ძნელი წარმოსადგენია თუნდაც ერთი ავტომობილი ან რაიმე სახის აღჭურვილობა სამაგრების და ჭანჭიკების გარეშე. იმისთვის, რომ მექანიზმმა კოორდინირებულად იმუშაოს, სწორედ ამ ნაწილების გაჩარხვა აუცილებელია.
ავტონაწილების გაჩარხვა ნიშნავს სამუშაო ნაწილების დამუშავებას მასალის ჭარბი ფენის მოხსნის საფუძველზე, რათა ნაწილებს სასურველი ფორმა მიეცეს. გაჩარხვა ტარდება სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლად, როგორიცაა: შიდა, გარე, ცილინდრული ფორმის, კონუსური და სხვა.
რას მოიცავს ხარატის (ტოკარის) სამუშაო?
ხარატის სამუშაო უძველესი დროიდან არის ცნობილი ( ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ადამიანები ლითონისთვის, ან ქვისთვის სასურველი ფორმის მიცემას ცდილობდნენ). სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებული სიზუსტეა აუცილებელი, რასაც სპეციალური კვალიფიკაცია სჭირდება. პირველად ხრახნი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მასზე ორ ადამიანს მოუწია მუშაობა. ერთმა მექანიზმი აამოქმედა, რომელზეც ნაწილი იყო დამაგრებული, ხოლო მეორემ არასაჭირო მასალა ამოჭრა, რათა პროდუქტისთვის სასურველი ფორმა მიეცა. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო.
მე-16 საუკუნეში წყლის ბორბალი გამოიგონეს, რაზეც უფრო მყარი მასალების დამუშავება გახდა შესაძლებელი. მე-19 საუკუნეში კი გამოჩნდა პირველი ელექტრო ხრახნი, რამაც გააადვილა ხარატების მუშაობა.
დღესდღეობით, ბაზარზე პროგრამულად უზრუნველყოფილი თანამედროვე ავტომატური ჩარხები არსებობს. მათი საშუალებით ტოკარს რამოდენიმე წუთში შეუძლია ინდივიდუალური ზომებით გაჩარხოს ნაწილი.
ხარატები ნებისმიერ საწარმოში მუშაობენ (როგორც დიდ ქარხნებში, ასევე პატარა სახელოსნოებში და ავტოსარემონტო ცენრებში). მათ დასაქმების პრობლემა არ აქვთ, თუმცა სამუშაო პირობები საკმაოდ რთულია. ოსტატი მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, გაჩარხვისას ჩნდება დიდი რაოდენობით მტვერი რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
როდის შეიძლება დაგჭირდეთ ხარატის გამოძახება?
გამოცდილი ხარატის მომსახურება შესაძლოა დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სერვისებიდან რომელიმეს მიღება მაინც აუცილებელია:
- ექსცენტრიული ღერძის გაჩარხვა;
- ჭია ხრახნის გაჩარხვა (იგივე ჩერვიაკი);
- მარჯვენა მარცხენა ,,რეზბა“;
- რეზინის მილისების (ე.წ. ტულკები) შეკეთება;
- სამუხრუჭე დისკების გახეხვა (ე.წ. ,,აპორნების გაშლიფოვკება“);
- დეტალების დამზადება;
ჩარხზე მომუშავე სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა ლითონისგან ან ხისგან სხვადასხვა ნაკეთობის გამოჩარხვა. მისი დახმარება შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ, რათა თქვენმა ავტომობილმა გამართულად და უსაფრთხოდ იმუშაოს.
სად დავიქირავოთ პროფესიონალი ხარატი?
დღესდღეობით, პროფესიონალი ხარატის დაქირავება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას. გამომდინარე იქედან, რომ სპეციალისტის მომსახურება ნებისმიერ საწარმოსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია, პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. აქედან გამომდინარე, შევქმენით პლატფორმა
servisebi.ge, სადაც სპეციალისტის მოძიება ონლაინ რეჟიმში შეიძლება. ვებგვერდის გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი. თქვენი პრიორიტეტების მიხედვით ხარატის შერჩევა რამდენიმე წუთში შეგიძლიათ, რომელთაგან უმრავლესობა სპეციალური გარანტიითაც მუშაობს.
კვირის ნებისმიერ დღეს, დღის სასურველ მონაკვეთში, ოსტატის გამოძახებას თქვენივე მისამართზე შეძლებთ, რაც დაგიზოგავთ დროს და სახელოსნოს რიგში დგომას თავიდან აგარიდებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტის შესარჩევად ახლობლების რეკომენდაციები არ დაგჭიდებათ. ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ყველა კანდიდატს ენიჭება სარეიტინგო ქულა, რომელიც გიჩვენებთ, თუ რამდენად არის კმაყოფილი მომხმარებელი ხარატის მომსახურებით. ამასთან, ნეგატიური კომენტარები არ იფილტრება, შესაბამისად გადაწყვეტილებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ.
Servisebi.ge მაქსიმალურ თავისუფლებას გაძლევთ. თქვენ თავად ირჩევთ გადახდის მეთოდს, მომსახურების ადგილს, დროს და სხვა პირობებს. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, ამიტომ ოსტატთან გასაუბრებისას თითოეულ დეტალზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ. მომსახურების მიღებამდე პირობებში გარკვევა დაგეხმარებათ, რომ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და არჩევანი უფრო მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთოთ.
პლატფორმა 24/7-ზე ხელმისაწვდომია, ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების მიუხედავად, თქვენ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით. მთავარია ყურადღებით გაეცნოთ განცხადებებს და ოსტატს ვებგვერდისგან დამოუკიდებლად შეუთანხმდეთ.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს, ასევე არ იხდით დამატებით საკომისიოს ან რამე ტიპის გადასახადს. ნებისმიერი სერვისის ღირებულება სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. რაც მთავარია თქვენ სანდო სპეციალისტს დაუკავშირდებით და მომსახურების ხარისხი გარანტირებული იქნება.