შილაკი დიზაინი

შილაკი დიზაინი -  ყველაზე ძიებადი და მოთხოვნადი სერვისია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.  შილაკის საუკეთესო თვისებებმა მალე მოიპოვა პოპულარობა სილამაზის ინდუსტრიაში, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა მრავალფეროვანი დიზაინის შექმნის შესაძლებლობაა. ფრჩხილების მოხატვის ტექნიკა არასდროს არ ყოფილა ასე განვითარებული როგორც დღეს, ფერთა ფართო არჩევანი, გასხვავებული ტექნიკები და მრავალფეროვანი სამუშაო მასალა საშუალებას იძლევა შილაკი დიზაინი იყოს ყველაზე განსხვავებული და პოპულარული სერვისი. 
ტრადიციული ლაქისგან განსხვავებით, რომელსაც შრობისათვის დიდი დრო სჭირდება და 3-4 დღეში გადადის ფრჩხილიდან,  შილაკი საშუალებას იძლევა დატკბეთ მომენტალური შრობის ფუფუნებით და ლამაზი ფრჩხილებით გრძელვადიანი პერიოდით.  სწორედ მრავალფეროვანი ტექნიკა და მომენტალური შრობა იძლევა შესაძლებლობას აიყვანოთ ფრჩხილების მოვლა ხელოვნების დონემდე.
 
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი

მოწესრიგებული ფრჩხილები ჩვენი თავდაჯერებულობის გარანტია. ოჯახის თუ მეგობრების შეკრებაზე, საქმიან შეხვედრაზე ან მაშინაც კი თუკი უბრალოდ სასეირნოდ გავდივართ პარკში ლამაზად გადასმული ლაქი, ხაზს უსვამს ჩვენს ხასიათს და განწყობას. Nail Club ნუცუბიძეზე, არის ადგილი, სადაც თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას საუკეთესო გარემოში. მთელი გუნდი იზრუნებს თქვენი ფრჩხილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. გვეწვიეთ და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება თქვენ ნამდვილად საუკეთესოს იმსახურებთ!

შილაკის გაკეთება შილაკი დიზაინი შილაკი ფრენჩი შილაკი ომბრე შილაკის ფოტოები სადა შილაკი პედიკური შილაკი შილაკის მოცილება

შილაქის დიზაინი

შილაქის დიზაინი უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს მათი გამძლეობისა და მრავალფეროვნების დამსახურებით. კლასიკური ფრანგული ფრენჩით  დაწყებული მრავალფეროვანი პალიტრითა და რთული დიზაინებით დასრულებული.  მისი ფერთა სიმრავლე საშუალებას გაძლევთ შეუსაბამოთ დიზაინი სეზონურ თემებს, პერსონალურ დიზაინს, გამოსცადოთ ტრენდული ეფექტები, ბრჭყვიალა და მბზინავი დიზაინები, დაიხატოთ სასურველი ნახატი ან დაიკროთ სტიკერი, გაიკეთოთ ომბრე ან 3 დ ეფექტები.
 შილაქის დიზაინი ამოუწურავი შესაძლებლობებით არ წყვეტს მომხმარებლების გაკვირვებას. სწორედ ამიტომ,  საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია გამოცდილი სპეციალისტის დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რთულ დიზაინს ეხება.
 

შილაკის ფრჩხილის დიზაინის მრავალფეროვნება და შესაძლებლობები

ბოლო ათწლეულში გელ-ლაქი სილამაზის ინდუსტრიის მთავარი პროდუქტი გახდა, რომელიც გვთავაზობს  ხანგრძლივ ეფექტს და მრავალფეროვან დიზაინს. ეს ჰიბრიდული ფრჩხილის პროდუქტი აერთიანებს გელისა და ტრადიციული ლაქის საუკეთესო ასპექტებს, ხსნის შემოქმედებით შესაძლებლობებს ფრჩხილის  მოვლის მოყვარულთათვის და პროფესიონალებისთვის.
გელ-ლაქი ძირითადად შილაქის სახელით არის ცნობილი, შილაქის ბრენდის პირველობის გამო.  მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა ხელი შუეწყოს მრავალფეროვანი დიზაინების შექმნას.   სწრაფი შრობის, მრავალფეროვანი პალიტრისა და დახვეწილი ტექნიკის წყალობით, სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან სხვადასხვა დიზაინები,   მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ შეარჩიონ დიზანი საკუთარი გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით.   
 ფრჩხილის ტრადიციული ლაქები ხშირად იქერცლება და კარგავს ბზინვარებას რამდენიმე დღეში, მაგრამ შილაკი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს ორ კვირაზე მეტ ხანს.   სწორედ ეს მდგრადობა აქცევს  მას შესანიშნავ ტილოდ რთული დიზაინებისათვის.
შილაქის დიზაინის იდეები ამოუწურავია, თუმცა გთავაზობთ მათგან ძირითადს :

ფრენჩი : მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მარადიულ ელეგანტურობას, შეუძლია შილაკი გამოუყენოს სრულყოფილი ფრანგული მანიკურის ე.წ. „ფრენჩის“ შესაქმნელად. ფრენჩის კლასიკური ვარიანტი მოიცავს ღია ფერის ქვედა ფენას და თეთრ რკალს ფრჩხილის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ფრენჩი არასდროს არ კარგავს აქტუალობას, საკმაოდ პოპულარულია მისი თანამედროვე ვარიანტებიც,  იქნება ეს ფრენჩი სხვადასხვა ფერით,  დეკორაციებით,  ნახატებით, თუ ნაწილობრივი დიზაინით რამდენიმე ფრჩხილზე.  

ფერადი შილაქი და სეზონური თემები:   შილაქის ვრცელი ფერთა პალიტრა იძლევა თამამი და ცოცხალი ფერების გამოყენების საშუალებას. შილაქის ფერების შერჩევა სეზონების გათვალისწინებითაც ხდება, ყველა სეზონს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე შერჩეული პალიტრა აქვს, იქნება ეს ზამთრის ცივი ფერები, ბრჭყვიალები, თუ შემოდგომის მოყვითალო ფერები.  

რთული დიზაინი :  შილაკის გამძლეობა მას იდეალურ საშუალებად აქცევს რთული დიზაინის დასახატად.  დახვეწილი დეტალები, როგორიცაა ყვავილების ნიმუშები, გეომეტრიული ფორმები და აბსტრაქტული დიზაინები, შეგიძლიათ მშვიდად დაიხატოთ  დაზიანების შიშის გარეშე.

სპეციალური ეფექტები : ფერადი პალიტრისა და დეტალური ხელოვნების გარდა, შილაკის გამოყენება შესაძლებელია სხვა სპეც ეფექტებთან ერთად.  ბრჭყვიალა, მეტალიკი და ჰოლოგრაფიული დიზაინი შესაძლებელია გაკეთდეს შილაქთან ერთად,  ბზინვარე ეფექტი როგორიც არის მარგალიტის ეფექტი კეთდება შილაქის პიგმენტისა და სპეციალური ფხვნილის გამოყენებით, სწორედ ამ და სხვა შერეული ტექნიკების საშუალებით იქმნება განსაცვიფრებელი ვიზუალური ეფექტები. ფრჩხილის დიზაინებს შორის ასევე პოპულარულია ომბრე და გარდამავალი დიზაინები, სადაც ფერები შეუფერხებლად გადადის ერთიდან მეორეზე, რაც სიღრმესა და განზომილებას მატებს ფრჩხილებს.
 
მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი დიზაინი, რომელიც უკავშირდება მათ პიროვნებას, ინტერესებს ან თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევებს, როგორიცაა ქორწილები და დღესასწაულები. შელაკის მოქნილობის წყალობით, გამოცდილ ფრჩხილის სპეციალისტებს შეუძლიათ გააცოცხლონ ნებისმიერი ხედვა.
 ფრჩხილის გამოცდილი სპეციალისტების მრავალფეროვან შეთავაზებებს სერვისებზე ყველაზე მარტივად ნახავთ,  შეარჩიეთ მომსახურება ჩვენთან, დაუკავშირდით სასურველ სპეციალისტს და დაჯავშნეთ ვიზიტი.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როგორ გავიკეთო ფრენჩის სასურველი დიზაინი?

ფრენჩის მარადიული პოპულარობიდან გამომდინარე  ყველა სპეციალისტი აკეთებს მის როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ვარიაციებს.   შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ შეთავაზება ჩვენს ვებგვერდზე და დეტალებისთვის დაუკავშირდეთ მათ ნომერზე.

როგორ მოვძებნო სასურველი სპეციალისტი სერვისებზე?

სერვისებზე სალონური მომსახურების სხვადასხვა სპეციალისტების, მათ შორის ფრჩხილის სპეციალისტებისა და სალონების მრავალფეროვან შეთავაზებებს ნახავთ.  სასურველი მომსახურების სახელი მაგ. „შილაქი“ ჩაწერეთ საძიებო ველში ან აირჩიეთ კატეგორია ჩამონათვალიდან,  კატეგორიაზე გადასვლისას ნახავთ ამ მომსახურების აქტიურ შეთავაზებებს და შეძლებთ მარტივად დაკავშირებას.

როგორ შევარჩიო დიზაინი?

შილაქის ერთერთი მთავარი უპირატესობა სწორედ მრავალფეროვანი დიზაინია.  შეგიძლიათ მოიძიოთ შილაქის დიზაინი ჩვენს ვებგევრდზე არსებულ შეთავაზებებში, ინტერნეტსივრცეში არსებული ფოტოებიდან ან მოიფიქროთ ინდივიდუალური ვერსია.   სურვილისამებრ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან და გაითვალისწინეთ მისი რჩევები თქვენი ფრჩხილების მდგომარეობიდან გამომდინარე.

რომელი დიზაინებია ტრენდული?

ფრჩხილის დიზაინების აქტუალობა სეზონურად და პერიოდულად ხშირად იცვლება.  უცვლელად პოპულარული და მარადიული დიზაინი ფრანგული მანიკური ე.წ.  ფრენჩი და დიზაინის სადა ვარიანტებია.  შილაქის დიზაინებს შორის ასევე პოპულარულია ომბრე, მარგალიტის ეფექტი და სეზონური ვარიაციები.