ფრანგული მანიკური ე.წ. „ფრენჩი“ დიდი ხანია ცნობილია მისი დახვეწილი ელეგანტურობითა და მრავალფეროვნებით. ახასიათებს ნატურალური ვარდისფერი ან სხვა ღია ფერის ბაზა მკვეთრი თეთრი რკალით ფრჩხილის გარშემო. ფრენჩი გთავაზობთ სუფთა, მოწესრიგებულ და ელეგანტურ იერს, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი შემთხვევისთვის. კლასიკური ფრენჩის ვიზუალი შესაძლებლობას გაძლევთ გამოიყენოთ ყოველდღიური მოხმარებისთვის, სამსახურისთვის ან ღონისძიებებისთვის დახვეწილი და ელეგანტური იერის მისაღებად.
კლასიკური ვარიაციების გარდა დღეისათვის არანაკლებად პოპულარულია ფრენჩის თანამედროვე ფერადი ვარიანტები და დიზაინი. ფერადი ფრენჩისა და სხვადასხვა დიზაინების გამოყენებით შეგიძლიათ გაახალისოთ კლასიკური ვარიაცია და მიიღოთ ფრჩხილის ულამაზესი ვიზუალი ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანისთვის. ნეონისა და სხვა მყვირალა ფერების გამოყენება ფრენჩს განსაკუთრებულ სილამაზეს და სიხალისეს ანიჭებს.
ტრადიციული ლაქისგან განსხვავებით რომელიც ფრჩხილზე სულ რამდენიმე დღით ძლებს და მარტივად იქერცლება, გელ-ლაქი ე.წ. შილაქი ფრჩხილზე ხანგრძლივი დროით, 2 კვირაზე მეტ ხანს პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. შილაქი ფრენჩი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ თქვენი ფრჩხილების ესთეტიკით დაზიანების შიშის გარეშე, გამოსცადოთ სხვადასხვა ფერთა კომბინაციები და შერეული ტექნიკები ფრენჩის კლასიკური თუ თანამედროვე დიზაინების მისაღებად.
შილაქის უნიკალური ფორმულირება საშუალებას გვაძლევს დავკავდეთ ყოველდღიური აქტივობების ფრჩხილის დაზიანების ან ბზინვარების დაკარგვის გარეშე. შილაქის ფრენჩი პროცედურულად რამდენიმე ფენის დატანას მოიცავს ფრჩხილზე, რომელთაგან თითოეული მუშავდება
UV ან
LED ნათურის ქვეშ. რკალის ფორმა კი სურვილისამებრ გემოვნებისა და ფორმის მიხედვით იხატება ფრჩხილზე და იფარება საბოლოო დამცავი ფენით რომლებიც ასევე საჭიროებენ ნათურის ქვეშ შრობას. შრობის მსგავსი შესაძლებლობა მყისიერად ამკვრივებს შილაკს, ქმნის ელასტიურ და ხანგრძლივ ეფექტს.
შილაქი ფრენჩი მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ერგება ყველა ასაკის, გემოვნებისა და ინტერესების ადამიანს. იძლევა ხანგრძლივ და ლამაზ ეფექტს დაზიანების გარეშე. შილაქის ფრენჩი ინარჩუნებს პირვანდელ ვიზუალს მაქსიმალური დროით, ხდის მას სილამაზის ინდუსტრიის ფავორიტად, მათთვის ვინც აფასებს როგორც სტილს, ასევე პრაქტიკულობას ფრჩხილის მოვლის რუტინაში.