ქართული ენა და ლიტერატურა

პრემიუმი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
pin თბილისი
5.0
| 1 შეფასება

ვიწყებ სექტემბრიდან აბიტურიენტების მიღებას,ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ! სწავლის პროცესი წარიმართება უახლესი მეთოდებით,საფუძვლიანად შეისწავლით გრამატიკის იმ ნაწილს,რომელიც აუცილებელია ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.ლიტერატურული ნაწილის სრული კურსს გაივლით პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით,ხოლო რაც შეეხება თხზულების წერას(რომელიც ყველას უჭირს),ძალიან მარტივად შეგასწავლით,ამომწურავად,დეტალურად!წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალ აბიტურიენტს..

სალომესალომე
593-57-**-**
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.

ტელეფონი
პრო
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით
eyeნანახი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით ვამზადებ, როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე დისტანციურად; გაკვეთილს გაუძღვება სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებში, სასწავლო ცენტრებში, აგრეთვე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში ესეების გამსწორებლად მუშაობის გამოცდილებით. მაქვს 10 კრედიტზე ჩაბარებული ოთხი სასერტიფიკაციო გამოცდა. ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული მაქვს აბიტურიენტების სამუშაოდ ყველა საჭირო მასალა (საანალიზო და სარედაქტირო ტექსტები, ტესტები, მაღალქულიანი ესეები, ლიტ. თეორიისა და ლიტ. მიმდინარეობების საკითხები). ვამზადებ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (ჯგუფში არაუმეტეს 4 მოსწავლის). ფასი - შეთანხმებით. გისურვებთ წარმატებებს!

certificates icon სერტიფიკატი
ტელეფონი
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (განიხილება ბინაზე მისვლაც). მაქვს როგორც სკოლაში მუშაობის, ისე კერძო რეპეტიტორობის სამწლიანი გამოცდილება. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წითელ დიპლომზე. ამჟამად ვსწავლობ ხსენებული უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა დაფინანსებით. ჩემი უპირატესობაა თანამედროვე კრიტიკულ ლიტერატურასა და სამეცნიერო აზრებთან წვდომა, რომლებსაც ვაცნობ ჩემს მოსწავლეებს. ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ხალისიანი და მარტივად გავდივარ საუკეთესო შედეგებზე. სხვა დეტალებისთვის დამიკავშირდით და გაგაცნობთ მუშაობის პრინციპსა და მეთოდებს. მანამდე შეგიძლიათ, იხილოთ ჩემი რეზიუმე.

certificates icon სერტიფიკატი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
eyeნანახი
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

✅ ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში,როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს. ✅ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერების განხრით, ვარ აქტიური სტუდენტი მაგისტრატურის, ამავე მიმართულებაზე. გავლილი მაქვს წარმატებით 60 კრედიტიანი მაინორ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ✅ სწავლება მიმდინარეობს 1,30/2 საათი, როგორც ჯგუფში(მოსწავლეების რაოდენობა 4-5 ), ასევე ინდივიდუალურად სურვილისამებრ. ✅ მეცადინეობის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან გრამატიკის,მათთვის საჭირო სრულ კურსს. ვიმუშავებთ, როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურით,ასევე კლასგარეშე სახელმძღვანელოებით. სწავლების ფარგლებში დრო დაეთმობა ასევე ესეს წერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის პრაქტიკაში გამოყენებას. თეორიული მასალის გავლის პარალელურად მოსწავლეებს ჩაუტარდებათ,გავლილი მასალების შეჯამება გამოცდის სახით. ✅ სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებით,რაც მოსწავლის აქტურად ჩართვას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში. ✅ სწავლება მიმდინარეობს ადგილზე მოსვლით/მისვლით.