ქართული ენა უცხოელებისთვის

პრო ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... ✅ ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4-5 მოსწავლისგან. ✅ კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅ გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅ თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ✅ სწავლა მიმდინარეობს, როგორც ონლაინ რეჟიმშ, ასევე სახლში მოსვლით/სახლში მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე.

video icon სერტიფიკატი
ტელეფონი
პრო მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს (და არა მხოლოდ) ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება, გახლავართ არაერთი ლიტერატურული ნაშრომის და სტატიის ავტორი. ამასგარდა, ჩემი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება უმაღლესი განათლების ხარისხის მართვას, მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მომზადება შესაძლებელია როგორც ჯგუფებში, აგრეთვე ინდივიდუალურად. ჯგუფებში მოსწავლეთა ოდენობა - მაქსიმუმ 4 მოსწავლე. საფასური: 100 ₾ თითოეული ჯგუფი ფორმირდება დონის შესაბამისად, რისთვისაც განისაზღვრება წინასწარი ტესტირება და გასაუბრება. დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

ტელეფონი
პრო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დამთავრებული მაქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ქართული ფილოლოგიის განხრით. გავიარე მასწავლებლის გადამზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩაბარებული მაქვს პროფესიული გამოცდა, რის შედეგადაც მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის 6 წლიანი და კერძო რეპეტიტორობის 10 წლიანი გამოცდილება. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 1 გაკვეთილის საფასური: მე-11 კლასის ჩათვლით 20 ლარი, აბიტურიენტები-25 ლარი შეხვედრები გაიმართება ,,ონლაინ" რეჟიმში.

ტელეფონი
პრო მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

Მოგესალმებით! ❗️❗️❗️მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-XIკლასი). ონლაინ, კვირაში 2-ჯერ. ფასი შეთანხმებით. ❗️ვარ მოქმედი მასწავლებელი ❗️დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი. 2019-2023წწ.✅ ❗️გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების (minor) 60-კრედიტიანი პროგრამა.(თსუ-ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი) 2021/2023წწ.✅ ❗️ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი).✅ ❗️პედაგოგიური პრაქტიკა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XIIკლასი) გავიარე @სსიპ ქ.თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში, შეფასება 100/100.✅ ❗️მაქვს, როგორც სკოლაში მუშაობის, ასევე კერძო რეპეტიტორობის გამოცდილება. ვარ მოქმედი მასწავლებელი. გისურვებთ წარმატებას!❤️

video icon სერტიფიკატი
ტელეფონი
აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სასწავლო კურსი ითვალისწინებს შემდეგს: ✅ აბიტურიენტი შეისწავლის ეროვნული გამოცდისათვის განსაზღვრულ ყველა საპროგრამო ნაწარმოებს. ✅ შეისწავლის გრამატიკულ კურსს, რომელიც გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. აქტიურად იმუშავებს რედაქტირებებსა და სხვადასხვა ტიპის გრამატიკულ სავარჯიშოზე. ✅ აბიტურიენტი შეისწავლის ესეს/თხზულების სტრუქტურას და დახვეწს წერით უნარ-ჩვევებს. ✅ აქტიურად იმუშავებს ეროვნული გამოცდის იმიტირებულ ტესტებზე. მასწავლებლის კომპეტენცია:ივ. ჯავახიშვილის ფილოლოგიის მაგისტრი, უფროსი/სერტიფიცირებული მასწავლებელი.

მომზადება ქართულში
მომზადება ქართულში

ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა პროგრამები კურსი მოიცავს: ესეს წერის სტრუქტურის შესწავლას, პრაქტიკულ ვარჯიშებს, ნიმუშებს, კრიტერიუმებსა თუ ცალ-ცალკე დაშლილ სტრუქტურას. ასევე მხატვრული ხერხების შესწავლას, ავტორის წერის მანერასა თუ სტილს. ქართული ლიტერატურის პროგრამასა და გრამატიკის იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა ტექსტის რედაქტირებისა და გამართულად წერისათვის. ყოველთვიურად შემოწმდება ცოდნა ტესტირებებით - გამოცდების ფორმატით. პროგრამა ითვალისწინებს ბოლო თვეში ტესტირებების რეგულარულ რეჟიმსა და იმიტირებულ გამოცდას- კურსის დასასრულს, რაც კარგი გამოცდილებაა ნებისმიერი კონკურსანტისთვის. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დადგინდება მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოსალოდნელი შედეგი. მოკლე ინფორმაცია პედაგოგის შესახებ: ნინო ნაკაშიძე 2013 წლიდან ამზადებს აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 2017 წლიდან კი მაგისტრებსა და პედაგოგებს გამოცდებისათვის. მისმა ყველა მოსწავლემ, მაგისტრმა თუ პედაგოგმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. დაამთავრა ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია მაგისტრის ხარიხით. ასწავლიდა კერძო და საჯარო სკოლებში. არის სასწავლო ცენტრის”free academy” ორი ფილიალის ადმინისტრატორი. სწავლობდა ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და აქვეყნებდა სტატიებს, მუშაობდა რადიოში- საინფორმაციო გადაცემის წამყვანად. პერიოდულად ჩართულია განათლების სამინისტროს პროექტებში- პედაგოგების ტრენერად. არის წიგნის რეცენზიის ავტორი:” ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დასავლური ოჯახის კარდაკარ”. აქვს youtube-ზე ქართულის ვიდეო გაკვეთილების არხი. Facebook-ზე ქართულის გვერდი...

video icon ვიდეო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

video icon სერტიფიკატი