შილაკის გაკეთება

შილაკის გაკეთება ფრჩხილის ტექნიკოსის დახმარებით, გთავაზობთ მოვლილ ფრჩხილებს ხანგრძლივი დროით, სასურველი ფერებისა და დიზაინის გამოყენებით.   პროცედურა აერთიანებს ფრჩხილის საფუძვლიან მომზადებას, შილაკის პროდუქტების ზუსტ გამოყენებას და სათანადო გამკვრივებას UV ან LED ნათურის ქვეშ.
შილაკის გაკეთება მსგავსი ტექნიკით  და UV / LED ნათურის გამოყენებით მყისიერად აშრობს შილაქს ფრჩხილზე და აძლევს მომენტალურ სიმყარეს. დამუშავების ეს პროცესი გამორიცხავს დაბინძურების რისკს და მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს. 
შილაკის მაქსიმალური ეფექტურობისათვის, სპეციალისტები მომხმარებლებს სთავაზობენ გელით გამაგრების შესაძლებლობასაც. ეს  შესაძლებლობა განსაკუთრებით სასურველია მათთვის ვისაც თხელი და  მარტივად მსხვრევადი ფრჩხილები აქვს.
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი
Nail Club Nutsubidze • ფრჩხილების მოვლის კლუბი

მოწესრიგებული ფრჩხილები ჩვენი თავდაჯერებულობის გარანტია. ოჯახის თუ მეგობრების შეკრებაზე, საქმიან შეხვედრაზე ან მაშინაც კი თუკი უბრალოდ სასეირნოდ გავდივართ პარკში ლამაზად გადასმული ლაქი, ხაზს უსვამს ჩვენს ხასიათს და განწყობას. Nail Club ნუცუბიძეზე, არის ადგილი, სადაც თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას საუკეთესო გარემოში. მთელი გუნდი იზრუნებს თქვენი ფრჩხილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. გვეწვიეთ და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება თქვენ ნამდვილად საუკეთესოს იმსახურებთ!

შილაკის გაკეთება შილაკი დიზაინი შილაკი ფრენჩი შილაკი ომბრე შილაკის ფოტოები სადა შილაკი პედიკური შილაკი შილაკის მოცილება

შილაქის გაკეთება

გსურთ შილაქის გაკეთება? Servisebi.ge-ზე სხვადასხვა სპეციალისტების მრავალფეროვან  შეთავაზებებს  მარტივად ნახავთ.  შილაქი  გთავაზობთ გამძლეობის, ესთეტიკისა და მრავალფეროვნების სრულყოფილ ნაზავს. მისი უპირატესობები იდეალურ ვარიანტად აქცევს მას მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ფრჩხილების ლამაზ და გრძელვადიან ესთეტიკას.   
შილაკის გაკეთება სწრაფი შრობისა და მრავალფეროვანი პალიტრის წყალობით შესაძლებლობას გვაძლევს გამოვცადოთ ნებისმიერი დიზაინი ჩვენს ფრჩხილებზე.  დაწყებული სადა ვარიანტიდან, დასრულებული რთულ და კომბინირებულ დიზაინებამდე.  შილაკის გაკეთების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან როლს სპეციალისტი ასრულებს,  სწორად შერჩეული სპეციალისტი უზრუნველყოფს  თქვენი ფრჩილების ჯანმრთელობას, სილამაზეს  და უსაფრთხოებას.

ფრჩხილების გრძელვადიანი ბრწყინვალება შილაკის დახმარებით

შილაკი, იგივე გელ-ლაქი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდა სილამაზის ინდუსტრიაში.   თავისი გამძლეობითა და მოხერხებულობით  მან  მოახდინა რევოლუცია ფრჩხილების მოვლის ინდუსტრიაში.  დღეისათვის შილაკის გაკეთება სალონებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად ითვლება.
შილაკი არის ჰიბრიდული ფრჩხილის პროდუქტი, იგივე გელ-ლაქი, რომელიც აერთიანებს გელისა და ტრადიციული ფრჩხილის ლაქის საუკეთესო თვისებებს. ამ ინოვაციური ფორმულის დახმარებით,  შილაკი 2-3 კვირაზე დიდხანს სძლებს ფრჩხილზე დაზიანების გარეშე, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს დატვირთული ცხოვრების წესის მომხმარებლებისათვის. 
სალონში შილაქის გაკეთების პროცესი მოიცავს რამდენიმე საკვანძო ეტაპს, ესენია:
  1. ფრჩხილების გაწმენდა,
  2. ფორმირება და გახეხვა,
  3. საბაზისო ფენა,
  4. ფერის საფარი,
  5. დამცავი ფენა.   
თითოეული ფენა მუშავდება UV ან LED ნათურის ქვეშ. დამუშავების ეს პროცესი უზრუნველყოფს შილაკის მყისიერ გამკვრივებას, რაც გამორიცხავს დაბინძურების და დაზიანების რისკს.

შილაქის დიზაინის  მრავალფეროვნება მისი პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზია. სალონებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ სტილის ფართო სპექტრი, სადა დიზაინებიდან  დაწყებული რთულ დიზაინამდე და სეზონურ თემებამდე. ხელმისაწვდომი ფერების ფართო პალიტრა უზრუნველყოფს  ყველა მომხმარებლის გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებას.  

შილაკის გაკეთება პროცედურულად ბევრად განსხვავდება ტრადიციულ ლაქის წასმისგან, გამოიყენება ფრჩხილის დამუშავების სხვა ტექნიკები,  შრება სპეციალური UV ან LED  ნათურის ქვეშ,   ძველი შილაკის მოსახსნელად კი გამოიყენება სპეციალური აპარატურა. სწორედ ამიტომ შილაკის გაკეთება სახლის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია და არც არის რეკომენდირებული.  შილაქის გასაკეთებლად გირჩევთ ყურადღებით შეარჩიოთ სალონი და სპეციალისტი, ცოდნასა და გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასურველი შედეგის მისაღებად. ფრჩხილის დამუშავების ტექნიკა, სტერილიზაციის დაცვა, პროდუქციის ფერთა არჩევანი, ფრჩხილის მოხატვის შესაძლებლობა -  ეს ის აუცილებელი მახასიათებლებია, რომლებიც შილაკის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  კარგი სპეციალისტის შერჩევა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის.  ძიების გასამარტივებლად SERVISEBI.GE-ზე თავმოყრილია სხვადასხვა სალონებისა და სპეციალისტების მომსახურების შეთავაზებები, პირობებთან, ნამუშევრებთან, ფასებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად. შეგიძლიათ დაათვალიეროთ არსებული შეთავაზებები, შეარჩიოთ მომსახურება თქვენთან ახლოს,  შეადაროთ პირობები ერთმანეთს და დაუკავშირდეთ სასურველ სპეციალისტს მარტივად.  შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ შეფასების ფუნქციონალიც, რომელსაც მომხმარებლები აფიქსირებენ მომსახურების მიღების შემდეგ,  გაითვალისწინეთ არსებული შეფასებები სპეციალისტის შერჩევისას, მომსახურების მიღების შემდეგ კი თავადაც დატოვეთ კომენტარი მიღებულ სერვისზე.
 დღეისათვის შილაკი უზრუნველყოფს ფრჩხილის მოვლის საუკეთესო ვარიანტს, რომელიც აერთიანებს სილამაზეს, გამძლეობას და მოხერხებულობას. თავისი მრავალრიცხოვანი უპირატესობებით და ელეგანტური ვიზუალით, შილაქის გაკეთება უდაოდ ღირებული სერვისია ნებისმიერ სალონში.  ანდეთ თქვენი ფრჩხილები პროფესიონალებს და დატკბით შედეგით მაქსიმალური დროით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიღო მომსახურება?

შილაკის გასაკეთებლად საჭიროა შეარჩიოთ სასურველი სალონი ან სპეციალისტი ჩვენს ვებგვერდზე, მომსახურების პირობები ძირითადად შეთავაზების გვერდზეა მითითებული, დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან ვიზიტის შესათანხმებლად დაუკავშირდით მათ მითითებულ ნომერზე.    

როგორ კეთდება შილაკი?

პირველ რიგში ხდება ფრჩხილების მოწესრიგება და ბაზის დატანა, შემდეგ კი ისმევა სასურველი ფერი ან დიზაინი ფენებად,  ყოველი ფენა საჭიროებს შრობას UV ან LED ნათურის ქვეშ, დასასრულს კი ფიქსირდება ზედა საფარით, რომელიც ასევე მყისიერად შრება ნათურის ქვეშ.

​რა შემთხვევაშია საჭირო ფრჩხილის გამაგრება?

ფრჩხილის გამაგრება მოსახურხებელი პროცედურაა ფრჩხილის გასამყარებლად.   პროცედურა განსაკუთრებით სასურველია მათთვის ვისაც მტვრევადი ან თხელი ფრჩხილები აქვს, გამაგრების შემთხვევაში გელით მყარდება ფრჩხილის ზედაპირი, შემდეგ კი ხდება სასურველი ფერებისა და დიზაინის დატანა. ასეთ დროს ფრჩხილები იზრდება დაუზიანებლად და შილაქის ტარებას ხანგრძლივად შეძლებთ. 

როგორ მოვიშორო შილაკი ფრჩხილიდან?

შილაქის მოშორების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, იქნება ეს სახლის პირობებში თუ სალონში. თუმცა შილაქის მოცილების ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი   ფრჩხილის ტექნიკოსის  მომსახურებაა, რომელიც სპეციალურ აპარატს იყენებს მის მოსახსნელად.  სწორად მოხსნის შემთხვევაში იხსნება შილაქი სრულად და არ ზიანდება ფრჩხილის ზედაპირი.