სალამი! მე ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვრბული ქიმიასა და ბიოლოგიაში და აწ უკვე პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ბავშვობიდანვე მიყვარდა მეცნიერება და მინდა, თქვენი შვილიც ამ სამყაროს თავგადასავალში ჩავრთო. ქიმია და ბიოლოგია შეიძლება ჩანდეს რთულად, მაგრამ მათში ისეთი ფერები და სილამაზეა, რაც სწორი მიდგომით ყველამ უნდა აღმოაჩინოს. ვის ვასწავლი? **სკოლის მოსწავლეები**: ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ვუხსნი რთულ კონცეფციებს მარტივად და სახალისოდ. **აბიტურიენტები**: სპეციალური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის, სადაც ქიმიასა და ბიოლოგიაში უმაღლეს შედეგებს მივაღწევთ. - **სტუდენტები**: გაძლიერებული კურსები, რომლებიც უნივერსიტეტის დონეზე დაგეხმარებათ რთული საკითხების სიღრმისეულ გაგებაში. ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ჩემი საქმიანობის. ვცდილობ, **ყოველ ბავშვში ვიპოვო უნიკალური ნიჭი** და ისე მივუდგე, რომ არა მხოლოდ ცოდნა მივცე, არამედ მოტივაციაც – მეცნიერების სიყვარული იწყება ცნობისმოყვარეობით და მხიარულობით! გამოცდილება და წარმატება პრეზიდენტის სტიპენდიანტობა და არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება არის ჩემი ცოდნის ხარისხის გარანტი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ამბობენ ქიმია და ბიოლოგია რთულიაო. მე კი გეტყვით: ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც ყველაფერი მარტივია, თუ გეცოდინება, **სწორად აურიო "სწორი მასწავლებელი" და "ცნობისმოყვარე მოსწავლე"!**
მოგესალმებით! ვარ თბილისის დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი. შემიძლია დავეხმარო სკოლის მოსწავლეებს ქიმიის უკეთესად შესწავლაში, ამასთანავე სტუდენტებსაც, რომლებიც გადიან უნივერსისტეტებში ზოგადი ქიმიის კურსს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
მოგესალმებით, მოვამზადებ მოსწავლეებს ქიმიაში , ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებით ჩავაბარე ქიმია-ბიოლოგია, მოვიპოვე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება, მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ,ადვილად ვამყარებ მათთან კომუნიკაციას, ასევე თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მასალის უკეთ ათვისებას. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 -1:30 სთ კვირაში 2-ჯერ დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში და დავეხმარები სასკოლო მასალის დაძლევაში. ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 1 საათი და ტარდება კვირაში ორჯერ