Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

აღწერა

გთავაზობთ ინდივიდუალურ მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში — როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე სხვადასხვა ასაკისა და კლასის მოსწავლეთათვის. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები წითელ დიპლომზე. მქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება, შიდა დაფინანსება და სტიპენდიები. ვარ უფროსი მასწავლებელი და მაქვს ხუთწლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს: • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა • საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ არა მხოლოდ მასალის ათვისებას, არამედ ლოგიკურ აზროვნებას, ტექსტის გააზრებას, სწორად წერასა და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარის განვითარებას. აბიტურიენტებთან მუშაობა მოიცავს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართულ მომზადებას, პრაქტიკულ დავალებებს, ტექსტების ანალიზსა და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას. თუ გსურთ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადება იყოს ხარისხიანი, სტრუქტურირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, სიამოვნებით დაგეხმარებით. დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

clock icon
ორშ / პარ
12:00 - 20:00

მდებარეობა

location pin icon
თბილისი, ისანი-სამგორი

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი
2018-09-14 - 2022-08-04
ეს დიპლომი დასტურია ჩემი ოთხწლიანი წარჩინებული სწავლისა.
certificate icon
მარიამ ქვლივიძის რეზიუმე
2018-09-14 - 2022-08-04
ეს არის ჩემი CV, სადაც კარგად ჩანს ჩემი განათლება და მიღწევები.
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით სურათი
21₾
საკიდი ორგანაიზერი საცვლებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 15 განყოფილებით
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, ცისფერი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი - 3 ფორმის საჭრელი, ცისფერი
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი სურათი
11₾
დასაკეცი საწური - კომპაქტური და მრავალფუნქციური დიზაინი, ცისფერი
სილიკონის ჭურჭლის საშრობი - წყალგამძლე და პრაქტიკული დიზაინი სურათი
20₾
სილიკონის ჭურჭლის საშრობი - წყალგამძლე და პრაქტიკული დიზაინი
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ღია ვარდისფერი სურათი
10₾
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ღია ვარდისფერი
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით სურათი
20₾
ცომისთვის დასაფენი ხალიჩა - სილიკონის მასალა, ზომების მონიშნული ნიშნულებით
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი სურათი
24.2₾
პატარა კექსების საცხობი ფორმა - არაწებვადი ზედაპირი, 12-უჯრიანი დიზაინი
მეტალის თერმოსი ARSHIA BF145 2487 1800ML 26098 სურათი
64₾ 71₾
მეტალის თერმოსი ARSHIA BF145 2487 1800ML 26098
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი სურათი
11₾
კექსის სილიკონის საცხობი ფორმა - 6-ცალიანი ნაკრები, მაღალი ტემპერატურის გამძლე, ვარდისფერი
წვერის საპარსი ბადე  წყალგაუმტარი - კომფორტული და პრაქტიკული გამოყენებისთვის. სურათი
35₾ 40₾
წვერის საპარსი ბადე წყალგაუმტარი - კომფორტული და პრაქტიკული გამოყენებისთვის.
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2491 800ML 26104 სურათი
48₾
მეტალის თერმოსი ARSHIA BF133 2491 800ML 26104
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ყვითელი სურათი
10₾
ოთხკუთხედი ყინულის ფორმა - 12 უჯრით, სილიკონის ძირით ადვილად ამოსაღებად, ყვითელი
ფრის საჭრელი აპარატი სურათი
45₾ 50₾
ფრის საჭრელი აპარატი
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით სურათი
10₾
სამზარეულოს მაკრატელი - უჟანგავი ფოლადის პირებით და ერგონომიული ტარით
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი სურათი
19₾
სამზარეულოს ხელსაწყოების ნაკრები - სილიკონის ზედაპირი და ბამბუკის ტარი, 3-ცალიანი კომპლექტი
საკიდი ორგანაიზერი ჩანთებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 10 განყოფილებით სურათი
25₾
საკიდი ორგანაიზერი ჩანთებისთვის - ორმხრივი დიზაინი, 10 განყოფილებით
ჭიქა ელექტრო სადგამით სურათი
40₾
ჭიქა ელექტრო სადგამით
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი სურათი
8₾
ცომის დეკორატიული საჭრელი კომპლექტი • 3 სხვადასხვა ფორმის საჭრელი • ყვითელი
ორგანაიზერი უჯრის - პატარა ზომის - 11 განყოფილებით, პრაქტიკული და კომპაქტური დიზაინი, თეთრი სურათი
6₾
ორგანაიზერი უჯრის - პატარა ზომის - 11 განყოფილებით, პრაქტიკული და კომპაქტური დიზაინი, თეთრი
პროფესიონალური დანის სალესი - 3-საფეხურიანი სისტემა, კერამიკული და რკინის დანებისთვის სურათი
20₾
პროფესიონალური დანის სალესი - 3-საფეხურიანი სისტემა, კერამიკული და რკინის დანებისთვის
ნაგვის პარკის დასაკიდი - მოსახერხებელი და კომპაქტური დიზაინი, თავსახურით სუნის შესაკავებლად სურათი
20₾
ნაგვის პარკის დასაკიდი - მოსახერხებელი და კომპაქტური დიზაინი, თავსახურით სუნის შესაკავებლად
ყინულის მრგვალი ფორმები - წყალგაუმტარი დიზაინი, მარტივი გამოყენებისთვის სურათი
15₾
ყინულის მრგვალი ფორმები - წყალგაუმტარი დიზაინი, მარტივი გამოყენებისთვის
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი სურათი
9₾
კარტოფილის საჭყლეტი - უჟანგავი რკინის მასალა და ერგონომიული ტარი
მარილისა და პილპილის საფქვავი - რეგულირებადი მექანიზმით, უჟანგავი ფოლადის დიზაინი სურათი
14₾
მარილისა და პილპილის საფქვავი - რეგულირებადი მექანიზმით, უჟანგავი ფოლადის დიზაინი
მსგავსი განცხადებები
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად
ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორი დისტანციურად

? ქართულ ენასა და ლიტერატურაში — ონლაინ მომზადება VI–X კლასის ჩათვლით! ქართულ ენასა და ლიტერატურაში წარმატება მხოლოდ ნიჭი არ არის — ეს არის სწორი მიმართულების, მხარდაჭერისა და ეფექტური მეთოდის შედეგი. ვიღებ მოსწავლეებს VI–X კლასების ჩათვლით და ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ონლაინ ფორმატში. ? დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი — ქართული ფილოლოგიის მიმართულება. ? მოსწავლეების მომზადების 4-წლიანი გამოცდილება ? ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი ? კვირაში 2 დღე გრაფიკს შევარჩევთ მოსწავლესთან ერთად, ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ჩემი მიზანია, მოსწავლემ მხოლოდ პროგრამა კი არ აითვისოს, არამედ ისწავლოს აზროვნება, მსჯელობა, გამართული წერა და საკუთარი აზრის სწორად ჩამოყალიბება. ? დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. ადგილები შეზღუდულია — ჩაწერა უკვე მიმდინარეობს.

star icon 5.0 (1)
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს (VII-XII) - ასევე დაწყებითი კლასის (V-VI კლასი) მოსწავლეებს. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: 1 საათ-ნახევარი ფასი: 20-25 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვიყენებ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდებს. 3. ვატარებ ენობრივ, სახალისო აქტივობებს, რათა მოსწავლემ გაიუმჯობესოს ქართული ენის ფონემატური სმენა. 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს. სწავლების შედეგად მოსწავლე: 1. ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. 2. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. 3. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. 4. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის! ჩემ შესახებ: წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. გავიარე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე დაწყებითების პედაგოგად. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

მოგესალმებით! ვარ თამარ ბარბაქაძე, ფილოსოფიის ბაკალავრი წითელი დიპლომით (GPA 4.00) და ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რას გთავაზობთ: - ქართული ენისა და ლიტერატურის სრული კურსი V - X კლასის მოსწავლეებისათვის, ხოლო ცალკე ინტენსიური მეცადინეობები აბიტურიენტებისათვის; - ესეების წერა და ტექსტების ანალიზი; მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების გაცნობა სხვადასხვა ასპექტით; - მნიშვნელოვანი მხატვრული და ფილოსოფიური ძეგლების გაცნობა მსოფლიო ლიტერატურიდან; - მუშაობა საგამოცდო მასალებზე; - თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა. ჩემი უპირატესობები: - წითელი დიპლომი თსუ-დან (GPA 4.00); - 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი; - პედაგოგიური გამოცდილება არაფორმალური განათლების ცენტრში (ვუძღვები ორ საავტორო კურსს); - სამეცნიერო სტატიების ავტორი; - 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე; - ვენის უნივერსიტეტის ბიზანტიური ბერძნულის კურსის კურსდამთავრებული უმაღლესი შეფასებით; - გამარჯვებული ეროვნული ოლიმპიადისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში; - ისტორიის ეროვნული კონკურსის (1918-1921 წლების საქართველოზე) მონაწილე და გამარჯვებული. მეცადინეობის ფორმატი: - კვირაში 3-ჯერ, ერთი საათი და 30 წუთი; - ადგილზე მისვლა (თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი) ან ონლაინ. ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კლასზე)

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოვამზადებ V-XII კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. განათლება: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სერტიფიცირება: გავლილი მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა და დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია. მიმდინარე საქმიანობა: ვმუშაობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვარ სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფესიული მიღწევები: ვარ აბიტურიენტთა მოსამზადებელი წიგნის ავტორი, არაერთი წიგნის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სცენარების თანაავტორი. ჩემი აკადემიური კვალიფიკაცია და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება საშუალებას მაძლევს, თითოეულ მოსწავლესთან შევიმუშაო ინდივიდუალური მიდგომა — როგორც სასკოლო პროგრამის გასაძლიერებლად, ისე საგამოცდო შედეგების მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის. გრაფიკი და ღირებულება: V-IX კლასის მოსწავლეები: 120 - 150 ლარი, კვირაში 2 დღე (1.5-საათიანი მეცადინეობა) აბიტურიენტები: 180 ლარი, კვირაში 3 დღე (2-საათიანი მეცადინეობა) დეტალებისთვის დაგვიკავშირდით, ადგილები შეზღუდულია!