Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის მასწავლებელი / მათემატიკის შესწავლა

მოცემულ კატეგორიაში შეხვდებით მათემატიკის რეპეტიტორებს, რომლებიც მოგამზადებთ ალგებრაში, გეომეტრიაში..ეიპოვით მათემატიკის მასწავლებლებს უფრო მარტივად, მხოლოდ ერთი დაწკაპებით სასურველ განცხადებაზე. momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi sauketeso gundtan.
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

გამარჯობა! ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. უკვე 2 წელია, რაც აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეებთან და ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და გაგებაში. მოვამზადებ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს როგორც სასკოლო მათემატიკაში, ისე კალკულუსში. გთავაზობთ ინდივიდუალურ საზაფხულო პროგრამას, რომელშიც ვადგენ სპეციალურ გეგმას მოსწავლის მიზნებიდან გამომდინარე (ჩამორჩენის ანაზღაურება, მომავალი წლის მასალის წინასწარ სწავლა, სახალისო ამოცანები ფორმაში ყოფნისთვის); ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად მეგობრული, უშუალო და მოსწავლეზე მორგებული (განსაკუთრებით ზაფხულში, რათა სწავლა ზედმეტად დამღლელი არ იყოს); სასკოლო წიგნების გარდა, ვიყენებ მრავალფეროვან დამატებით მასალებს; გაკვეთილების ხანგრძლივობა და ინტენსივობა მოსწავლის სურვილზე და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გაკვეთილები ტარდება ონლაინ (Google Meet) ან ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 2 შეფასება

ვამზადებ მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათემატიკაში- როგორც სასკოლო, ასევე უნივერსიტეტის დონეზე (კალკულუსი, მათემატიკური ანალიზი და სხვა). ასევე გთავაზობთ SAT Math გამოცდისთვის მომზადებას-თანამედროვე სტრატეგიებით, პრაქტიკული ტესტებითა და ქულაზე ორიენტირებული მიდგომით. გაკვეთილები ტარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. განათლება: დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის მიმართულებით. გამოცდილება: ამჟამად ვასწავლი ერთ-ერთ კერძო სკოლაში და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. სწავლების ფორმატი: (1)ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან; (2)მუშაობა როგორც სასკოლო/უნივერსიტეტის პროგრამით, ასევე დამატებითი რესურსებით ყველა საჭირო მასალა (მათ შორის ელექტრონული წიგნები და ტესტები) უზრუნველყოფილია ჩემგან; (3)რეგულარული ტესტირება და პროგრესის კონტროლი. მიზანი: არამარტო ამოცანების ამოხსნა, არამედ ლოგიკური აზროვნების განვითარება და მაღალი შედეგების მიღწევა გამოცდებზე.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი
კერძო მათემატიკის მასწავლებელი

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში

დაძლიეთ უმაღლესი მათემათიკის მაგალითები ეროვნული გამოცდების მაღალ ქულაზე ჩაბარებისთვის. თუ თქვენი მომავალ პროფესიასთან ახლოს კავშირში მათემატიკაა, მაშინ კვალიფიციური მასწავლებლები კარგ საფუძველს შეგიქმნით მოეჭიდოთ სიმაღლეებს უნივერსიტეტშიც.

მომხმარებლის შეფასებები

მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება სურათი
მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
ანუკი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2022-02-12 15:16:24

სუპერ გოგოა, არ შემეძლო არ დამეწერა კომენტარი, მთელი გულით და სულით უხსნის ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე , ძალიან კმაყოფი...

მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება სურათი
მათემატიკის კერძო მასწავლებელი | SAT მომზადება
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-11-20 22:47:27

შესანიშნავი პედაგოგი. ძალიან კმაყოფილი ვარ გაკვეთილების ხარისხითა და შედეგით. თამამად ვუწევ რეკომენდაციას.

მათემატიკის რეპეტიტორი, მომზადება მათემატიკაში, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, matematikis repetitori, momzadeba matematikashi, matematikis maswavlebeli, momzadeba ertiani erovnuli gamocdebistvis matematikashi

მათემატიკა, მათემატიკის რეპეტიტორი, მათემატიკის მასწავლებელი, მომზადება მათემატიკაში, მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის მათემატიკაში, გეომეტრია, ალგებრა, მათემატიკის შესწავლა, შევასწავლი მათემატიკას, matematika, matematikis repetitori, matematikis maswavlebeli, momzadeba matematikashi, momzadeba erovnuli gamocdebistvis matematikashi, geometria, algebra

მსგავსი კატეგორიები