ვამზადებ, მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სურვილის შემთხვევაში მხოლოდ ლიტერატურაში, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე სხვადასხვა ოლიმპიადებისა და კონკურსებისთვის. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ქართულ ფილოლოგიასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. ანაზღაურებასა და ლექცია/გაკვეთილის ხანგრძლივობაზე შევთანხმდებით თქვენი საჭიროებისა და სურვილის მიხედვით. ტექსტების რედაქტირება/კორექტირება თქვენი სურვილისა და საჭიროების, ჩემი პირობებისა და მოთხოვნების მიხედვით.
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში,სიღრმისეულად და ხარისხიანად კვირაში სამი დღე! შეისწავლით,პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.თანამედროვე მეთოდებით; ყურადღება გამახვილდება ესეს წერის სტრუქტურაზე,მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარების გაუმჯობესებაზე!
ყურადღება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. Მოსწავლეებს მოამზადებს კვალიფიციური მოქმედი მასწავლებელი (ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი). გაკვეთილებს მასწავლებელი ჩაატარებს როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილის მიხედვით). Მასწავლებელი მოსწავლეებთან გარდა პროგრამული მასალისა, იმუშავებს: მწერლების გაცნობა ნაწარმოებების წაკითხვა/ანალიზი/მსჯელობა Წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა. გაკვეთილები ჩატარდება თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით (ყველა საგანმანათლებლო რესურს უზრუნველყოფს მასწავლებელი). დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მეილზე: tsignieri7@gmail.com. პირადად გაგესაუბრებათ მასწავლებელი.
ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.