admin

admin admin

5/06/24 887 ნახვა

ტრენდები ჭერის დიზაინში - ხის ჭერი და ამსტრონგის ჭერი

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა არსებობს გაკვეული ტრენდები, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ხის მასალის გამოყენება ჭერისა და კედლების მოპირკეთებისთვის.
სხვა ალტერნატივებთან შედარებით ხის ჭერის გაკვრა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით, ინტერიერი შეიძენს მდიდრულ იერს, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალა კი დიდხანს მოგემსახურებათ. 
განვიხილოთ ის უპირატესობები, რაც ხის პანელებს აქვს:
ესთეტიურობა - ხე ბუნებრივი მასალაა, რომელსაც გააჩნია განუმეორებელი ვიზუალური იერსახე. სტრუქტურა გამორჩეულია ფერითა და ფაქტურით, რაც ინტერიერს უნიკალურობას სძენს და ქმნის თბილ, მყუდრო გარემოს.
ეკოლოგიურობა - ხის პანელები ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და უსაფრთხოა შიდა ინტერიერში გამოსაყენებლად. 
უზრუნველყოფს სივრცეში ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის ბალანსს, რითაც ხელს უწყობს ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნას.
მარტივი მოვლა - ადვილად მოსავლელია, არ სჭირდება წმენდა სპეციფიკური საწმენდი საშუალებებით, პირვანდელი იერსახის შესანარჩუნებლად საკმარისია ნოტიო ჩვრით გაწმენდა. თუმცა,
სურვილის შემთხვევაში, არსებობს ხის ფაქტურის დასამუშავებელი ხსნარებიც და შეგიძლიათ აღნიშნულიც გამოიყენოთ.
თბო და ბგერითი იზოლაცია - თუ კედლები და ჭერი მოპირკეთებულია ხის პანელებით, ზამთარში მარტივად არ გაატარებს სიცივეს და ოთახში შენარჩუნდება სითბო, რაც შეეხება ბგერით იზოლაციას, ხის ბუნებრივი ქსოვილი კარგად შთანთქავს ხმაურს, რაც ოთახში ქმნის სასიამოვნო, მშვიდ გარემოს და ამცირებს გარედან შემომავალი ხმაურის გავლენას.
სიმტკიცე და გამძლეობა - ხის პანელები საკმაოდ მდგრადია ბუნებრივი თუ მექანიკური ზემოქმედებისადმი და არ ზიანდება მარტივად.
მრავალფეროვნება  - არსებობს ხის დამუშავების უამრავი ხერხი, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტერიერში უნიკალური ვიზუალი.


რომ შევაჯამოთ, ხის მასალის გამოყენებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და თბილი გარემოს შექმნა სასურველ სივრცეში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სახლი თუ ოფისი. 


ჭერის აბშივკა - კატეგორიები და შერჩევა

ხის შეკიდული ჭერის გაკეთება უნდა მოხდეს წინასწარ შერჩეული ისეთი მასალით, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება ინტერიერსა და ჩვენს მიერ გათვლილ ბიუჯეტს.
არსებობს მრავალი სახის ხის ჯიში, რომელიც გამოიყენება ხის ჭერებისთვის, როგორიცაა მუხა, კაკალი,წაბლი, აკაცია და ა.შ
თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული ფერი, ტექსტურა და თვისებები, ასევე განსხვავებულია ფასთა დიაპაზონიც.
ნატურალური ხის გარდა არის მდფ და სხვა მასალებიც, რაც შედარებით ნაკლები ჯდება, თუმცა სწორი მონტაჟისა და მოვლის პირობებში ისეთივე ხანგრძლივი გამოყენების ვადა აქვს, როგორც ბუნებრივ ხეს.
განვიხილოთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხის ჭერის მასალის შერჩევისას:
ხის ჯიშს - როგორც აღვნიშნეთ, არსებობს სხვადასვა ჯიშები, რომლებიც გამოიყენება ხის ჭერისა და კედლის მოპირკეთებისთვის.
მათ შორის უპირატესობას ანიჭებენ წიწვოვან მასალას.
ის შეიცავს ფისს, რაც აფერხებს ლპობის პროცესს და ამ თვისების გამო იყენებენ მაღალი ტენიანობის სივრცეებშიც კი.
ფოთლოვანი ხის მასალაც გამოიყენება ისეთ ადგილებში სადაც ნაკლებია ტენიანობა და წყალთან შემხებლობა, მათგან საკმაოდ პოპულარული ჯიშებია - მუხა, რცხილა და სხვ.
ტენიანობას - რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ხის მასალის შერჩევისას, მაღალი ტენიანობის დროს მასალა ზომაში მცირდება, რაც იწვევს ხის დაბზარვას.
ე.წ ზამთრის ხის მასალის ტენიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე – ზაფხულის, შესაბამისად ის უფრო ნაკლებ ბზარს იჩენს, უფრო მშრალია და გამოირჩევა უკეთესი ტექსტურით.
გარეგნულ მახასიათებლებს - საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხის მასალები დაყოფილია ჯგუფებად კორძების რაოდენობისა და სახის მიხედვით. ეს კატეგორიები განსაზღვრავს, თუ რა სახის დაზიანებები არის დაშვებული მასალაში და რომელი უფრო მყარი და საიმედოა.
განარჩევენ A, B,C და AB სორტებს.
მათგან A ყველაზე მყარი და ხარისხიანია, მცირე რაოდენობის კორძებით.
B კატეგორიისთვის დასაშვებია შეზრდილი კორძები, ხოლო C კატეგორია არის მათგან ყველაზე დაბალი სორტი, რომელშიც ვხვდებით ბზარებსაც და ამოვარდნილ კორძებს, რაც საბოლოოდ მის შედარებით იაფ ღირებულებას განსაზღვრავს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტებისა, თითოეულ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სპეციფიკური ტექნიკური მოთხოვნები და განმარტებები მასალების სორტებთან დაკავშირებით, ამიტომ ამ ნაწილის დაზუსტებას უშუალოდ მომწოდებელ მხარესთან გირჩევთ.

რაც შეეხება ამსტრონგის ჭერს, ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებობს არმსტრონგის ფილების საკმაოდ დიდი არჩევანი, რომლებიც განსხვავდებიან ფუნქციით, ხარისხით, ფასითა და სხვა მახასიათებლებით. 
ნესტგამძლე ფილები - გამოიყენება მაღალი ნესტიანობის მქონე შენობებში, როგორიცაა აუზები და სასაწყობეები.
ხმაგაუმტარი აკუსტიკური ფილები - ხელს უშლის ხმის გავრცელებას და რეკომენდებულია ხმაურიან სივრცეებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები და საკონცერტო დარბაზები.
ჰიგიენური ფილები - გამოიყენება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები, ბაღები და კვების ობიექტები.
ცეცხლგამძლე ფილები - შეიცავს სპეციალურ კომპონენტებს, რომლებიც აფერხებს ცეცხლის გავრცელებას და გამოიყენება მაღალი ხანძარსაშიშროების მქონე ობიექტებზე.

შეჯამებისას უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ტიპის ჭერის შერჩევისას, იქნება ეს ამსტრონგის ჭერი, ხის ჭერი, გასაჭიმი ჭერი თუ სხვა  სჯობს რჩევა ამ საქმის პროფესიონალებს კითხოთ, რადგან მათ უკეთ იციან საქმის სპეციფიკა, ისინი გაგიწევენ კონსულტაციას მასალის სწორად შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო მონტაჟსაც, ჩვენი პლატფორმიდან მარტივად იპოვით მათ შეთავაზებებს და ასევე მარტივად შეძლებთ დაკავშირებასაც.

Ბლოგის ავტორი: ანა ბოლქვაძე

რეკომენდირებული სერვისები

რეკომენდირებული სტატიები

ამწე კრანი - ფუნქციები, ტიპები და გამოყენების სფეროები

ამწე კრანი - ფუნქციები, ტიპები და გამოყენების სფეროები

5 მარ 2025

პირველი ცნობილი ამწე მანქანა იყო შადუფი, წყლის ამწევი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონეს ძველ მესოპოტამიაში. სამშენებლო ამწეები მოგვიანებით გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც მათ ამუშავებდნენ ადამიანები ან ცხოველები და იყენებდნენ შენობების მშენებლობისას. უფრო დიდი ამწეები, მოგვიანებით შეიქმნა რომის იმპერიაში, ამისთვის გამოიყენეს სარბენი ბორბლები, რაც უფრო მძიმე სიმძიმის აწევის საშუალებას იძლეოდა. 

შუა საუკუნეებში ნავსადგურის ამწეები შემოიღეს გემების ჩასატვირთად და განტვირთვისთვის და მათ მშენებლობაში დასახმარებლად - ამწეებში ზოგი ქვის კოშკებში იყო ჩაშენებული დამატებითი სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის.

ამწეების გამოგონებამ კაცობრიობას გაუადვილა საქმე, რადგან მათ გარეშე ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და აწევა ადამიანის ხელით უნდა მომხდარიყო, ამ პროცესს მეტი დრო სჭირდებოდა და მთელი სისტემა საერთოდ არ იყო ეფექტური. 

თანამედროვე ამწე კრანების საშუალებით, შესაძლებელი ხდება ისეთი რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ხელით თითქმის წარმოუდგენელია. ბლოგში განვიხილავთ ამწე კრანების ტიპებს, მათ მახასიათებლებს, გამოყენების სფეროებსა და უპირატესობებს.

როდის გამოიგონეს თანამედროვე ამწეები ? 

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამწეების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ცათამბჯენებისა და უზარმაზარი ქალაქების აშენება.

ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების  გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად.
ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის. 

როგორი ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ის ?

ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც  განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:

  1. თვითმცლელი ამწე - არის სპეცტექნიკა, რომელიც აერთიანებს თვითმცლელისა და ამწის ფუნქციებს. ეს სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს მძიმე ტვირთების გადაზიდვის, აწევას და ტრანსპორტირებას. მისი გამოყენება აქტუალურია სამშენებლო, ლოგისტიკურ და სამრეწველო სფეროებში.
  2. კოშკურა ამწე - კოშკური ამწე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც გამოიყენება მაღალსართულიანი შენობების, ხიდებისა და სხვა მასშტაბური ობიექტების მშენებლობაში. მას შეუძლია დიდი ზომის და წონის ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის 20 ტონამდე. კოშკურა ამწეების სიმაღლე 30-დან 200 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთი სპეციალური მოდელი კიდევ უფრო მაღალ კონსტრუქციებზე მუშაობს.
  3. მანიპულატორი ამწე -  მანიპულატორი ამწე ეს არის სატვირთო ტიპის მანქანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. მანიპულატორი ამწე არის სპეციალური ჰიდრავლიკური ან რობოტული დანამატი, რომელიც მიზნად ისახავს ამწეების შესაძლებლობების გაძლიერებას ტვირთის აწევის, პოზიციონირებისა და მასალის გადატანისთვის. გამოირჩევა უპირატესობებით, როგორიცაა: კომპაქტურობა, მოქნილობა და საწვავის მცირე მოხმარება.
  4. სამშენებლო ამწე კრანი - სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ გადასატანად. მისთვის დამახასიათებელია, ამწის მაღალი სიმძლავრე და სტაბილურობა. ამ ტიპის ამწე კრანი სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ და ოპტიმალურად გადასატანად.
ამის გარდა გვხვდება ისეთი ამწეების ტიპებიც, როგორიცაა:

ჰიდრავლიკური ამწეები ძირითადად გამოიყენება ლოგისტიკაში, სამრეწველო ობიექტებზე და სამშენებლო მოედნებზე. ისინი გამოირჩევიან მაღალი ტვირთამწეობით და მოქნილობით, რაც მათ იდეალურად აქცევს მძიმე ინდუსტრიისთვის.
გემის ამწე კრანები ეს არის სპეციალური ამწეები, რომლებიც გამოიყენება პორტებში და გემებზე ტვირთების გადასატანად. ისინი განკუთვნილია კონტეინერების, მანქანებისა და სხვა მძიმე ტვირთების გადატანისთვის.

სად და რისთვის გამოიყენება ამწე კრანები ?

ამწე კრანების გამოყენების  სფეროები მრავალფეროვანია, მათ შორის შეიძლება გამოვარჩიოთ ძირითადი მიმართულებები, სადაც ამწეს მუშაობა განუზომლად დიდ ეფექტს იძლევა, როგორც ხარისხიანი საქმის შესრულებისას ასევე დროის დაზოგვის მიზნით. 
1. სამშენებლო ინდუსტრია - ამწე კრანები ერთ-ერთი აუცილებელია ცათამბჯენების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული ნაგებობების, ხიდებისა და კაშხლების მშენებლობისთვის. მათი დახმარებით მარტივდება დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების სიმაღლეზე მიწოდება და სასურველი კონსტრუქციების მარტივად მოწყობა. 
2. მრეწველობა და ქარხნები - ამწე კრანები მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ მძიმე აღჭურვილობისა და ნედლეულის გადაადგილებისთვის საჭირო სამუშაო პროცესებს. დღესდღეობით ქარხნებსა და საწარმოებში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ამწე კრანები.
3. ლოგისტიკა და სატრანსპორტო სფერო - ამწე კრანების სხვადასხვა სახეობა აქტიურად გამოიყენება სატრანსპორტო ჰაბებში, პორტებში და საწყობებში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამწე კრანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტვირთების დასაწყობებაში და ტრანსპორტირებაში.
4. სამაშველო ოპერაციები - სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს ამწე კრანები გამოიყენება ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად და მძიმე კონსტრუქციების მარტივად მოსაშორებლად.

შეიძლება თუ არა ამწე კრანის დაქირავება ოპერატორთან ერთად ?

ამწე ოპერატორით, ამ ტიპის ამწე კრანის დაქირავება შესაძლებელია, როგორც ოპერატორთან ერთად, ისე მის გარეშე. თუ გადაწყვეტთ ამწეს ოპერატორთან ერთად დაქირავებას, ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ უსაფრთხო, ეფექტური და ოპტიმალური სერვისი. გამოცდილ ოპერატორს შეუძლია ტექნიკის მაქსიმალური პროდუქტიულობით გამოყენება, რაც ამცირებს შეცდომების ალბათობას და ზრდის სამუშაოს ხარისხს. გარდა ამისა, ოპერატორით მომსახურება ხშირად შეიცავს დამატებით უსაფრთხოების ზომებს, რაც უზრუნველყოფს სანდო და გამართულ მუშაობას. ამწე ოპერატორი ყოველთვის  ითვალისწინებს ქარის სიჩქარეს, რადგან ძლიერი ქარი ამწეების მანევრებს უფრო რთულს და პოტენციურად სარისკოს ხდის. გარდა ამისა, ამწეს აქვს სხვადასხვა წონის სიმძლავრე იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია დატვირთვა კოშკიდან, ამიტომ ამწე ოპერატორი იყენებს დატვირთვის მომენტის ინდიკატორს, რათა დარწმუნდეს, რომ ყოველთვის დაცულია ამწეს ყველა უსაფრთხოების პარამეტრები. ამწე ოპერატორით და მის გარეშე შეგიძლიათ იქირაოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

სად და როგორ შეიძლება დავიქირაოთ სასურველი ამწე კრანი ?

თუ დაგჭირდათ ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გადაადგილება, ამწე მანიპულატორის მომსახურება საუკეთესო გამოსავალია. საიტზე servisebi.ge საშუალება გაქვთ მარტივად მოიძიოთ ამწე მანიპულატორი და მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება. გაეცანით განცხადებებს, თვალი გადაავლეთ მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღეთ. 

​რა არის ამწე კალათა და რისთვის გამოიყენება - ყველა საჭირო დეტალი

​რა არის ამწე კალათა და რისთვის გამოიყენება - ყველა საჭირო დეტალი

5 მარ 2025

20-ე საუკუნის დასაწყისში, ჰიდრავლიკური და ელექტრომექანიკური სისტემების განვითარებამ შესაძლებელი გახადა უსაფრთხო და მობილური ამწე კალათების შექმნა. თავდაპირველად, ისინი ძირითადად გამოიყენებოდა მშენებლობაში, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში და სამაშველო ოპერაციებში. 

ამწეები არის ე.წ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შექმნილია განსხვავებული მახასიათებლებით და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ისეთ სიმაღლეზე სამუშაოების შესასრულებლად, სადაც კიბის გამოყენებით ძნელად თუ მოხვდებით. ამწე კალათა, სწორედ ერთ-ერთი ასეთია. კალათის ამწეებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქვთ განსხვავებული მახასიათებლები მათი გამოყენების არეალის მიხედვით. ამწე კალათის გამოყენებით, მარტივდება მაღალსართულიანი შენობების ფასადების მოწესრიგება, ელექტრო და ინტერნეტ კაბელების მოწესრიგება, ტექნიკური სამუშაოების შესრულება, სარეკლამო ბანერების დამონტაჟება, სარემონტო სამუშაოების შესრულება და სხვა. 

რა არის ამწე კალათა?

ამწე კალათები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამწეები, რომლებიც განლაგებულია კალათების სახით სატვირთო მანქანებზე ან ანალოგიურ ოთხ ბორბლიან სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ამწე კალათა არის ასაწევ მექანიზმზე დამონტაჟებული ტექნიკური პლატფორმა, რომელსაც შეუძლია სწრაფად იმოძრაოს სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე. იგი გამოიყენება ნივთების გადასატანად სიმაღლეზე, რომელთა გადატანა შეუძლებელია კიბის გამოყენებით ან ფიზიკურად მუშაობით. ამწე კალათა უზრუნველყოფს ოპერატორების უსაფრთხო მუშაობასაც ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ძნელად არის მიდგომა შესაძლებელი. 

როდესაც საქმე ეხება სამუშაო ადგილების უსაფრთხო წვდომას, ამწე კალათა არის მრავალმხრივი და აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიებში, მათ შორის სამშენებლო და სამრეწველო სფეროში. ამწე კალათები უზრუნველყოფს პერსონალისთვის სტაბილურ და უსაფრთხო პლატფორმას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ დავალებები სიმაღლეებზე, რომელთა მიღწევა სხვაგვარად რთულია. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, როგორიცაა ხარაჩოები და საჰაერო სამუშაო პლატფორმები, ამწე კალათებს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ისეთ სამუშაო პროცესებში, სადაც გადამწყვეტია სწრაფი გადაადგილება. პოზიციონირების მოქნილობა და მინიმალური დაყენების დრო. მაგალითად, ამწე კალათები იდეალურია პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ხშირ გადაადგილებას სხვადასხვა სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეებში, სადაც ხარაჩოები არ შეიძლება ეფექტურად დამონტაჟდეს.

სად გამოიყენება ამწე კალათა აქტიურად ?

ამწე კალათები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამწეს მოდელზე, მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ადამიანის ან ბიზნესის საჭიროებებზე. მათ შორის ყველაზე ხშირად:

  • მშენებლობა და რემონტი - მაღალ შენობებზე სამუშაოდ, შუშის ფასადების გასაწმენდად და რეკლამების დასამონტაჟებლად.
  • ენერგეტიკა - ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება და მოვლა.
  • სამშენებლო ნარჩენების ან მასალების ტრანსპორტირება - მძიმე ტვირთების ზემოთ აწევა.
  • სახანძრო და სამაშველო სამუშაოები - სახანძრო სამსახური იყენებს მათ ხალხის გადარჩენისა და სახლების ჩაქრობისთვის.
  • მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებები - ამ მიმართულებით ამწე კალათის გამოყენება ამარტივებს მაგისტრალებსა და სხვადასხვა ადგილებში გზიდან შედარებით მაღლა მდგარ ბილბორდებზე სარეკლამო განაცხადების განთავსებას. 
რატომ არის ამწე კალათა ეფექტური გადაწყვეტა სიმაღლეზე სამუშაოდ ?

მიუხედავად იმისა, რომ ამაღლებულ ადგილებში წვდომის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ამწე კალათები ხშირად ეკონომიურია, განსაკუთრებით მოკლევადიანი ან დროებითი პროექტებისთვის. ხარაჩოების დადგმა და დემონტაჟი შეიძლება იყოს ძვირი, ხოლო საჰაერო სამუშაო პლატფორმებს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ოპერატიული მომზადებისა და ტექნიკური ხარჯები. 
ამის საპირისპიროდ, ამწე კალათების დაქირავება ან შეძენა შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად და მათი თავსებადობა არსებულ ამწე აღჭურვილობასთან შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს ხარჯები.
მცირე სამშენებლო კომპანიებისთვის ან ბიზნესებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ხანდახან სჭირდებათ მაღალი წვდომა, ამწე კალათები წარმოადგენს პრაქტიკულ გადაწყვეტას, რომელიც აბალანსებს უსაფრთხოებას, ეფექტურობას და ღირებულებას. 
ნორმალურ პირობებში სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენებულ ამწეებს არ აქვთ ქალაქში ადვილად გადაადგილების უნარი, რადგან აქვთ დიდი სიმძლავრე. ვინაიდან კალათა ამწეები განთავსებულია სატვირთო მანქანების ან მსგავსი მანქანების უკან, ისინი ადვილად შედიან ყველაზე ვიწრო ქუჩებშიც კი. ამ მხრივ, ამწე კალათები რომლებსაც მობილურობის კუთხით მაღალი მახასიათებლები აქვთ, ყოველდღიური მოხმარების ყველაზე სასურველ მანქანებს შორისაა.

რა არის ამწე კალათა მაკრატელი და სად გამოიყენება ის ?

ამწე კალათა მაკრატელი არის საჰაერო სამუშაო პლატფორმის ტიპი, რომელიც ხასიათდება ერთმანეთზე გადაბმული ლითონის საყრდენების სერიით, რომელიც წააგავს მაკრატლის წყვილის ფორმას, როდესაც ის გაფართოებულია. 
ეს დიზაინი ამწე კალათას საშუალებას აძლევს შეასრულოს ვერტიკალური მოძრაობები მარტივად და მისი საყრდენების გამოყენებით. როგორც წესი, ამწე კალათა მაკრატელი იკვებება ჰიდრავლიკური, პნევმატიკური ან მექანიკური საშუალებებით და გვთავაზობს სტაბილურ და საიმედო პლატფორმას მუშებისა და მოწყობილობებისთვის სხვადასხვა სიმაღლეზე.
ამწე კალათა მაკრატელი გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათი მრავალფეროვნების, საიმედოობისა და უსაფრთხოების მახასიათებლების გამო. ზოგიერთი გავრცელებული სექტორი, სადაც მაკრატელი ამწეები შეუცვლელია, შემდეგია:
  • სამშენებლო სამუშაოების დროს;
  • სასოფლო სამეურნეო სამუშაოების დროს;
  • სასაწყობე და სადისტრიბუციო ცენტრებში;
  • სარემონტო პროცესების მიმდინარეობისას;
  • სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზების დროს;
რატომ უნდა აირჩიოთ ამწე კალათის გამოძახების სერვისი?
  • დროულობა - შეგიძლიათ მიიღოთ კალათა ზუსტად მაშინ, როცა გჭირდებათ.
  • ბიუჯეტური გადაწყვეტა - არ არის საჭირო ძვირადღირებული აღჭურვილობის შეძენა.
  • უსაფრთხოება - პროფესიონალების მიერ მოწოდებული სერვისი უზრუნველყოფს სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს. 
  • მრავალფეროვანი გამოყენება - გამოიყენება სამშენებლო, სარემონტო, დასუფთავებისა და სხვა სამუშაოებისთვის.
რა ღირს ამწე კალათის დაქირავება და სად შემიძლია ის გამოვიძახო ?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს სხვადასხვა ტიპის, ზომის, ფორმის და მოცულობის მქონე ამწე კალათები. შესაბამისად, სასურველი ამწე კალათის დაქირავების ან შეძენისთვის საჭირო ხარჯები განსხვავებულია. ძირითადად, ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა: ამწე კალათის ტიპი, სამუშაოს ხანგრძლივობა და ლოკაცია. 

საშუალოდ, ამწე კალათის, მათ შორის, მაკრატელა ამწე კალათის დაქირავების ღირებულება 100 დან 500 ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სამუშაოების ტიპზე, დღეების რაოდენობაზე, თუ რამდენი ხნით გიწევთ დაქირავება და სხვა. ფასი იცვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ქირაობთ ამწე კალათას ოპერატორით ან მის გარეშე. 

servisebi.ge-ზე არაერთი განცხადებაა, სადაც მარტივად აღმოჩენთ თქვენთის სასურველ ამწე კალათას, რომელიც როგორც ქალაქებში, თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისსა და ბათუმში მოგემსახურებათ ან შეგიძლიათ გამოიძახოთ, ისე მის შემოგარენშიც. 

ყველაფერი საკურიერო მომსახურებაზე – როგორ მუშაობს სწრაფი მიტანის სერვისი

ყველაფერი საკურიერო მომსახურებაზე – როგორ მუშაობს სწრაფი მიტანის სერვისი

4 მარ 2025

მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამეა, ქალაქში ხარ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და მცირე დროში მიიღოს ამანათი მითითებულ მისამართზე. 

საკურიერო სერვისები, არაერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რაც მიუთითებს ამ მომსახურების მრავალწლიან არსებობაზე. ძველ დროში კურიერი ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში არსებობდა. ძირითადად, მათი მოვალეობა, მნიშნელოვანი ბრძანებების და წერილების ადრესატამდე მიტანა იყო. 

არსებობდნენ ე.წ მაცნეები, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ მაცნეს ევალებოდა სასწრაფო ცნობის გავრცელება, იყენებდნენ ცხენოსანი მაცნეების მომსახურებას. 

მარათონი 26 მილის სიგრძეა კურიერის გამო. ცნობილი ძველი ბერძენი კურიერია
ფეიდიპიდესი, რომელმაც როგორც ამბობენ, 26 მილი გაირბინა მარათონიდან ათენამდე, რათა მიეტანა ცნობა სპარსელებზე ბერძნების გამარჯვების შესახებ ძვ. წ. 490 წელს. 

Wells Fargo იყო პირველი ოფიციალური საკურიერო სერვისი შეერთებულ შტატებში. 1858 წელს, Wells Fargo-მ ხელი შეუწყო Overland Mail Company - განთქმული "Butterfield Line" -ის შექმნას. 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკურიერო კომპანია, United Parcel Service (UPS), დაარსდა სიეტლში 1907 წელს ორი თინეიჯერი ბიჭის მიერ. ისინი ამანათებს ძირითადად ფეხით და ველოსიპედით აწვდიდნენ.

XXI საუკუნეში საკურიერო მომსახურება ონლაინ ვაჭრობასთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა. გაჩნდა ექსპრეს მიტანის, დრონებით მიწოდების და სხვა სერვისები, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა საერთაშორისო ვაჭრობა. 

ვინ არის და რას აკეთებს კურიერი ?

კურიერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ამანათების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას. კურიერი ახორციელებს ამანათების ან ტვირთების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე უმოკლეს დროში. შესაბამისად, კურიერის ხშირად უწევს ისეთი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რომელიც ამანათების უმოკლეს დროში მიწოდებას მოიცავს.

კურიერი ცნობილია მიწოდების სისწრაფით, საიმედოობითა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით. კურიერები ხშირად მუშაობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, როგორიცაა: ქალაქი ან რეგიონი, და კარგად ესმით ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარშრუტები. 

ონლაინ შოპინგის ზრდისა და სწრაფი და ეფექტური მიწოდების სერვისების საჭიროების გამო, კურიერები თანამედროვე ეკონომიკის და სავაჭრო მიმართულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი კომფორტს უქმნიან ბიზნესს და ადამიანებს სასურველი პროდუქტის სახლთან მიწოდებით. 

კურიერი უზრუნველყოფს, რომ გამოძახებული ან შეძენილი პროდუქტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და სხვადასხვა ამანათები აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე, უსაფრთხოდ და დროულად, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინდუსტრიის გამართულ ფუნქციონირებას და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.

რას მოიცავს სწრაფი მიტანის სერვისი ?

სწრაფი მიტანის სერვისი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებას და ზრდას. 

მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, გემრიელი საკვები მოგინდა, სანატრელი ამანათი ჩამოგივიდა, ეზოს მოწყობა გადაწყვიტე და შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს, ან მოულოდნელად ავტომობილისთვის ზეთის შეცვლა გჭირდება, რემონტის პროცესში საღებავი დაგაკლდა თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, დღესდღეობით სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას გაძლევს გამოიძახო ის, რაც გჭირდება და კურიერის დახმარებით სასურველ მისამართზე მიიღო.

  1. მიტანის სერვისით სარგებლობს არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც საჭიროებენ პროდუქტის სწრაფად მიწოდებას;
  2. მიტანის სერვისი ამარტივებს ადამიანების ცხოვრებას, ზოგავს მათ დროს, ხარჯებს და ენერგიას. ბიზნეს სუბიექტებისთვის სწრაფად მიტანა ზრდის მათი ბრენდის სანდოობას და კმაყოფილებას;
  3. მიტანის სერვისი უზრუნველყოფს უსაფრთხოდ და მცირე დროში სასურველი ნივთების მიწოდებას ონლაინ შოპინგის შემდეგ თუ სასურველი კერძის გამოძახების დროს;
  4. მომხმარებლის მიერ მიღებულ შეკვეთას ამუშავებს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიტანის სერვისის მიწოდებას. ამის შემდეგ, კურიერი აწვდის პროდუქტს მომხმარებელს მითითებულ მისამართზე;
  5. მიტანის სერვისი მომხმარებელს და კომპანიებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ადგილზე მიიღოს ამანათი და სხვადასხვა ტიპის ტვირთი. სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას აძლევს ადამიანებს, როგორც თბილისში, ბათუმში ისე რეგიონებში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სასურველი პროდუქტის უმოკლეს დროში მიწოდება.
რა დროს უნდა ავირჩიოთ 24 საათიანი მიწოდების სერვისი ?

24-საათიანი საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს სწრაფ და უწყვეტ მიწოდებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს სერვისი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ამანათები, საკვები, მედიკამენტები ან სხვა ნივთები, რაც კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევებისთვის, როცა პროდუქტის სწრაფად მიტანა კრიტიკულია.

როგორი ტიპის საკურიერო მომსახურება არსებობს ? 

საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველი პროდუქტი მიიღონ მარტივად და უსაფრთხოდ. ეს მომსახურება, როგორც ბიზნეს კომპანიებისთვის, ისე კერძო პირებისთვის ერთგვარი კომფორტია. 
კურიერის გამოძახება შესაძლებელია ონლაინ, როგორც ვებ-გვერდის, ისე აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.  საკურიერო მომსახურებას აქვს რამდენიმე მიმართულება, რომელიც განსხვავებულ სერვისს მოიცავს, მათ შორისაა:
1. სტანდარტული საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მიწოდებისთვის მოიცავს 1-3 დღემდე. აქვს შედარებით დაბალი ტარიფი და იდეალურია, როცა არ გეჩქარებათ ნივთის მიწოდება. კვების, ფარმაცევტული და სხვა ობიექტები, სტანდარტული მიწოდებისთვის აწესებენ რამდენიმე წუთს ან საათს.
2. ექსპრეს საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს ამანათების მიწოდებას შეკვეთიდან იმავე დღეს ან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. 
3. საკურიერო მომსახურება  24/7 - ერთ-ერთი კონკურენტული და მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქტი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიიღოს. 
4. ადგილობრივი საკურიერო მომსახურება - სხვადასხვა ქალაქებში არსებობს ადგილობრივი საკურიერო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ადგილობრივ დონეზე. პოპულარულია ონლაინ ბიზნესებისთვის სხვადასხვა საკვების, საჩუქრების ან ამანათების მიწოდების პროცესში.
5. სპეციალური საკურიერო მომსახურება - ეს სერვისი მოიცავს განსაკუთრებით დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების და ამანათების გადაზიდვას. მნიშვნელოვანია რომ საკურიერო ტრანსპორტი იყოს გამართული და არ მოხდეს პროცესის შეფერხება.
6. საერთაშორისო გადაზიდვები - ეს სერვისი მოიცავს საკურიერო მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მომხმარებელს არ უწევს საბაჟო პროცედურების გავლა , ამას თავად საკურიერო მომსახურება უზრუნველყოფს. 

სასურველი და გამოცდილი საკურიერო მომსახურების შერჩევა შეგიძლიათ საიტზე servisebi.ge აქ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კერძო კურიერი ან საკურიერო კომპანია და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ კურიერის მომსახურება სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით. 

ტელევიზორის მონტაჟი და შეკეთება – რას გვთავაზობს პროფესიონალი ხელოსანი

ტელევიზორის მონტაჟი და შეკეთება – რას გვთავაზობს პროფესიონალი ხელოსანი

3 მარ 2025

ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ტექნიკაა, არამარტო სახლში, არამედ სამუშაო, გასართობ და სხვა ტიპის სივრცეებში. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი იგებს ახალ ამბებს, უყურებს ფილმებს, თვალს ადევნებს საინტერესო მოვლენებს ან ინტერნეტის ეპოქაში აქტიურად იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით.  პირველად  ტელევიზორი 1934 წელს დამზადდა გერმანიაში და ნელ-ნელა დაიწყო მისი გავრცელება აშშ-ში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში. 

დღესდღეობით ტელევიზორები იყოფა სხვადასხვა კატეგორიად მათი ტექნოლოგიის, ფუნქციების, ეკრანის ტიპის და გამოყენების მიხედვით. ეკრანის ტექნოლოგიის მიხედვით გვხვდება: LED, OLED, Plasma, LCD, QLED, MicroLED და სხვა. 
ფუნქციონალის მიხედვით გვხვდება ისეთი ტიპის ტელევიზორები, როგორიცაა: Smart, Android, Google, Apple და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტელევიზორის მენიუ მარტივი ფუნქციონალით გამოირჩევა და მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოახდინოს მისი ინსტალაცია. გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება ქმნის დამატებით კომფორტს და გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას თუ თქვენი ტელევიზორის მონტაჟი, შეკეთება ან გასწორება გჭირდებათ. 

რას მოიცავს ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება ?

არსებობს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორი. შესაბამისად, მათი შეკეთებისთვის საჭიროა, გამოცდილება და ცოდნა. ტელევიზორის ხელოსანი კი, ის ადამიანია, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია რომ დაზიანებული ან არეული პროგრამის მქონე ტელევიზორი სწორად და მცირე დროში შეაკეთოს. თუ ტელევიზორს უჭირს wifi-ქსელთან დაკავშირება, გამოსახულების ხმა არ ისმის ძველებურად და ეკრანიც ისე მკვეთრად აღარ აჩვენებს, როგორც აქამდე, ტელევიზორის ხელოსანი ყველა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

როდის ან სად შეიძლება ტელევიზორის ხელოსანი გამოვიძახოთ ? 

თუ ტელევიზორი მოულოდნელად დაზიანდა შეგიძლია, ისარგებლო ხელოსნის გამოძახების მომსახურებით. ეს სერვისი, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ ტელევიზორის მოხსნა და მისი გადატანა შესაბამის სერვის ცენტრში. ტელევიზორის ხელოსანი გამოძახებით, არის საუკეთესო სერვისი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ გამოცდილი ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება. შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით არა მარტო, თბილისსა და ბათუმში, არამედ რუსთავში

  • პირველ რიგში, ტელევიზორის ხელოსანი მოდის თქვენს მიერ მითითებულ ადგილზე. 
  • თან აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო და ინვენტარი, რაც მუშაობის პროცესში სჭირდება. ადგილზე მოსვლის შემდგომ, აფასებს ტელევიზორის პრობლემას და ადგენს დაზიანების მიზეზს. 
  • ამის შემდგომ იწყებს მის შეკეთებას , რაც მოითხოვს მცირე დროს და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს.
რა არის სმარტ ტელევიზორი და რით გამოირჩევა ის ?

სმარტ ტელევიზორი, იგივე ჭკვიანი ტელევიზორი, გამოირჩევა ისეთი ფუნქციებით, რაც არ აქვს ჩვეულებრივ ტელევიზორს. სმარტ ტელევიზორი საუკეთესო არჩევანია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტელევიზორში უყუროს სხვადასხვა პოპულარულ ინტერნეტ გადაცემებს, მარტივად მოახდინოს ტელეფონის ინტეგრაცია ტელევიზორთან, უყუროს Youtube-ს ან მისთვის საყვარელ ინტერნეტ ვებ-გვერდებს ადევნოს თვალი. თანამედროვე სმარტ ტელევიზორების სისტემა მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე. შესაბამისად, სმარტ ტელევიზორის გასწორება, შეგიძლიათ თავად ან სპეციალისტის დახმარებით.  

რა პრობლემა ექმნება lg და სამსუნგის ტელევიზორს ყველაზე ხშირად ?

lg და სამსუნგი ტელევიზორის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და დიდი კომპანიებია. შესაბამისად, მომხმარებლებიც აქტიურად იყენებენ მათ მიერ წარმოებულ ტელევიზორებს. თუმცა, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ორივე წარმოების ტექნიკა დაზიანდეს ან შეექმნას გარკვეული პროგრამული ხარვეზები. თუ სახლში, დიდი ხანია იყენებ lg-ის ან samsung-ის ტელევიზორს და მასზე პრობლემა შეგექმნა, lg - ის და სამსუნგის ტელევიზორის ხელოსანი დაგეხმარება მის მარტივად მოგვარებაში.

lg ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი დაზიანებები, როგორიცაა:
  • აუდიო და ხმის სისტემის დაზიანებები; 
  • wifi ქსელთან დაკავშირების პრობლემები;
  • გამოსახულების სიმკვეთრის ცვლილება;
  • ეკრანის გატეხა ან ნაწილობრივ დაზიანება მექანიკური ზემოქმედებით;
სამსუნგის ტელევიზორზე ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემებია:
  • wifi კავშირის შეფერხება;
  • ეკრანის მოულოდნელად ჩაქრობა;
  • სმარტ ტიპის სამსუნგის ტელევიზორზე აპლიკაციების ძნელად დაინსტალირება;
ამ და სხვა ტიპის დაზიანებების დროს მნიშვნელოვანია რომ შეარჩიო ხელოსანი, რომელსაც აქვს ცოდნა როგორც lg ისე სამსუნგის მოდელის ტელევიზორების შესახებ.  

რას მოიცავს სერვისი პლაზმური ტელევიზორების შეკეთება ?

ზოგადად პლაზმური ტელევიზორი ან პლაზმური ეკრანი განსხვავდება სხვა ტელევიზორებისგან, როგორიცაა: LCD და LED.  პლაზმური ტელევიზორის ეკრანი გამოირჩევა მაღალი კონტრასტებით. ამის გარდა, უფრო დიდი ზომის ეკრანზე მაღალია გამოსახულების გარჩევადობა და ბუნებრივი ფერების სიმკვეთრე. გამოსახულების აღქმა, როგორც პირდაპირ ისე, გვერდითა კუთხიდან ყურების შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია.  თუმცა, შესაძლოა, პლაზმურ ტელევიზორსაც გაუჩნდეს პრობლემები და დაგჭირდეს ტელევიზორების შეკეთება. ყველაზე გავრცელებული პრობლემები პლაზმურ ტელევიზორზე. 
  • შესაძლებელია, მოხდეს პლაზმური ტელევიზორის ეკრანის გამორთვა ე.წ ეკრანის “ჩაწვა”;
  • უდიო სისტემას მწყობრიდან გამოსვლა. აცდენა აუდიო სისტემას და გამოსახულებას შორის;
  • სრულად ან ნაწილობრივ დაიკარგოს გამოსახულების ფერების სიმკვეთრე;
  • სრულად გაითიშოს ტელევიზორის ეკრანი, ისმოდეს მხოლოდ ხმა;
  • საჭიროა პლაზმური ტელევიზორის ეკრანის შეცვლა;
რატომ არის მნიშვნელოვანი ტელევიზორის სწორად მონტაჟი?
  • ტელევიზორის სწორად დამონტაჟება კედელზე ათავისუფლებს მეტ სივრცეს თქვენს საცხოვრებელ ბინასა თუ სახლში და უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმიზაციას;
  • სწორად დამონტაჟებული ტელევიზორი გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რადგან არასწორად დამონტაჟებულმა ტელევიზორმა შეიძლება ვერ გაუძლოს სიმძიმეს და ჩამოვარდეს. ამის გამო კი, შეიძლება მოგიწიოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა და ტელევიზორის ჩაბარება;
  • ტელევიზორის მონტაჟი ადგილზე მისვლით, მოიცავს გამოცდილი სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თუ რა სიმაღლეზე და როგორი კუთხით იქნება ოპტიმალური ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება;
  • გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ტელევიზორის კაბელების მარტივად დამალვაში, რაც უფრო ესთეტიკურ იერს მიანიჭებს თქვენს ინტერიერს;
რა უნდა იცოდეთ სანამ ტელევიზორს კედელზე დაკიდებთ ?

დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია ტელევიზორის კედელზე დაკიდება. იმისთვის რომ, თქვენი სასურველი ტელევიზორი, ისე მოთავსდეს ინტერიერში რომ იყოს ლამაზად და შეძლოთ ყველა კუთხიდან გამოსახულების მარტივად და მკაფიოდ დანახვა საჭიროა, სწორად მოხდეს თქვენ მიერ შეძენილი ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება. 

რა მომსახურების გაწევა შეუძლია ხელოსანს თუ გვჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება ?
  • თუ გჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება, ხელოსანი ის სპეციალისტია, რომელიც დაგეხმარება მის სწორად და უსაფრთხოდ დამონტაჟებაში. 
  • ხელოსანი გირჩევს, თუ რა სიმაღლეზე, რომელ კედელზე ან როგორი ტიპის ჩარჩოთი უნდა მოხდეს ტელევიზორის დამონტაჟება. 
ამის გარდა, გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ისეთ სამუშაოებში, როგორიცაა:
  • ტელევიზორის სხვადასხვა ტიპის კედელზე დამონტაჟება. მათ შორის: აგურის, თაბაშირ-მუყაოს, ბეტონის და სხვა;
  • ტელევიზორის ოპტიმალურ სიმაღლეზე ჩამოკიდებას, რომ ყველა მხრიდან მკაფიოდ ჩანდეს გამოსახულება;
  • ტელევიზორის საკიდის უსაფრთხოდ დამონტაჟებას ყველა წესის და სტანდარტის დაცვით;
  • ტელევიზორის ანტენის დაყენებასა და მის კონფიგურაციაში;
თუ ტელევიზორის პროგრამისტი დამჭირდა ვინ დამეხმარება ?
  • ტელევიზორის პროგრამისტი არის გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე სმარტ ტელევიზორთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ მარტივად გადაჭრას. 
  • ამის გარდა, უზრუნველყოფს სმარტ ტიპის ტელევიზორზე ფუნქციების ოპტიმიზაციას;
  • იქიდან გამომდინარე, რომ სმარტ ტელევიზორი აპლიკაციების გარეშე, ნაკლებად გამოყენებადია, სპეციალისტი უზრუნველყოფს აპლიკაციების სწორად დაინსტალირებას და გასწავლით თუ როგორ შეიძლება თქვენი ტელევიზორის ყველა ჭკვიანური ფუნქციის ათვისება.
რას მოიცავს ტელევიზორის ანტენის დაყენება ? 

თუ თქვენი სურვილია, ტელევიზორში, რაც შეიძლება მეტი არხის ყურება შეძლოთ საჭიროა, სწორად მოხდეს ხარისხიანი ანტენის შერჩევა და მისი დაყენება. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტენა, მათ შორის: 
  • ისეთი, რომელიც მაგრდება სახლის სახურავზე და იღებს უფრო მეტ სატელევიზიო არხების სიგნალს, ე.წ გარე ან სახურავის ანტენები;
  • შიდა ანტენები, რომლის მარტივად დამაგრება შესაძლებელია ტელევიზორზე, მისი კომპაქტური ზომის გათვალისწინებით;
  • ასევე, აქტიურად გამოიყენება სატელიტური და სხვადასხვა სიგნალის მისაღებად საჭირო მიმართული ანტენები;
თუ ეძებ გამოცდილ ტელევიზორის ხელოსანს ყველა ზემოჩამოთვლილი სერვისისთვის, ვებ-გვერდზე servisebi.ge, შეგიძლიათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. გაეცანით მომხმარებლის შეფასებებს და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეარჩიეთ სანდო სპეციალისტი. 

რეკომენდირებული კატეგორიები
ხის ჭერის გაკვრა |ამსტრონგის ჭერის მონტაჟი