შილაკი

შილაკი ფრჩხილის ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა რომელიც აერთიანებს გელისა და ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქის საუკეთესო თვისებებს.    გამორჩეულია თავისი გამძლეობით,  ფერთა მდიდარი პალიტრითა და მომენტალური შრობით.
ტრადიციული ფრჩხილების ლაქი ფრჩხილზე მხოლოდ რამდენიმე დღით ძლებს, იქერცლება ძალიან მალე და შრობისათვის სჭირდება დიდი დრო.  წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ლაქს ჩაანაცვლებდა ისეთი საშუალება, რომელიც შრება მომენტალურად, ძლებს დიდხანს და იძლევა საოცარი დიზაინების შექმნის უალტერნატივო საშუალებას.
სწორედ მისი უპირატესობების გამო შილაკი სალონური მომსახურების ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდა ბოლო ათწლეულში. შილაქის გაკეთება საუკეთესო საშუალებაა მოვლილი ფრჩხილების შესანარჩუნებლად ხანგრძლივი დროით.
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი

მოწესრიგებული ფრჩხილები ჩვენი თავდაჯერებულობის გარანტია. ოჯახის თუ მეგობრების შეკრებაზე, საქმიან შეხვედრაზე ან მაშინაც კი თუკი უბრალოდ სასეირნოდ გავდივართ პარკში ლამაზად გადასმული ლაქი, ხაზს უსვამს ჩვენს ხასიათს და განწყობას. Nail Club ნუცუბიძეზე, არის ადგილი, სადაც თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას საუკეთესო გარემოში. მთელი გუნდი იზრუნებს თქვენი ფრჩხილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. გვეწვიეთ და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება თქვენ ნამდვილად საუკეთესოს იმსახურებთ!

შილაკის გაკეთება შილაკი დიზაინი შილაკი ფრენჩი შილაკი ომბრე შილაკის ფოტოები სადა შილაკი პედიკური შილაკი შილაკის მოცილება

შილაქი

შილაქი გამოირჩევა წასმის განსხვავებული ტექნიკითაც,   მისი გაკეთება სპეციალურ ცოდნასა და ხელსაწყოებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ პროცედურა ძირითადად სალონებში კეთდება.  
შილაქის გაკეთების პროცესში შემსრულებელს ყველაზე დიდი როლი აკისრია,  სწორედ ამიტომ, საუკეთესო შედეგის მისაღებად და მაქსიმალური უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანია ყურადღებით შევარჩიოთ შილაქის სპეციალისტი.  სერვისებზე შილაკის სპეციალისტების შეთავაზებებია თავმოყრილი, მომსახურების პირობებთან, ფოტოებთან, მდებარეობასთან, შეფასებებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად.  შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეარჩიოთ სპეციალისტი და დაგეგმოთ ვიზიტი მარტივად.  გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ხარისხიან სერვისს, სასურველ დიზაინს, უსაფრთხო პროცედურას და ხანგრძლივ შედეგს. შილაქი მოგცემთ საშუალებას ისიამოვნოთ თქვენი ფრჩხილების ესთეტიკით კვირების განმავლობაში.

​საუკეთესო არჩევანი ფრჩხილის თანამედროვე მოვლისთვის

ბოლო ათწლეულში  გელ-ლაქი ფრჩხილების მოვლის ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული პროდუქტია,  ეს ინოვაციური ფორმულა აერთიანებს ტრადიციული ფრჩხილის ლაქისა და გელის საუკეთესო მახასიათებლებს, ადგენს ახალ სტანდარტებს ხანგრძლივი და ლამაზი ფრჩხილებისთვის. 
 გელ-ლაქის ყველაზე ცნობილი ვერსია Creative Nail Design-ის (CND) მიერ შემუშავებული Shellac (შილაქია), ამის გამო მომხმარებელთა უმრავლესობა მას შილაქის სახელით იცნობს. ის  არის ჰიბრიდული ფრჩხილის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და მრავალფეროვან ფრჩხილის მოვლას.
 შილაქის გაკეთების პროცედურა  მოიცავს ფრჩხილების მოწესრიგებას, რასაც მოჰყვება შილაკის საბაზისო ფენის,  ფერადი საფარის, დიზაინის  და ზედა საფარის წასმა. თითოეული ფენა მუშავდება UV ან LED ნათურის ქვეშ. დამუშავების ეს პროცესი უზრუნველყოფს ფრჩხილების მყისიერ გაშრობას, რაც გამორიცხავს დაბინძურებისა და დაზიანების რისკს და მნიშვნელოვნად ამცირებს ფრჩხილების გაშრობის მოლოდინში დახარჯულ დროს. შილაკის მოშორება ძირითადად სპეციალური აპარატით ხდება ფრჩხილის ტექნიკოსის დახმარებით.
 
შილაკის ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა ტრადიციულ ფრჩხილის ლაქთან შედარებით არის მისი შთამბეჭდავი გამძლეობა.  ტრადიციული ლაქები, როგორც წესი რამდენიმე დღე ძლებს,  შილაკი კი რჩება უნაკლო ორ კვირაზე მეტ ხანს. მდგრადობა მას აქცევს იდეალურ ვარიანტად დატვირთული ცხოვრების წესის მქონე პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ფრჩხილის მოვლის მარტივი საშუალება,   ყოველდღიური აქტივობებისთვის.
შილაკის ესთეტიკური მრავალფეროვნება მისი პოპულარობის კიდევ ერთი მთავარი ფაქტორია. კლასიკური ერთი ფერის მანიკურიდან დაწყებული ფრჩხილის რთულ დიზაინებამდე და სეზონურ თემებამდე, მისი შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოუწურავია. შილაკის ფორმულირება საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ბრჭყვიალა, მბზინავი, წებოვანი ელემენტები სხვადასხვა დიზაინების შესაქმნელად.  მისი მარტივი შრობა და ფერთა სიმრავლე კი ამარტივებს რთული დიზაინების დახატვას ფრჩხილებზე.   ყველაზე მოთხოვნადი დიზაინი რომელიც აქტუალობას არასდროს არ კარგავს ფრენჩია, მისი თანამედროვე ვარიაციები დღემდე ბევრი მომხმარებლის გულს იპყრობს. 
პერიოდულად  მოთხოვნადია სხვა დიზაინებიც, როგორიცაა: ომბრე, მარგალიტის ეფექტი, სეზონური გაფორმებები და ა.შ.   მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყველა ასაკის, გემოვნებისა და  სტილის  ადამიანს შეუძლია შეარჩიოს სასურველი დიზაინი და მიმართოს სპეციალისტის მარტივად. 
შილაკის გაკეთება სპეციალურ ცოდნას, ტექნიკას და უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს, სწორედ ამიტომ უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს საუკეთესო შედეგის მისაღებად.

პროდუქტის პოპულარობიდან გამომდინარე სალონებისა და სპეციალისტების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება,  ძიების გასამარტივებლად servisebi.ge გთავაზობთ სხვადასხვა სპეციალისტების შეთავაზებებს ერთ სივრცეში. შეგიძლიათ მარტივად ნახოთ მათი ნამუშევრები, მომსახურების პირობები, მდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია.  შეადარეთ პირობები,  შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება და დაუკავშირდით დეტალებზე შესათანხმებლად.   ისიამოვნეთ უნაკლო ფრჩხილებით, რომლებიც კვირების განმავლობაში ინარჩუნებენ სილამაზეს და ბზინვარებას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის შილაკი?

შილაკი Creative Nail Design-ის (CND) მიერ შემუშავებული გელ-ლაქია, რომელიც აერთიანებს გელისა და ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქის საუკეთესო თვისებებს.    გამორჩეულია თავისი გამძლეობით,  ფერთა მდიდარი პალიტრითა და მომენტალური შრობით.

როგორ კეთდება შილაკი?

შილაკის გასაკეთებლად საჭიროა ცოდნა,  ტექნიკა და სტერილიზაციის დაცვა.  პროცედურისას პირველ რიგში ხდება ფრჩხილების მოწესრიგება და ბაზის დატანა, შემდეგ კი ისმევა სასურველი ფერი ან დიზაინი ფენებად,  ყოველი ფენა საჭიროებს შრობას UV ან LED ნათურის ქვეშ, დასასრულს კი ვაფიქსირებთ ზედა საფარით, რომელიც ასევე მყისიერად შრება ნათურის ქვეშ.

რამდენ ხანს ძლებს შილაქი?

შილაქი თავისი ხარისხის, წასმის ტექნიკის და მოვლის მიხედვით ინდივიდუალურად ძლებს ყველა ფრჩხილზე. თუმცა საშუალო ვადა 2-3 კვირაა.

როგორ მოვძებნო სპეციალისტი შილაკის გასაკეთებლად?

servisebi.ge გთავაზობთ სხვადასხვა სპეციალისტების შილაკის გაკეთების შეთავაზებებს ერთ სივრცეში. შეგიძლიათ მარტივად ნახოთ მათი ნამუშევრები, მომსახურების პირობები, მდებარეობა და საკონტაქტო ნომერი, შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება და დაუკავშირდით დეტალებზე შესათანხმებლად.