მიიღე მომსახურება? შეაფასე Val Do
კურსის ფარგლებში შეისწავლით მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ Frontend ფრეიმვორქს Angular. ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 საათიდან 2 საათამდე, შევხვდებით ონლაინ, ტელეგრამის საშუალებით, ასევე ჩავიწერ ყველა ლექციას Full HD ფორმატში და გამოგიგზავნით ლექციის დასრულების შემდგომ. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით Angular “ფრეიმვორქის” საფუძვლებს, არქიტექტურის დაგეგმვას და რაც ყველაზე მთავარია, მოგიწევთ რეალურ API-სთან მუშაობა. ჩემი მიზანია მაქსიმალურად მივაჩვიო სტუდენტი “ფრეიმვორქთან” მუშაობას და ვასწავლო მისი ყველა უპირატესობა. კურსის დასრულების ბოლოს თქვენ გექნებათ გამოცდილება რეალურ API-სთან მუშაობის და შექმნით val-do.com-ის მსგავს საიტს, რომელშიც შევა: -მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია -მომხმარებლის როლები -კურსების დამატება, რედაქტირება, წაშლა -ფოტოების ატვირთვა -კომენტარების მოდული -შეფასებების მოდული -ქვიზის მოდულის დამატება და სხვა… კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეს val-do.com-ზე დამატებული კურსები: -HTML CSS; -JavaScript-ის კურსი დამწყებთათვის; -TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის;
მიიღე მომსახურება? შეაფასე Val Do
პროფესიონალი ლექტორი, რომელიც გამოირჩევა ცოდნით, გადმოცემის უნარითა და მოსწავლეებისთვის მეგობრული გარემოს შექმნით.
პროფესიონალი ლექტორი, რომელიც გამოირჩევა ცოდნით, გადმოცემის უნარითა და მოსწავლეებისთვის მეგობრული გარემოს შექმნით.
მეგობრული გარემო, შესანიშნავი ლექტორი 100% რეკომენდაცია ჩემგან