მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე.
ვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ისტორიაში. ვამზადებ როგორც ონლაინ,ასევე ვიღებ ბინაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ( თუ ორივეს აქვთ დაახლოებით იგივე ბაზა) ვარ ისტორიის მაგისტრი, მაქვს 22 წლიანი რეპეტიტორობის გამოცდილება ..ფასზე და სხვა დეტალებზე შემეხმიანეთ.
დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. ვარ ისტორიის მასწავლებელი, ვამზადებ როგორც აბიტურიენტებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს. მეცადინეობების ხანგრძლივობა არის ინდივიდუალური, მინიმუმ 1 საათი. შედეგი შესამჩნევი იქნება მოკლე დროში. ფასი 150 ლარი. შესაძლებელია მეცადინეობა ონლაინ და ბინაზეც.
ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარ უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება ეროვნულის ფორმატის შემაჯამებელი წერა. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით. ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც.
მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი. დამთავრებული მაქვს თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ისტორიის განხრით. ვსწავლობდი სრული სახელმწიფო დაფინანსებით, მქონდა მაღალი აკადემიური მოსწრება გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საათნახევრის განმავლობაში მშვიდ და მეგობრულ გარემოში. განვიხილავთ სასკოლო სახელმძღვანელოების მასალასა და ეროვნული გამოცდების ტესტებს; დავხვეწთ ანალიზისა კრეატიული აზროვნების უნარებს. რვა გაკვეთილის ღირებულება - 150 ლარი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ახალი სასწავლო წლისთვის ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ისტორიასა ვამზადებ როგორც მოსწავლეებს, ისე - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდისათვის. ვარ მოქმედი, სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს ვაწვდი მრავალი სახის სისტემურად / თემატურად დამუშავებულ წყაროსა და დამხმარე ლიტერატურას, რაც ყოველთვის აისახება მათ მაღალ შედეგებზე. კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეთნოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შუა საუკუნეების მკვლევარი; ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვარ ისტორიის ბაკალავრი (თსუ), წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ისტორიაში- 52/55. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, ჯგუფში 3-4 ბავშვი. სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე მეთოდებით. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტი. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა(რუკები, ილუსტრაციები, კარიკატურა).
ვარ ისტორიის მაგისტრი, სერთიფიცირებული ისტორიის მასწავლებელი, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მაღალი ქულის გარანტიით, მაქვს გამოცდილება. მომზადება შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში, ონლაინ რეჟიმში. ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ეროვნული გამოცდისათვის. ვარ წამყვანი მასწავლებელი. რაც შეეხება მეცადინობის მიმდინარეობას იგი მოიცავს თემის განხილვასა და მასალის დასწავლას ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობას. წყაროს ანალიზი, ილუსტრაციასა და რუკაზე მუშაობას. ჯგუფში 2-3 მოსწავლ იქნება. ვიყენებ სწავლების თანამდროვე მეთოდებს და სხვადასხვა აქტივობებს.
ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100 ლარი
მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორიაში. დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. ამავე უნივერსიტეტში გავიარე სამაგისტრო პროგრამა, ამჟამად ვსწავლობ სადოქტორო საფეხურზე. ჩაბარებული მაქვს ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ (თვეში 8 გაკვეთილი). გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5-2 საათი. გამოცდამდე ერთი თვით ადრე კი კვირაში სამჯერ. საგაკვეთილო პროცესის დროს ვიყენებ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, რომლებიც მაქსიმალურადაა მორგებული მოსწავლის საჭიროებებზე. პირველივე გაკვეთილებიდან აბიტურიენტები დაიწყებენ მუშაობას ეროვნული გამოცდების ფორმატის მსგავს სავარჯიშოებსა და იმიტირებულ ტესტებზე. სააბიტურიენტო კურსის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს( როგორც დაბალი კლასის მოსწავლეებს ისე აბიტურიენტებს) ისტორიაში როგორც სახლში მუღებით ისე ონლაინ. გაკვეთილებზე გამოვიყენებთ მრავალფეროვან მასალას(საჭიროების მიხედვით), ვიმუშავებთ რუკებზე და შევასრულებთ ტესტურ დავალებებს (არ იგულისხმება მხოლოდ ტესტები სავარაუდო პასუხებით). გარემო იქნება ძალიან უშუალო,მეგობრული და თბილი. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში 2ჯერ(თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვს დავამატებთ კიდევ 1 გაკვეთილს). მოკლედ ჩემი განათლების შესახებ: -2018 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება - 2021-2022 წლებში ჩავაბარე მასწავლებლის გამოცდა და 1 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე. -2022 წელს გავიარე 2 სხვადასხვა სკოლაში სტაჟირება ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე -მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება გისურვებთ წარმატებებს!
ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100/150 ლარი
მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე: ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე) რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ. ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც. თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე
მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ისტორიაში. მოვამზადებ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში, სკოლის მოსწავლეებს, ისტორიის შესწავლის მსურველებს და აბიტურიენტებს.ვამზადებ თანამედროვე პრინციპით. გათვალისწინებული იქნება ეროვნული გამოცდის პროგრამის ყველა საკითხი. გაკვეთილები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ, ოთხჯერ საჭიროების შემთხვევაში. ვამზადებ ქალაქ ქუთაისში, ბუკიას N 7, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციური ფორმატით.
ვამზადებ აბიტურიენტებს და სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, ეროვნული გამოცდებისთვის. ვარ მოქმედი ,სერთიფიცირებილი მასწავლებელი მეათე საჯარო სკოლაში, ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი, აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. სწავლებისას ვიყენებ მრავალფეროვან რესურსებს და მეთოდიკას. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 2+ საათი, დამატებით ტესტირებუს დღეები ყველა თავის დასრულებისას. ივნისიდან ემატება მესამე გაკვეთილი. გთავაზობთ თბილ, მეგობრულ გარემოს, ყველა გაცდენილი გაკვეთილი ანაზღაურდება. ბავშვები, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლის პროცესს, დებენ მაღალ შედეგებს .ყველაზე ზარმაცუნები არასოდეს ჩაჭრილან. ჯგუფში 4-5 მოსწავლე. ჯგუფების შევსება დაწყებულია , დარჩენილია რამდენიმე ადგილი. ლოჯაცუა მეტრო ღრმაღელესთან ძალიან ახლოს .
მოვამზდებ აბიტურიენტებს 2025 წლის ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის. მომზადება შესაძლებელია ორ ლოკაციაზე: თემქა და ვარკეთილი. სურვილის შემთხვევაში მოვამზადებ დისტანციურადაც. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ფაქტობრივი ცოდნის დაუფლებასა და მსჯელობა-ანალიზის უნარის განვითარებაზე. ვიმუშაობთ კონკრეტული სავარჯიშოების სპეციფიკის გააზრებასა და მეთოდოლოგიის დაუფლებაზე. რაც მთავარია, გაკვეთილები იქნება საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული!!! მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მოსწავლეები გამოცდაზე მიღწეული მაღალი შედეგებით სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში. დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. დამატებით პროგრამად გავიარე პედაგოგიკა - 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც საშუალება მომცა დავუფლებოდი მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის ოპტიმალურ მეთოდებს. 2021-2023 წლებში 100%-იანი დაფინანსებითა და უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლებით გავიარე შუა საუკუნეების ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ვარ შუა საუკუნეების ისტორიის მაგისტრი. ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიაში. ვარ 176-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ სამეცნიერო სტატიების ავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია! 571010479.
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესის დროს მაქსიმალური ყურადღბა დაეთმობა ეროვნულ გამოცდაზე არსებული დავალებების დამუშავებას. გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული იქნება თანადროული ეპოქის წყაროები და რუკები. ყოველი თვის ბოლოს ჩატარდება ეროვნული გამოცდების ფორმატის ტესტი. აბიტურიენტის მხრიდან სათანადო მოტივაციისა და მაღალი პასუხისმგებლობის შემთხვევაში სასურველი შედეგი გარანტირებულია! კვირაში ორი დღე.
ვარ ისტორიის პროფესორი,მაქვს დაწერილი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მაქვს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლაში, ასევე - უმაღლეს სასწავლებელში. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც საქართველოს, ასევე - მსოფლიო ისტორიაში. გაკვეთილები ჩატარდება ჩემს ბინაში მისამართი - ბახტრიონი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. კორპუსი 15, ბინა 18
დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ვარ ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოების ავტორი. აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, ამავდროულად ვასწავლი სკოლაში.
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.
ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში. მეცადინეობების ხანგრძლივობა 1,5-2 სთ, მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში სამჯერ. სასწავლო მასალა შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატში. სურვილი+შრომისმოყვარეობა+თანამშრომლობა+მრავალფეროვანი ტესტები=გარანტირებული შედეგი. თუ მზად ხარ მუშაობისთვის, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. იცოდე შენ ამას შეძლებ.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსდამთავრებული, ისტორიის მაგისტრანტი და ისტორიის მოქმედი სერთიფიცირებული მასწავლებელი, აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ(ხანგრძლივობა 1,5-2 სთ). სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით: თეორიული მასალის უკეთ გასააზრებლად, გამოვიყენებთ სხვადასხვა ვიზუალურ წყაროებს, ვიდეორესურსებს, სისტემატიურად შევასრულებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებულ ტესტებს. დაინტერსებული პირები დამიკავშირდით.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2024-2025 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს ტერიტორია: მომზადება შემიძლია ორ ლოკაციაზე - თავისუფლების მეტროს მიმდებარედ და მოსკოვის გამზირზე, ასევე ონლაინ ფორმატში და სახლში მისვლით. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით სწავლების ხარისხიან წარმართვაზე. მოკლედ ჩემს შესახებ: ✅ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ✅ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიევისტი, შუა საუკუნეების მკვლევარი; ✅ ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; ✅ მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ✅ ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსწორებელი. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ ან დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე