ვამზადებ საშუალო სკოლის VII-XII კლასის და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს მათემატიკის საგანში ონლაინ რეჟიმში, ქართულ და ინგლისურ ენებზე. უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებს ვამზადებ კალკულუსის საგანში. მომზადება ხდება ინდივიდუალურად. 1 გაკვეთილის ხანგძლივობა არის 1.5სთ. მუშაობის გამოცდილება: 2 წლიანი - სკოლაში, 9 წლიანი - კერო მასწავლებლად. მოსწავლესთან მიდგომა მაქვს ინდივიდუალური, მისი ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე.
ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი. დამთავრებული მაქვს ფიზიკა-მათემატიკური სკოლა - ვეკუა. ვამზადებ მოსწავლეებს ან ნებისმიერს ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილები მიმდინარეობს ონლაინ ან ჩემთან ბინაზე მოსვლით (დიღმის მასივი). ვარ მეგობრული, კომუნიკაბელური და ყველა მოსწავლესთან მაქვს ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისად გაკვეთილი არის კომფორტული და საინტერესო. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებებს!
ვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა კომაროვი, ამჟამად ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მოსწავლეების მომზადებაში და შემიძლია სწავლება, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი მათემატიკის. ონლაინ ვამზადებ მე-7 კლასიდან ზევით. დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი 100%-იანი გრანტით, დამთავრებული მაქვს კომაროვის სკოლა ოქროს მედლით. წარმატებულად მიასპარეზია ოლიმპიადებზე. მოვამზადებ ბავშვებს X კლასის ჩათვლით, ასევე შემიძლია მოვამზადო VI კლასელები კომაროვში ჩასაბარებლად. ვამზადებ როგორც სახლში მისვლით, ისევე დისტანციურად.
გამარჯობა, მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და მაქვს გამოცდილება ამ საქმეში. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში ფასი 1 საათი 20 ლარი იქნება,თუმცა შემიძლია ადგილზე მოსვლაც.ამ შემთხვევაში ფასი შეთანხმებით.
ონალინ მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს 4-10 კლასის ჩათვლით. დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება. სკოლის მასალასთან ერთად, მოსწავლეებს ვუვითარებ ლოგიკურად აზროვნების უნარს სხვადასხვა საინტერესო ამოცანებით. ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი, მოვამზადებ აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს ( მე-7 კლასიდან ზევით) მათემატიკაში. მისამართი: ს.ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩა, მიმდებარედ შესაძლებელია სახლში მისვლაც. ფასი შეთანხმებით
ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე მათ ვისაც სურთ მათემატიკის შესწავლა. ვამეცადინებ ზაფხულშიც. განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი -25ლარი, 1სთ და 30წთ - 30 ლარი. დისტანციურად 1სთ-20ლ, 1:30სთ-25ლ შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 200-240 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. სხვა პირობები შეთანხმებით. აბიტურიენტებთან ჯერ გავივლი ღვაბერიძის ორივე ნაწილის (ა) ვარიანტს და შემდეგ წინა წლების საგამოცდო ტესტებს. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. დამთავრებული მაქვს თსუ-ში ეკონომიკური. მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემზე შეფასებებიც უწერიათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე, მაქვს 100%-იანი გრანტი. დამთავრებული მაქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა უმაღლესი ნიშნებით. გაკვეთილებს ვატარებ როგორც ონლაინ ასევე მისვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ ნომერზე.
მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს მეხუთე კლასიდან ზემოთ. ნაძალადევის ტერიტორიაზე, მაქვს 20წლიანი გამოცდილება.
ვამზადებ ნებისმიერ მსურველს მათემატიკა/უმაღლეს მატემატიკაში(კალკულუსი,მათემატილური ანალიზი…)როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. წარმატებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის მიმართულებით.ამჟამად ვასწავლი ერთ-ერთ კერძო სკოლაში. რაც შეეხება გაკვეთილების ფორმატს, ვმუშაობ, როგორც სკოლის/უნივერსიტეტის, ასევე დამატებითი სახელმძღვანელოებით (დამატებითი სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს მიიღებთ ჩემგან).
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსზე, 100%-იანი გრანტით. მაქვს ბავშვების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ბინაში მოსვლით, ასევე ონლაინ. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ კომაროვის კურსდამთავრებული, ამჟამად ვსწავლობ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულეტეტის მესამე კურსზე სრული დაფინანსებით. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება. მაქვს მონაწილეობა მიღებული ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში. მოვამზადებ კომაროველ და არაკომაროველ ბავშვებს ნებისმიერ კლასს. ვამზადბ დისტანციურად ონლაინ.
სერთიფიცირებული პედაგოგი, მრავალწლიანი სასწავლო გამოცდილებით მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში დისტანციურად 5_9 კლ_ის ჩათვლით. ბავშვი ისწავლის რთული ამოცანების მარტივად გადაწყვეტის ხერხებს, გამოუმუშავდება სწრაფი ლოგიკური აზროვნების უნარი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1სთ_1სთ30წთ.
მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ საქართვრლოს აგრარული უნივერსიტეტის მშენებლობის ინჟინერიის სტუდენტი. მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში მეათე კლასის ჩათვლით. მოვამზადებ სახლში მიღებით ჯგუფებად ან ინდივიდუალურად, შემიძლია ასევე ონლაინ.