მოვამზადებ ბიოლოგიაში

პრო
ბიოლოგიის რეპეტიტორი
eyeნანახი
ბიოლოგიის რეპეტიტორი

მოგესალმებით! მოვამზადებ ბიოლოგიაში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებს ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. მე ვარ ლიკა მაღლაკელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსი და ბიოლოგიის რეპეტიტორი. მაქვს ჩაბარებული მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა და რეპეტიტორად მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება საუკეთესო შედეგებით გამოცდებზე. მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ადგილზე/დისტანციურად, ასევე ჯგუფურად/ინდივიდუალურად 1,5-2 საათის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული საავტორო მასალებითა და თემატური/იმიტირებული ტესტირებებით. დეტალებისთვის დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებებს!

ტელეფონი
მომზადება ბიოლოგიაში
eyeნანახი
მომზადება ბიოლოგიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის როგორც ინდინივიდუალურად, ასევე ჯგუფებში (მაქს. რაოდენობა 4). მეცადინეობა ჩატარდება სკოლის მოსწავლეებთან კვირაში 2-ჯერ, აბიტურიენტებთან - 3-ჯერ, გაკვეთილების ხანგრძლივობა 1.30-2 სთ (დამოკიდებულია გაკვეთილის სპეციფიკაზე). სწავლება მიმდინარეობს ჩემს მიერ მომზადებული საკითხავი მასალებით და პრეზენტაციებით, რაც ამარტივებს მუშაობის პროცესს. თითოეული გავლილი თემატიკის შემდეგ ვატარებ ტესტირებას გავლილი მასალის ცოდნის შემოწმებისთვის. დეტალებისთვის დამიკავშირდით.

ბიოლოგიის რეპეტიტორი
eyeნანახი
ბიოლოგიის რეპეტიტორი

✍ მოვამზადებ ბიოლოგიაში სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ჩავირიცხე 100%-იანი გრანტით და მაქვს სწავლების 3 წლიანი გამოცდილება. სასწავლო მასალას გავდივართ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით - სრულყოფილად, სხვადასხვა ავტორების წიგნებით. ყველა საკითხს ვამუშავებთ თემის შესაბამისი და ეროვნულის ტესტებით. საჭიროების შემთხვევაში ვიხმართ ვიდეომასალებს. დამატებით სახელმძღვანელოებს ვუზრუნველყოფ თავად. მეცადინეობა ტარდება მაქსიმალურად მოსწავლეზე მორგებულ და კომფორტულ გარემოში. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაზღვრულია კვირაში 2 გაკვეთილი - 100 ლარი აბიტურიენტებისთვის კვირაში 3 გაკვეთილი - 150 ლარი ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (ჯგუფში 2 მოსწავლე). ლოკაცია - საბურთალო

მომზადება ბიოლოგიაში
eyeნანახი
მომზადება ბიოლოგიაში
5.0
| 2 შეფასება

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ბიოლოგიაში. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. მაქვს აბიტურიენტების მომზადების სამწლიანი გამოცდილება. სწავლების პროცესი მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ვხელმძღვანელობ დამატებითი სამედიცინო ლიტერატურითა და საილუსტრაციო მასალებით (ატლასებით), რაც მოსწავლეს ეხმარება მასალის უკეთ გაგებასა და ვიზუალიზაციაში, გარდა ამისა მომავალში ისეთი საგნების უკეთ ათვისებაში, როგორებიცაა ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია და სხვა. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ელექტრონულად ეგზავნება გაკვეთილის შესაბამისი პრეზენტაცია. ყოველი თემის დასრულებისას ტარდება საკონტროლო ტესტირება. პრეზენტაციების ნაწილი თემების მიხედვით ატვირთულია ჩემ მიერ შექმნილ Facebook გვერდზე - "ბიოლოგია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის". აბიტურიენტებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ. ღირებულება: 200ლ სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ ღირებულება: 180 ლარი გაკვეთილის ხანგრძლივობა ცვალებადია 1.5სთ დან 2 სთ-მდე. ტერიტორიულად ვიმყოფები ნუცუბიძის მე-4 პლატოზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

მომზადება ბიოლოგიაში ონლაინ
მომზადება ბიოლოგიაში ონლაინ

მოგესალმებით, მოვამზადებ აბიტურიენტებს ონლაინ ფორმატით ბიოლოგიაში, ასევე,მოსწავლეებს მე-7 კლასიდან. დამთავრებული მაქვს თსუ-ში მაგისტრატურა-იმუნოლოგია/მიკრობიოლოგიის განხრით, მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ბიოლოგიაში და ჩაბარებული მაქვს ასევე ბუნებისმეტყველების გამოცდაც. 2021 წლიდან ვმუშაობ მასწავლებლად ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. ასევე, ვარ მოწვეული ლექტორი "საქართველოს ახალგაზრდა აკადემიაში- GJA", სადაც მოსწავლეებს ვუკითხავ შემეცნებითი თემების შესახებ ლექციებს. მოსწავლეებს ასევე შევთავაზებ ინგლისურადაც აითვისონ ტერმინოლოგია და სხვადასხვა სამეცნიერო სტატიასაც გავარჩევთ. მომზადების დაწყების დრო- 28 სექტემბერი, კვირაში 2 დღე, 1,5-2 სთ. დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.