ამსტრონგის ჭერი საკმაოდ მოთხოვნადი არჩევანია კომერციულ ფართებსა და ბიზნეს ობიექტებზე, ნაკლებად შეხვდებით საცხოვრებელ სივრცეებში, თუმცა ყოველივე გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ ამ ტიპის ჭერის ბინასა და სახლში მონტაჟი გსურთ, არჩევანი თქვენზეა.
ქართულ ბაზარზე მასალის საკმოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ისინი ერთმანეთისგან ფუნქციით, ხარისხით, ფასითა და სხვა მახასიათებლით განსხვავდება.
გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რაც დაგეხმარებათ მასალის შერჩევაში.
ამსტრონგის ფილებს აქვთ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც განისაზღვრება მათი დანიშნულებით.
პირველ რიგში, განვიხილოთ მასალის ტექნიკური მახასიათებლები:
- ნესტგამძლე ფილები - გამოიყენება იმ შენობებში, სადაც მაღალია ნესტიანობა, მაგალითად:აუზები, სასაწყობე ფართები და ა.შ მასალა მზადდება ისეთი ნივთიერებისგან, რაც უმკლავდება ნესტის პრობლემას.
- ხმაგაუმტარი აკუსტიკური ფილები - დამზადებულია მასალისგან, რომელიც ხელს უშლის ხმის ტალღების გავრცელებას, რეკომედირებულია ისეთ სივრცეებში სადაც მაღალია ხმაურის დონე, მაგალითად სავაჭრო და გასართობ ცენტრებში, საკონცერტო დარბაზებში და ა.შ
- ჰიგიენური ფილები - ამ ტიპის ფილებით მოპირკეთებული ჭერი გათვალისწინებულია ისეთი დაწესებულებებისთვის როგორიცაა საავადმყოფოები, ბაღებიმ, კვების ობიექტები და სხვა.
- ცეცხლგამძლე ფილები - შეიცავს სპეციალურ საღებავებსა და კომპონენტებს, რომლებიც აფერხებს ცეცხლის გავრცელებას კონკრეტულ არეალზე. განკუთვნილია იმ ობიექტებზე სამონტაჟოდ სადაც მაღალია ხანძრის ალბათობა.
ჩამოთვლილთაგან, თქვენი მიზნობრიობიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ ის კონკრეტული, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება სივრცის მოთხოვნებს, თუ დამოუკიდებლად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ნუ ენდობით იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც არ აქვთ ამ სფეროში გამოცდილება, რადგან შეიძლება კონკრეტული მასალა მათთვის და თქვენთვისაც მისაღები იყოს, ხოლო ინტერიერისთვის კი - შეუსაბამო.
დაიხმარეთ
ამსტრონგის ჭერის ხელოსანი. მათ ჩვენი პლატფორმის საშუალებით იპოვით, დაუკავშირდებით და გაივლით კონსულტაციას ყველა საჭირო დეტალზე.