სახაზინო ადვოკატის აყვანა მოწყვლადი ბენეფიციარებისთვისაა ნებადართული, რომელთაც სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ. მომსახურების პირობებში, მომხმარებლებისთვის იურიდიული დახმარების მიღება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებშიც ნებადართულია. მსგავსი ტიპის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ გადახდისუუნარო პირებს ადმინისტრაციული სამართლის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საოჯახო დავები, დევნილთა უფლებები, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დაცვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. თუ გსურთ დეტალური კონსულტაცია სრულიად უფასოდ მიიღოთ, მაშინ ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტებისგან თქვენთვის სასურველ იურისტს დაუკავშირდით.