განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

თეორიული გამოცდა

თეორიული გამოცდა აუცილებელი ეტაპია მართვის მოწმობის ასაღებად.  ავტომობილის მართვა მოითხოვს სიფრთხილეს და უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საჭიროა ყველა მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი თეორიული ცოდნა, რომელსაც შემდგომ პრაქტიკაშიც გამოიყენებს.   თეორიული გამოცდა შედგება 30 ბილეთისგან, რომელსაც თან ახლავს სავარაუდო პასუხები.   გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა მინიმალური ზღვარის გადალახვა. კითხვები განსხვავებული სირთულისაა და მოიცავს საგზაო მოძრაობის წესებს, საგზაო ნიშნებს და უსაფრთხოების პრინციპებს.
 თეორიული გამოცდისთვის მომზადება შესაძლებელია მართვის მოწმობის ბილეთების დახმარებით, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. სწორი მომზადება და საკითხების დეტალური შესწავლა უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას რეალურ საგზაო სიტუაციებში. servisebi.ge-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ ავტოსკოლები, რომლებიც დაგეხმარებიან შეისწავლოდ თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სწრაფად, ეფექტურად და მარტივად. 

განცხადებები

მართვის მოწმობის აღების თეორიული და პრაქტიკული კურსი

ვტოსკოლა UNIKO მოგამზადებთ A, B, C, D, E კატეგორიის მძღოლებს მართვის მოწმობის ასაღებად განახლებული მეთოდით, გამოცდის ჩაბარების გარანტიით! კურსის წარმატებას ხელს უწყობს: • მაღალკვალიფიციური პედაგოგები; • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა; • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე; • ინტერაქტიული გაკვეთილები; • მოქნილი სასწავლო გრაფიკი; • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სწავლება შესაძლებელია ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. პრაქტიკის გავლა შეგიძლიათ “ოპელისა“ და „შკოდას“ ავტომანქანებზე. სურვილის შემთხვევაში მარჯვენასაჭიან ავტომატიკაზე. თეორია ჯგუფური - 150ლ; ინივიდუალური 300ლ; პრაქტიკა 45 ლარი;

ფასი: 150 ლარი

ავტო სკოლა "სთარ დრაივი" - გთავაზობთ აქციებს და ფასდაკლებებს

ავტო სკოლა "სთარ დრაივი" გთავაზობთ ინვიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობას თეორიის სრული კურსის შესასწავლად ქართულ და რუსულ ენებზე კურსის ხანგრძლივობა - 8-10 დღე (ვასწწავლთ ყველა კატეგორიას) შესწავლა გამარტივებულად თქვენზე მორგებული მეთოდებით.

ავტოსკოლა Happy Drive - მართვის მოწმობის კურსი

ავტოსკოლა Happy Drive გთავაზობთ! ✅ თეორიის სრული 10 დღიანი კურსი 100% ჩაბარების გარანტიით- 100 ლარი ჯგუფში და ინდივიდუალურად 250 ✅ გამოცდაზე რეგისტრაცია(ჩვენ დაგარეგისტრირებთ ადგილზე რომელ ქალაქშიც თქვენ გინდათ) პარქტიკული ნაწილი შკოდა რაპიდი 40 ლარი 45 წუთი - ადგილზე კეთდება ფორმა 100 ღირებულება 40

ფასი: 60 ლარი

ავტოსკოლა, მოდი ისწავლე აიღე მართვის მოწმობა

მოდი და აიღე მართვის მოწმობა, ჩვენთან მოგემსახურებიან კვალიფიციური მასწავლებლები ვამზადებთ ყველა კატეგორიაზე ქართულ და რუსულ ენებზე,თეორია ასევე პრაქტიკა მოედანზეც და ქალაქზეც დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ავტოსკოლა "საბა"

გთავაზობთ მანქანის მართვის შესწავლას ქალაქში პროფესიონალური მძღოლის დონეზე. ტარებასთან ერთად, შეგასწავლით საგზაო ნიშნებს,პარკირებას კამერით. შესაძლებელია სახლში მოსვლაც. ისწავლეთ ერთხელ და ხარისხიანად, რომ პრობლემა არ შეგექმნათ პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება ფასებს ქალაქში ტარება 50 ლარი - 60 წუთი

ფასი: 50 ლარი

ავტოსკოლა

ავტოსკოლა გთავაზობთ სრულ მომსახურეობას მართვის მოწმობის ჩასაბარებლად, დაგეხმარებით როგორც დახურულ მოედანზე ასევე რეალურ სივრცეში "ქალაქში,, მოსამზადებლად, ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიონალი და ძალიან კეთილ განწყობილი სინტრუქტორთა გუნდი, ჩვენი 12 წლიანი გამოცდილება თქვენი წარმატების საწინდარია! მოედანი - 45 ლარი; ქალაქი - 55 ლარი; თეორია ინდივიდუალური - 150 ლარი; ჯგუფური 70 ლარი;

ფასი: 45 ლარი

ავტოსკოლა X Drive მართვის მოწმობის პრაქტიკული კურსი

ავტოსკოლა "X DRIVE" გთავაზობთ მართვის მოწმობის პრაქტიკულ გაკვეთილებს ავტომატიკაზე პრაქტიკული გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი, ქალაქში 50 ლარი დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ფასი: 25 ლარი

მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული კურსი

ავტოსკოლა გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ქართულ და რუსულ ენაზე. პრაქტიკულ მეცადინეობაზე 2 სტანდარტი გვაქვს: საგამოცდო მომზადება დახურულ მოედანზე და ე.წ. ქუჩის გაკვეთილები ინტენსიური მოძრაობის შესწავლა. მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც მექანიკაზე ისე ავტომატიკაზე. დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. 45წთ მოედანი 45 ლარი; 45წთ ქალაქი 50 ლარი; თეორია 100 ლარი ჯგუფური; (არასრუწლოვნებზე გაიცემა თეორიის გავლის დამადასტურუებელი დოკუმენტი)

ფასი: 100 ლარი

​მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი მძღოლი კარგად იცნობდეს საგზაო მოძრაობის წესებს, ნიშნებს და უსაფრთხოების პრინციპებს. მართვის მოწმობა თეორია და პრაქტიკის ცოდნის საფუძველზე გაიცემა. ყველა მძღოლი ვალდებულია იცნობდნეს საგზაო მოძრაობის წესებს, პრიორიტეტებს, საგზაო ნიშნებს და უსაფრთხოების პრინციპებს, იმისთვის რომ არ დაარღვიოს საგზაო წესები და არ შექმნას ავარიული სიტუაციები რეალურ გზებზე.
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა ადასტურებს მძღოლის თეორიულ ცოდნას და საშუალებას აძლევს გაიაროს პრაქტიკული გამოცდაც.  ორივე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მძღოლს შეუძლია აიღოს მართვის მოწმობა და გამოიყენოს მისი ცოდნა რეალურ საგზაო პირობებში.

მართვის მოწმობის თეორიული, პრაქტიკული კურსი

გთავაზობთ მართვის მოწმობის ასაღებად თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. თეორია: ჯგუფი 140 ლარი, ინდივიდუალური - 280ლარი; პრაქტიკა: ქალაქი - 50ლარი, მოედანი - 40ლარი;

ფასი: 140 ლარი

ავტოსკოლა ქუთაისში

ავტოსკოლა ნინოსთან პროფესიულ დონეზე შეისწავლით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს. თეორიულ ნაწილში დაწვრილებით გაივლით სრულ საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესებს, სპეციალური თვალსაჩინოებების გამოყენებით. ყოველი ახსნილი თემის შემდეგ კომპიუტერზე ამოხსნით ამ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. სასწავლო პროგრამის დასრულებისას ჩაგიტარდებათ შიდა გამოცდა, რათა დარწმუნდეთ ცოდნაში. თუ ცოდნა არ არის საკმარისი გამოცდების ჩასაბარებლად, დამატებით ჩაგიტარდებათ გაკვეთილები თეორიის დამთავრების გარეშე. მეცადინეობები ტარდება ყოველ დღე, რაც საშუალებას გაძლევთ უმოკლეს ვადაში მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ფასი: 100 ლარი

ავტოსკოლა კატეგორია C-D-E მართვის პრაქტიკა

Driving Practice – ავტოსკოლა ქალაქ ქუთაისში, რომელიც სპეციალიზებულია C, D და E კატეგორიის მძღოლების მომზადებაში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რათა მომავალმა მძღოლებმა მიიღონ ყველა საჭირო ცოდნა და უნარი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად მართვისთვის. ჩვენი კვალიფიციური ინსტრუქტორები თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობენ. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია როგორც მართვის პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, ისე საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების საფუძვლიან შესწავლაზე. ჩვენთან მიიღებთ გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც თავდაჯერებულ და პასუხისმგებლიან მძღოლად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მსუბუქი ტრანსპორტი: მოედანი 40 ლარი; ქალაქი 2 გზა 30 ლარი; სატვირთო, ავტობუსი: მოედანი 80 ლარი; ქალაქი - 1 გზა 150 ლარი; 2 გზა 250 ლარი; დაგვიკავშირდით დღესვე და დაიწყეთ გზა თქვენი ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარებისკენ!

ფასი: 40 ლარი

ავტოსკოლა XXI საუკუნე ქუთაისში

XXI საუკუნე“ – თანამედროვე ავტოსკოლა ქალაქ ქუთაისში, რომლის მთავარი მიზანია მომავალი მძღოლების მომზადება და მათთვის უსაფრთხო, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი მართვის უნარების განვითარება. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც ეფუძნება თანამედროვე მეთოდებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ინსტრუქტორები თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობენ და სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე უწევენ მხარდაჭერას. ჩვენთან შეიძენთ არა მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ რეალურ საგზაო პირობებში თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელ უნარებს. პრაქტიკა დახურული - 40 ლარი; ქალაქი - 1 სთ 60 ლარი; თეორია - 100 ლარი; შემოგვიერთდით და დაიწყეთ თქვენი გზა უსაფრთხო მართვისკენ!

ფასი: 100 ლარი

​რას მოიცავს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?

 მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა აუცილებელი ეტაპია, რომელიც ყველა მძღოლობის მსურველმა უნდა გაიაროს, რათა შეძლონ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა და მართვის მოწმობის აღება. ეს გამოცდა განკუთვნილია იმისთვის, რომ შემოწმდეს მძღოლის თეორიული ცოდნა საგზაო მოძრაობის წესების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების პრინციპებისა და მძღოლის ვალდებულებების შესახებ. მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარება პირდაპირ დაკავშირებულია მძღოლის მომზადებასთან და სიზუსტესთან, რაც უსაფრთხო გზებზე მართვისთვის აუცილებელია.
თეორიული გამოცდა მოიცავს 30 კითხვას, რომელიც მრავალჯერადი არჩევანის პრინციპითაა შედგენილი. თითოეულ კითხვას თან ახლავს  პასუხების  რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. მძღოლობის მსურველს აქვს 30 წუთი გამოცდისთვის, გამოცდა ითვლება წარმატებულად როგორც კი სწორად უპასუხებთ კითხვების მინიმალურ რაოდენობას.
კითხვები ეხება საგზაო მოძრაობის წესებს, როგორიცაა გზის პრიორიტეტები, სხვადასხვა ტიპის გზებზე მოძრაობის წესები, მძღოლის ვალდებულებები და ქცევები საგზაო ნიშნების პირობებში. საგზაო ნიშნების ამოცნობა, ასევე მათი მნიშვნელობისა და გამოყენების ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა სირთულეებით გამოირჩევა, რადგან ის მოიცავს კითხვებს, რომლებიც არამარტო მეხსიერებას, არამედ ანალიზსა და სიტუაციურ აზროვნებასაც ამოწმებს. მაგალითად, მძღოლისთვის შესაძლოა რთული იყოს პრიორიტეტული მოძრაობის წესების ამოცნობა ან სხვადასხვა ტიპის საგზაო ნიშნების სწორად გაგება. გარდა ამისა, გამოცდის დროს მძღოლობის მსურველს შესაძლოა გაუჭირდეს დროის მართვა, რადგან ყველა კითხვას სჭირდება სიზუსტე და ფოკუსი.
როგორ მოვემზადოთ თეორიული გამოცდისთვის?
თეორიული გამოცდისთვის მომზადება შეიძლება როგორც ავტოსკოლის მეშვეობით, ასევე დამოუკიდებლად, ბილეთების და ტესტების გამოყენებით. მართვის მოწმობის ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ასევე მობილურ აპლიკაციებში, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს შეამოწმონ თავიანთი ცოდნა.
ბილეთებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კითხვები, რომლებიც გავს თეორიული გამოცდის ნამდვილი ტესტების სტრუქტურას. თითოეული კითხვა ითვალისწინებს რეალურ საგზაო სიტუაციებს და ამოწმებს მძღოლის გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ავტოსკოლაში ისინი ხსნიან რთულ საკითხებს, მიმოიხილავენ სავარაუდო შეცდომებს და სიღრმისეულად გისწავლიან გზის პრიორიტეტების და უსაფრთხოების წესების მნიშვნელობას.
რჩევები გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად
სისტემატურად ვარჯიში: მართვის მოწმობის ბილეთების რეგულარული პრაქტიკა აუცილებელია. სასურველია ყოველდღიური მეცადინეობა.
პროფესიონალის ჩართულობა: ავტოსკოლის ინსტრუქტორების რჩევები და გამოცდის სიმულაციები დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ კითხვები და სწორი პასუხები.
დროზე ყურადღების გამახვილება: გამოცდის დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება დროზე. თითოეულ კითხვაზე ზედმეტი დროის დახარჯვა რისკის ქვეშ აყენებს მთელ გამოცდას.
სერვისებზე შეგიძლიათ მოიძიოთ საუკეთესო ავტოსკოლების საქართველოს მასშტაბით როგორც   თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.
გახსოვდეთ, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მძღოლის ცოდნის შეფასებაში. ეს გამოცდა უზრუნველყოფს, რომ მძღოლობის მსურველი მზად იყოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასასვლელად და რეალურ გზებზე ავტომობილის უსაფრთხოს სამართავად. წარმატებით ჩაბარებული თეორიული გამოცდა კი გახსნის გზას საბოლოო მიზნის – მართვის მოწმობის მისაღებად.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რა უნდა ვიცოდეთ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ბილეთების შესახებ?

მართვის მოწმობის ბილეთები მოიცავს მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც ეხება საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოებას. ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ასევე სპეციალურ აპლიკაციებში, რაც საშუალებას აძლევს მძღოლობის მსურველებს ივარჯიშონ და უკეთ მოემზადონ გამოცდისთვის.

​რამდენჯერ შეიძლება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდაზე გასვლა?

თუ თეორიული გამოცდა ვერ ჩააბარეთ, შეგიძლიათ რამდენჯერმე სცადოთ. თუმცა, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მძღოლობის მსურველს ექნება განსაზღვრული პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც კვლავ შეუძლია გამოცდის ჩაბარება.

რამდენად მნიშვნელოვანია მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაში საგზაო ნიშნების ცოდნა?

საგზაო ნიშნების ცოდნა თეორიული გამოცდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოცდის კითხვების დიდი ნაწილი ეფუძნება საგზაო ნიშნებს, მათი ამოცნობასა და მნიშვნელობის სწორად გაგებას, რაც მძღოლს დაეხმარება საგზაო მოძრაობაში უსაფრთხოდ მონაწილეობის მიღებაში.

​არსებობს თუ არა რაიმე ხრიკები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად?

ერთი-ერთი საუკეთესო რჩევა არის რეგულარული ვარჯიში და ბილეთების გადახედვა. გარდა ამისა, სასარგებლოა გამოცდისთვის დროზე მუშაობა — სწრაფად პასუხების გაცემის უნარის განვითარება და სირთულის საკითხების დასწავლა დაგეხმარებათ გამოცდის დროს სტრესის შემცირებაში. გამოცდილი ინსტრუქტორები ავტოსკოლაში დაგეხმარებიან ასევე კითხვების მარტივად დამახსოვრებაში, ხაზს გაუსვამენ სხვაობებს მსგავს კითხვებს შორის და განგიმარტავენ სიტუაციას დეტალურად.