მოვამზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

პრემიუმი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
pin თბილისი
5.0
| 1 შეფასება

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

სალომესალომე
593-57-**-**
პრო
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქვს სკოლაში მუშაობის ხუთწლიანი და კერძო მოსწავლეებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. ასევე, ვარ უფროსი მასწავლებელი და ქართული ფილოლოგიის მაგისტრი. საგაკვეთილო პროცესი წარიმართება, სურვილისამებრ ინდივიდუალურად ან ჯგუფში. გაკვეთილის ფასი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით, შეთანხმებით. ✅ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... ✅ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 4-5 მოსწავლისგან. ✅კვირაში ორი გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ✅გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. ✅თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ✅სწავლა მიმდინარეობს როგორც ონლაინ რეჟიმშ, ასევე სახლში მოსვლით/სახლში მისვლით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ტელეფონზე. ⏩ ან მეილზე: annichinchinchaladze@gmail.com

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

certificates icon სერტიფიკატი
ქართული ენის მასწავლებელი
ქართული ენის მასწავლებელი

გამარჯობა,ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-Vl კლასის ჩათვლით. ✅კვირაში 2 დღე,ორშაბათი-ხუთშაბათი. ✅გაკვეთილის ხანგრძლივობა 1-1.30 სთ. ✅ვამზადებ ბინაში მოსვლით. ✅უმჯობესია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ჩემს შესახებ- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 კურსზე ,ქართული ფილოლოგიაზე, მაღალი აკადემიური მოსწრებით,რომელსაც ადასტურებს ჩემი GPA-3.57/4.00 .პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას. ✅მაქვს გამოცდილება 1-ელი და მე-6 კლასის მოსწავლესთან. ✅ორიენტირებული ვარ მივაღწიო სათანადო მიზანს სრულყოფილად. ✅კარგად ვუგებ ბავშვებს და მათთან ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. ფასი არის შეთანხმებით,საათების და ადგილმდებარეობის მიხედვით. ✅დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
აბიტურიენტების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

სასწავლო კურსი ითვალისწინებს შემდეგს: აბიტურიენტი სიღრმისეულად შეისწავლის ეროვნული გამოცდისათვის განსაზღვრულ ყველა საპროგრამო ნაწარმოებს. ყოველი ნაწარმოების დამუშავების შემდეგ აბიტურიენტი ადასტურებს თავის ცოდნას ფაქტობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტის საშუალებით; მოსწავლე შეისწავლის ეროვნული გამოცდისათვის განსაზღვრულ გრამატიკულ ნაწილს; შეასრულებს სხვადასხვა სახის შემაჯამებელ და გრამატიკულ დავალებას; მეცადინეობის დაწყებისთანავე აბიტურიენტი აქტიურად იმუშავებს ტექსტების რედაქტირებაზე; მოსწავლე შეისწავლის ესეს/თხზულების წერის სტრუქტურას; შესაძლებლობა ექნება, გარდა საპროგრამო ნაწარმოებებისა, ესეს დავალება შეასრულოს არასაპროგრამო/უცხო ტექსტებზე, რაც აუმაღლებს ზოგადი ცოდნის დონეს, ხოლო აღნიშნული პრაქტიკა ძალიან კარგი გამოცდილებაა ლიტერატურული პარალელების გამოსაყენებლად. მოსწავლე ყოველი თვის ბოლოს წერს ეროვნული გამოცდის იმიტირებულ ტესტს, რაც გვეხმარება თვითრეფლექსიაში. სწავლების გრაფიკი და გადასახადი განისაზღვრება ინდივიდუალურად. მასწავლებლის კომპეტენცია: ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრი, შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სერიტიფიკატითა და გამოცდილებით; სტატუსი - უფროსი მასწავლებელი; საკონტაქტო ნომერი ნომერი მითითებულია განცხადებაში

ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

ვარ ფილოსოფიის ბაკალავრი და პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს, ასევე ზოგად ლიტერატურაში მოსწავლეებს. აბიტურიენტი სიღრმისეულად შეისწავლის ეროვნული გამოცდისათვის განსაზღვრულ ყველა საპროგრამო ნაწარმოებს. ყოველი ნაწარმოების დამუშავების შემდეგ აბიტურიენტი ადასტურებს თავის ცოდნას ფაქტობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტის საშუალებით; მოსწავლე შეისწავლის ეროვნული გამოცდისათვის განსაზღვრულ გრამატიკულ ნაწილს; შეასრულებს სხვადასხვა სახის შემაჯამებელ და გრამატიკულ დავალებას; მეცადინეობის დაწყებისთანავე აბიტურიენტი აქტიურად იმუშავებს ტექსტების რედაქტირებაზე; შეისწავლის ესეს/თხზულების წერის სტრუქტურას; შესაძლებლობა ექნება, გარდა საპროგრამო ნაწარმოებებისა, ესეს დავალება შეასრულოს არასაპროგრამო/უცხო ტექსტებზე, რაც აუმაღლებს ზოგადი ცოდნის დონეს, ხოლო აღნიშნული პრაქტიკა კარგი გამოცდილებაა ლიტერატურული პარალელების გამოსაყენებლად. მოსწავლე ყოველი თვის ბოლოს წერს ეროვნული გამოცდის იმიტირებულ ტესტს, რაც გვეხმარება თვითრეფლექსიაში. სწავლების გრაფიკი და გადასახადი განისაზღვრება ინდივიდუალურად. მასწავლებლის კომპეტენცია: ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი, ფილოსოფიის ბაკალავრი. შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სერიტიფიკატითა და 10 წლიანი სწავლების გამოცდილებით; სტატუსი - უფროსი მასწავლებელი