დაწყებითი კლასების რეპეტიტორი

დაწყებითი განათლების მასწავლებელი
eyeნანახი
დაწყებითი განათლების მასწავლებელი

მოგესალმებით! მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, (I, II, III, IVკლასი), შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა ბუნება ✅️გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათნახევარი/ ორი საათი.კვირაში 3/4/5 გაკვეთილი(სურვილისამებრ) ✅️ მეცადინეობაში შედის საგაკვეთილო მასალა + დამატებითი მასალით მეცადინეობა. მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ჰარმონიულად, რაც პირდაპირ კავშირშია საუკეთესო შედეგთან. ✅️დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მაგისტრის ხარისხი, ვმუშაობ სკოლაში, ასევე მაქვს კერძო რეპეტიტორობის 5 წლიანი გამოცდილებაც. მისამართი: საბურთალო, Ⓜ️ სახელმწიფო უნივერსიტეტი.

certificates icon სერტიფიკატი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

ეძებთ დაწყებითი კლასების ისეთ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ საგანი ასწავლოს თქვენს შვილს,არამედ ,შესაბამისი უნარები შესძინოს ბავშვს სხვადასხვა დისციპლინის ადვილად დასაძლევად?! მაშინ არჩევანი შეაჩერე ამ შემოთავაზებაზე - 10 სექტემბრიდან დგება 4 ადგილიანი ჯგუფები,კლასების მიხედვით, მაგისტრანტ პედაგოგთან, 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილებით. მომზადება 1-დან - მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; ხელოვნება; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლილ საგნებში, გააჩნია შესაბამისი კომპეტენციები, დადასტურებული დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან გამართულ მეტყველებას,წაკითხული მასალის სწორად გააზრებას, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და სხვა. ✔️ შეისწავლება ასაკის შესაბამისი, თემების,ჩანახატების და ტექსტების შინაარსის წერა. ამასთანავე,სწავლების პროცესი არ არის რუტინული,მოსაწყენი და სტრესული. აქ დაგხვდებათ- პერსონალიზებული სწავლება: ყველა ბავშვი უნიკალურია.გამომდინრე აქედან,ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია პერსონალიზებულ სასწავლო გეგმებზე, რომლებიც ითვალისწინებს თქვენი შვილის ძლიერ მხარეებს და მათი ინტერესების სფეროებს. თანამედროვე ტექნიკა: ეს მეთოდი აერთიანებს უახლეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, ინტერაქტიულ სწავლებას და კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოებს. ჰოლისტიკური განვითარება: ასეთი შეფასებით,ყურადღება ექცევა ბავშვებში , კრეატიულობისა და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათის ხანგრძლივობით.

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს

მოვამზადებ I - VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, ასევე მაქვს ქიმიის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. დავამთავრე თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი - ქიმიის პროგრამა. ამჟამად ვსწავლობ აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე. ვარ ცოდნაზე და შედეგზე ორიეტირებული, როგორც სკოლის პროგრამაში ასევე კლას გარეშე. ჩემი მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებლობის უნარი, თავად მოამზადოს, იმსჯელოს, იაზროვნოს და გადაჭრას პრობლემები, რაც სამომავლოდ დაეხმარება. დაწყებითებს ყოველ დღე, მყავს ავტომანქანა და მოლაპარაკების შესაბამისად სკოლიდან გამოყვანაც შემიძლია.

დაწყებითი კლასების (I-VI) რეპეტიტორი
დაწყებითი კლასების (I-VI) რეპეტიტორი

გთავაზობთ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადებას ყველა საგანში ონლაინ ფორმატით. გაკვეთილები მოიცავს როგორც სასწავლო მასალის ახსნას, ასევე საშინაო დავალებების მომზადებაში დახმარებას. თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გავითვალისწინებ, რათა სწავლა უფრო ეფექტური და კომფორტული იყოს. გაკვეთილების დროები: • ორშაბათი-კვირის ჩათვლით (დღეებზე შეთანხმება შესძლებელია) ჩემი განათლება: დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სამუშაო გამოცდილება: მუშაობის გამოცდილება მაქვს სკოლაში, სადაც ვარ საბაზო საფეხურის VII კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი. ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც კლასის მართვას, ასევე საგაკვეთილო მასალის ეფექტურად მიწოდებას სხვადასხვა საგნებში. აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე და მათი აკადემიური პროგრესის განვითარებაზე. პიროვნული უნარები: • კომუნიკაბელურობა – მარტივად ვამყარებ კონტაქტს მოსწავლეებთან და ვქმნი მათთვის მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს • მოთმინება და ყურადღება – მაქსიმალურად ვეცდები თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების და უნარების გათვალისწინებას • კრეატიულობა – გაკვეთილების ჩატარებისას ვიყენებ სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს, რათა სწავლა გახდეს უფრო საინტერესო და მოტივაციური • ორგანიზებულობა – ვგეგმავ და ვახორციელებ გაკვეთილებს ისე, რომ სასწავლო პროცესს ქონდეს სტრუქტურული და თანმიმდევრული მიდგომა • პასუხისმგებლობა – ვიღებ პასუხისმგებლობას მოსწავლის პროგრესზე და აქტიურად ვმუშაობ მათ განვითარებაზე

certificates icon სერტიფიკატი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნებისმიერ საგანში, გარდა რუსულისა და მათემატიკისა. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-3 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით. ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე