ქიმიის მასწავლებელი

პრო
მომზადება ქიმიაში
eyeნანახი
მომზადება ქიმიაში

სალამი! მე ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვრბული ქიმიასა და ბიოლოგიაში და აწ უკვე პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ბავშვობიდანვე მიყვარდა მეცნიერება და მინდა, თქვენი შვილიც ამ სამყაროს თავგადასავალში ჩავრთო. ქიმია და ბიოლოგია შეიძლება ჩანდეს რთულად, მაგრამ მათში ისეთი ფერები და სილამაზეა, რაც სწორი მიდგომით ყველამ უნდა აღმოაჩინოს. ვის ვასწავლი? **სკოლის მოსწავლეები**: ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ვუხსნი რთულ კონცეფციებს მარტივად და სახალისოდ. **აბიტურიენტები**: სპეციალური მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის, სადაც ქიმიასა და ბიოლოგიაში უმაღლეს შედეგებს მივაღწევთ. - **სტუდენტები**: გაძლიერებული კურსები, რომლებიც უნივერსიტეტის დონეზე დაგეხმარებათ რთული საკითხების სიღრმისეულ გაგებაში. ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია ჩემი საქმიანობის. ვცდილობ, **ყოველ ბავშვში ვიპოვო უნიკალური ნიჭი** და ისე მივუდგე, რომ არა მხოლოდ ცოდნა მივცე, არამედ მოტივაციაც – მეცნიერების სიყვარული იწყება ცნობისმოყვარეობით და მხიარულობით! გამოცდილება და წარმატება პრეზიდენტის სტიპენდიანტობა და არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება არის ჩემი ცოდნის ხარისხის გარანტი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ამბობენ ქიმია და ბიოლოგია რთულიაო. მე კი გეტყვით: ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც ყველაფერი მარტივია, თუ გეცოდინება, **სწორად აურიო "სწორი მასწავლებელი" და "ცნობისმოყვარე მოსწავლე"!**

ტელეფონი