Angular-ის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის
თბილისი
კურსის ფარგლებში შეისწავლით მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ Frontend ფრეიმვორქს Angular.
ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 საათიდან 2 საათამდე, შევხვდებით ონლაინ, ტელეგრამის საშუალებით, ასევე ჩავიწერ ყველა ლექციას Full HD ფორმატში და გამოგიგზავნით ლექციის დასრულების შემდგომ.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით Angular “ფრეიმვორქის” საფუძვლებს, არქიტექტურის დაგეგმვას და რაც ყველაზე მთავარია, მოგიწევთ რეალურ API-სთან მუშაობა.
ჩემი მიზანია მაქსიმალურად მივაჩვიო სტუდენტი “ფრეიმვორქთან” მუშაობას და ვასწავლო მისი ყველა უპირატესობა.
კურსის დასრულების ბოლოს თქვენ გექნებათ გამოცდილება რეალურ API-სთან მუშაობის და შექმნით val-do.com-ის მსგავს საიტს, რომელშიც შევა:
-მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია
-მომხმარებლის როლები
-კურსების დამატება, რედაქტირება, წაშლა
-ფოტოების ატვირთვა
-კომენტარების მოდული
-შეფასებების მოდული
-ქვიზის მოდულის დამატება და სხვა…
კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეს val-do.com-ზე დამატებული კურსები:
-HTML CSS;
-JavaScript-ის კურსი დამწყებთათვის;
-TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის;
სერტიფიკატი