მოვამზადებ ონლაინ, შეღავათიან ფასად
• მე ვარ ნათია წიკლაური, 28 წლის. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
• მე მაქვს სწავლების თანამედროვე შეხედულებები და სტრატეგიები, ყველა ბავშვზე მორგებული — ინდივიდუალური მიდგომით!
- ონლაინ და სახლში მიღებით
- ყველა ასაკისთვის
- დევიზით: „დახვდი მზად ეროვნულებს!“
✓ პირველი ორი გაკვეთილი უფასოა
- ვასწავლი არა მხოლოდ წესებსა და ტექსტებს, არამედ ვავითარებ აზროვნებას, კრიტიკულ ანალიზს და მკაფიო მეტყველებას — რაც სჭირდებათ ბავშვებს, მოზარდებს და აბიტურიენტებს წარმატებისთვის.
- გაკვეთილებზე:
• ვკითხულობთ და ვაანალიზებთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს,
• ვვარჯიშობთ ტექსტის შინაარსობრივ გაგებაში,
• ვსწავლობთ არგუმენტირებულ წერას, აზრის ფორმულირებას,
• ვმუშაობთ გრამატიკაზე — პრაქტიკულად და გასაგებად.
• ვემზადებით როგორც ეროვნული გამოცდებისთვის, ისე შუალედურებისა და წერის კომპონენტისთვის.
• ვზრდით თავდაჯერებულობას წერის, კითხვა-პასუხის და აზრის გამოხატვის დროს.
- გაკვეთილები მორგებულია მოსწავლის ასაკსა და საჭიროებებზე — იქნება ეს სკოლის პროგრამის დახმარება, გაღრმავებული სწავლის სურვილი თუ გამოცდებისთვის მზადება.
- მეცადინეობა ტარდება:
• ონლაინ — ნებისმიერი ადგილიდან
და
• ადგილზე (სახლში )— თბილ, მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში.
მომწერე პირადში დეტალებისთვის
გააზრებული კითხვა და გამართული მეტყველება — მხოლოდ სწორი მიდგომით ყალიბდება.
მოდი, ერთად ვაჩვენოთ შედეგი!
დავხვდეთ მზად ეროვნულ გამოცდას !