთ დამატებით თანხას; ✅ ადგილზე ჩაგიტარდებათ შიდა ფინალური გამოცდები. ✅ჩვენთან დაგხვდებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ზრუნავენ თქვენი წარმატებისთვის; ✅ ენ გრუპი - თქვენი წარმატების გარანტი.

profile avatar ნანა

მართვის მოწმობის კურსები

მართვის მოწმობის კურსები არის პირველი ნაბიჯი მართვის სწავლების დასაწყებად. ავტოსკოლები გვთავაზობენ სხვადასხვა პაკეტებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
მართვის მოწმობის ე.წ. პრავის აღება მოითხოვს თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მართვის მოწმობის კურსები მოიცავს საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების საკითხების შესწავლას, ასევე პრაქტიკულ სესიებს, სადაც კანდიდატებს ეძლევათ მანქანის მართვის შესაძლებლობა რეალურ სიტუაციებში.
მრავალი ავტოსკოლა საქართველოს მასშტაბით SERVISEBI.GE-ზე გვთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს, მოქნილი გრაფიკით და მოსახერხებელი პირობებით. ავტოსკოლა ფასები განსხვავებულია გრაფიკის, საათების და სწავლების მიხედვით.  განსხვავებულია შეთავაზებებიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემთვევაშიც. მომსახურების მიღება შეგიძლიათ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში.  პირობებს შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოთ, დეტალებისთვის კი დაუკავშირდით ავტორებს მითითებულ ნომრებზე. 

მომხმარებლის შეფასებები

ავტოსკოლა N GROUP სურათი
ავტოსკოლა N GROUP
მაროო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

ნანა არის საუკეთესო ადამიანი და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი. ადამიანი, რომელთან მისვლას და სწავლასაც არასოდეს ინანებთ

ავტოსკოლა სურათი
ავტოსკოლა
მარიტა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
5 თვის წინ

ვფიქრობ, მანქანის მართვა საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია, აქედან გამომდინარე აუცილებელია პროფესიონალ და შრომისმოყვარე ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა, როცა მანქანის ფლობას გადაწყვეტ. warmdrive-ში სწორეს ასეთ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც სიზუსტითა და მთელი მონდომებით გასწავლიან ყველა საჭირო ინფორმაციასა თუ პრაქტიკას, რაც აუცილებლად გამოგვადება სამომავლოდ მანქანის მართვისთვის. ჩემი სრული რეკომენდაცია ამ ავტოსკოლასა და მასში მომუშავე ყველა პიროვნებას.

ავტოსკოლა N GROUP სურათი
ავტოსკოლა N GROUP
მარინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

საუკეᲗესო ავტოსკოლა უსაყვარლესი ნანა მასწავლებელი.Ჩემი დიდი რეკომენდაცია.Ძალიან მარტივად სწრაფად და ხარისხიანად Შემასწავლა Თეორიული კურსი.Ძალიან სასიამოვნო და მყუდრო გარემოა.მადლობა დიდი

ავტოსკოლა სურათი
ავტოსკოლა
საბა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

ძალიან დიდი მადლობა მთელ გუნდს განსაკუთრებით გიორგის, გუნდი თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალები❤️⭐️

ავტოსკოლა სურათი
ავტოსკოლა
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. ადამიანი რომელსაც მასწავლებელი ქვია უნდა იყოს ყველასთვის მოსწავლეების სწავლებაზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი. არ უნდა არჩევდეს ადამიანებს თავისი სიმპათიის მიხედვით და არ უნდა აჩენდეს აგრესიას!!! ძალიან ცუდი მომსახურება და ძალიან დაბალი დონის მასწავლებელი!!! ადამიანი რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და სიტყვებს არ უნდა ასწავლიდეს!!!

ავტოსკოლა N GROUP სურათი
ავტოსკოლა N GROUP
გელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-10-10 20:00:43

საუკეთესო ავტოსკოლა, საუკეთესო ნანა მასწავლებელი, უმოკლეს დროში ხარისხიანად, გარანტიით ნასწავლი და წარმატებით ჩაბარებული გამოცდა.

რა ღირს მართვის მოწმობის აღება?

მართვის მოწმობის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. თუმცა, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული ფინანსური ხარჯები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებისას. მართვის მოწმობის აღების ღირებულება შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: თეორიული და პრაქტიკული გამოცდის გადასახადი, ავტოსკოლის კურსები და სხვა დამატებითი ხარჯები. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა თანხებთან არის დაკავშირებული მართვის მოწმობის აღება საქართველოში.
1. თეორიული და პრაქტიკული გამოცდები
მართვის მოწმობის მისაღებად პირველ რიგში, აუცილებელია თეორიული გამოცდის ბილეთების ჩაბარება, რომელიც ფასიანია. სტანდარტული ტარიფების გარდა სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებზე მაგ. სტუდენტებზე მოქმედებს ფასდაკლება.  თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს შეუძლია გადავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე, რომელიც შედგება ორი ეტაპისგან: ქალაქგარეთ და ქალაქში მართვის ტესტირება.
თეორიულ გამოცდაში მონაწილეობა შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით, სადაც კანდიდატი წვდომას იღებს სატესტო პროგრამაზე, რომელიც შეაფასებს მის ცოდნას საგზაო წესების, ნიშნების და მოძრაობის პრინციპების შესახებ. პრაქტიკული გამოცდა კი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას რეალურ სიტუაციებში.
2. ავტოსკოლის კურსები
მართვის მოწმობის წარმატებით ასაღებად უმეტესობა მიმართავს ავტოსკოლებს, სადაც პროფესიონალი ინსტრუქტორები ეხმარებიან კანდიდატებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებაში. საქართველოში ავტოსკოლების ფასები განსხვავებულია, დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, ინსტრუქტორების კვალიფიკაციაზე და გაკვეთილების რაოდენობაზე.
ავტოსკოლა გთავაზობთ მართვის მოწმობის კურსებს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად.  
3. დამატებითი ხარჯები
მართვის მოწმობის აღებისას შეიძლება წარმოიშვას დამატებითი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია გამოცდების ხელახლა ჩაბარებასთან ან დამატებითი პრაქტიკული გაკვეთილების მიღებასთან. თუ კანდიდატი ვერ ჩააბარებს თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდას პირველი ცდისას, მას მოუწევს დამატებით გადახდა მომდევნო გამოცდისთვის.
ასევე, ბევრს სურს მეტი პრაქტიკა ქალაქში მართვის დროს, რაც ინსტრუქტორის დამატებით გაკვეთილებს მოითხოვს. თითოეული დამატებითი გაკვეთილის საფასური დამოკიდებულია კონკრეტული ავტოსკოლის ფასებზე და ინსტრუქტორის გამოცდილებაზე.
4. საერთო ხარჯები
მართვის მოწმობის მისაღებად აუცილებელი ყველა ხარჯის გათვალისწინებით. თეორიულ და პრაქტიკული გამოცდების საფასურს, ავტოსკოლის კურსებს და შესაძლო დამატებით გაკვეთილებს ან გამოცდების ხელახალი ჩაბარების ხარჯებს.
მართვის მოწმობის მიღების ღირებულება პირდაპირ კავშირშია იმაზე, თუ რამდენად კარგად მოემზადებით გამოცდებისთვის. ამიტომ, რეკომენდირებულია ხარისხიანი ავტოსკოლის შერჩევა, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები და გამოცდების ხელახალი ჩაბარება.
5. რატომ უნდა მიმართოთ ავტოსკოლას?
მართვის მოწმობის აღება შესაძლებელია დამოუკიდებლად, თუმცა ავტოსკოლაში სწავლა უმეტესწილად უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან როგორც თეორიული ცოდნის გაუმჯობესებაში, ასევე პრაქტიკულ უნარებში. ისინი დეტალურად აგიხსნიან როგორ უნდა მართოთ მანქანა უსაფრთხოდ, რაც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად.
გარდა ამისა, ავტოსკოლაში მიღებული ცოდნა უფრო საფუძვლიანია, რაც მომავალში დაგეხმარებათ  უსაფრთხოდ  და პასუხისმგებლიანად ატაროდ ავტომობილი.  ამიტომ, მართალია ავტოსკოლის კურსები მოიცავს გარკვეულ ხარჯებს, თუმცა ეს ინვესტიცია გრძელვადიანად დაგიცავთ დამატებითი სირთულეებისგან და მოგცემთ თავდაჯერებას გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა არის საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად?

მართვის მოწმობის მისაღებად აუცილებელია საბუთების წარდგენა, ჯანმრთელობის ცნობა, გადახდის ქვითარი, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება.

​რა შედის მართვის მოწმობის კურსებში?

მართვის მოწმობის კურსები მოიცავს თეორიულ სწავლებას, სადაც ისწავლება საგზაო ნიშნები, მოძრაობის წესები და უსაფრთხოების პრინციპები. ასევე, კურსები მოიცავს პრაქტიკულ გაკვეთილებს, სადაც ინსტრუქტორები დამწყებ მძღოლებს ასწავლიან მანქანის მართვის საფუძვლებს და გამოცდიან მათ რეალურ გზებზე.

​რამდენი ხანი გრძელდება მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები?

თეორიული გამოცდა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება, რომლის დროსაც კანდიდატს უწევს სხვადასხვა კითხვებზე პასუხის გაცემა საგზაო მოძრაობის წესებისა და ნიშნების შესახებ. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ის შეიძლება გაგრძელდეს 15-30 წუთის განმავლობაში და მოიცავს ქალაქგარეთ და ქალაქში მართვის ტესტებს.

არის თუ არა სავალდებულო ავტოსკოლაში სწავლა მართვის მოწმობის აღებისას?

ავტოსკოლაში სწავლა არ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდებულია, რადგან ინსტრუქტორები დამწყებ მძღოლებს ეხმარებიან როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ ცოდნის გაუმჯობესებაში, რაც ზრდის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შანსს.

რა დამატებითი ხარჯები შეიძლება წარმოიშვას მართვის მოწმობის აღებისას?

დამატებითი ხარჯები შეიძლება წარმოიშვას გამოცდის ხელახლა ჩაბარების შემთხვევაში, ასევე დამატებითი პრაქტიკული გაკვეთილების საჭიროებისას.

როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის ასაღებად?
როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის ასაღებად?
  ცხოვრების გზაზე არსებობს ეტაპები, რომლებიც ჩვენი განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მართვის მოწმობის აღება ერთ-ერთი ასეთი ეტაპია, რომელი...
ყველას ნახვა