ვამზადებ მოსწავლეებს სკოლის საგნებში. მაქვს დიდი გამოცდილება. მოსწავლე შეიძენს უნარ-ჩვევებს და ჩამოიყალიბებს სწორ მიდგომებს. მეცადინეობები მიმდინარეობს: ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში. მეცადინეობა მოიცავს, როგორც სკოლის ასევე კლასგარეშე მასალის ათვისებას და მიღებული ცოდნის შემოწმებას, ტესტირებების სახით ლოკაცია : სანზონა, სურვილისამებრ განიხილება დისტანციური მეცადინეობებიც
მოვამზადებ დაწყებითი კლასის (I-IV) მოსწავლეებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, ინგლისური ენა, მათემატიკა და ხელოვნება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, მისი აკადემიური დონის გათვალისწინებით მაქვს თითოეულ ბავშვზე მორგებული სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს თავისთავად საგნების მომზადებას,კოგნიტური უნარების განვითარებას, მასალის უკეთესად ასათვისებლად სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში და აქტივობებში მონაწილეობას. რატომ უნდა ამირჩიოთ მე? მაქვს სწავლის ეფექტური და თანამედროვე მეთოდები, აგრეთვე მეგობრული და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემო. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული საქმიანობა, გამოცდილება, სოციალური უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები არის სრულიად შესაფერისი. იმედი მაქვს თქვენს პატარებთან შემდგომი თანამშრომლობის ერთი საგნის საფასური 60 ლარი, ორი ან მეტი საგნის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის შემცირება გაკვეთილები ტარდება კვირაში 3 დღე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) ✅️მოვამზადებ ბინაზე მისვლით ✅️სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. - ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის მესამე კურსის (minor) სტუდენტი. - ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. - მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. საათებთან, გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან ბავშვებს - ყველა საგანში, როგორც სკოლის, ასევე კლასგარეშე სახელმძღვანელოებით. გაკვეთილის ხანგძლივობა ერთი საათიდან ორ საათამდე, დამოკიდებულია ბავშვის ათვისების ხარისხზე და დავალებების რაოდენობაზე. გაკვეთილები ტარდება სახლში მისვლით. ვამზადებ მხოლოდ თბილისში.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, ინგლისურის ჩათვლით. მაქვს სკოლაში მუშაობის და რეპეტიტორობის ხანგრძლივი გამოცდილება.
1-7 კლასის მოსწავლეებს მოვამზადებ უმაღლეს დონეზე ყველა საგანში. მათ შორის,ინგლისურში,გერმანულსა და რუსულში.მაქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ბინაზე მისვლით, ასევე ონლაინ ფორმატში.
ვამზადებ 1-5 კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, (ინგლისურში 1-3 კლასის ჩათვლით). ვცხოვრობ მოსკოვის გამზირთან ახლოს, ცენტრალურ უბანში. ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ I-X კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით * ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე * სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე * ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით * ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, 3 კურსის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. აგრეთვე Minor-ად მაქვს (გერმანული ენა) * ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. * მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეს, ქართულ ენასა და მათემატიკაში. II-III კლასი. ვიმუშავებთ კითხვის გაუმჯობესებაზე, საშინაო დავალებებსა და სხვა დამატებით ფერად და სახალისო აქტივობებზე. იქნება საინტერესო, სახალისო, მრავალფეროვანი გაკვეთილები. საღამოს საათებში, შემიძლია როგორც სახლში მისვლით, ასევე ჩემთან მოსვლით მომზადება, საბურთალოს ქუჩაზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათ ნახევარი.
გამარჯობა, მე ვარ, იუჯი სკოლის მეოთხე კლასისი ხელმძღვანელი, ასევე სკოლის ფსიქოლოგი. მყავს მოსწავლეები დაწყებით საფეხურში, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. მეცადინეობის ფორმატი-ადგილზე მისვლით. რაც შეეხება გრაფიკს, თქვენთან შეთანხმებით. განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. minore: განათლება და მეცნიერება. ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურას ფსიქოლოგიის მიმართულებით.
გამარჯობა, ვამეცადინებ დაწყებითი კლასისი ბავშვებს სახლებში მისვლით ქართულში, მათემატიკასა და ინსლისურში. ვარ სტუდენტი, ვისაც მეტი დეტალი დაგაინტერესებთ დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
გთავაზობთ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადებას ყველა საგანში. გაკვეთილები მოიცავს როგორც სასწავლო მასალის ახსნას, ასევე საშინაო დავალებების მომზადებაში დახმარებას. თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს გავითვალისწინებ, რათა სწავლა უფრო ეფექტური და კომფორტული იყოს. ✅გაკვეთილების დროები: ორშაბათი-კვირის ჩათვლით (დღეებზე შეთანხმება შესაძლებელია) ✅ჩემი განათლება: დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ✅სამუშაო გამოცდილება: მუშაობის გამოცდილება მაქვს სკოლაში, სადაც ვარ საბაზო საფეხურის VII კლასის დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი. ჩემი საქმიანობა მოიცავს როგორც კლასის მართვას, ასევე საგაკვეთილო მასალის ეფექტურად მიწოდებას სხვადასხვა საგნებში. აქტიურად ვმუშაობ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე და მათი აკადემიური პროგრესის განვითარებაზე. ✅პიროვნული უნარები: ___კომუნიკაბელურობა – მარტივად ვამყარებ კონტაქტს მოსწავლეებთან და ვქმნი მათთვის მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს ___მოთმინება და ყურადღება – მაქსიმალურად ვეცდები თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების და უნარების გათვალისწინებას ___კრეატიულობა – გაკვეთილების ჩატარებისას ვიყენებ სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს, რათა სწავლა გახდეს უფრო საინტერესო და მოტივაციური ___ორგანიზებულობა – ვგეგმავ და ვახორციელებ გაკვეთილებს ისე, რომ სასწავლო პროცესს ქონდეს სტრუქტურული და თანმიმდევრული მიდგომა ____პასუხისმგებლობა – ვიღებ პასუხისმგებლობას მოსწავლის პროგრესზე და აქტიურად ვმუშაობ მათ განვითარებაზე
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) ✅️მოვამზადებ ბინაზე მისვლით, ასევე ბინაზე მოსვლით ✅️სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. - ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის მესამე კურსის (minor) სტუდენტი. - ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. - მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. საათებთან, გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
მოგესალმებით! მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, (I, II, III, IVკლასი), შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა ბუნება ✅️გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათნახევარი/ ორი საათი.კვირაში 3/4/5 გაკვეთილი(სურვილისამებრ) ✅️ მეცადინეობაში შედის საგაკვეთილო მასალა + დამატებითი მასალით მეცადინეობა. მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ჰარმონიულად, რაც პირდაპირ კავშირშია საუკეთესო შედეგთან. ✅️დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მაგისტრის ხარისხი, ვმუშაობ სკოლაში, ასევე მაქვს კერძო რეპეტიტორობის 5 წლიანი გამოცდილებაც. მისამართი: საბურთალო, Ⓜ️ სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ვამზადებ ბავშვებს პირველი კლასიდან მეოთხე კლასის ჩათვლით (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ინგლისური ენა).
გამარჯობა, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე3 კურსის სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი. მოვამზადებ I დან Vl კლასის ჩათვლით ბავშვებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩემი მთავარი ამოცანაა ბავშვის მაქსიმალური განვითარება და მშობლიური ენის სიღრმისეულ შესწავლაში დახმარება, ასევე სურვილისამებრ მოსწავლეს გავუზიარებ ცოდნას სხვა საგნებთან დაკავშირებითაც. ვამზადებ ვარკეთილში, მაგრამ შემიძლია ბინაზე მისვლითაც. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე