პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ თუ როდისაა ვინდოუსის გადაყენება საჭირო.
ქვემოთ მოცემული მიზეზები არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენი Windows-ი ხარვეზულად მუშაობს და ჭირდება სპეციალისტის დახმარება:
- კომპიუტერი ირთვება, მაგრამ შავი ან ლურჯი ეკრანი გამოდის წარწერებით და Windows არ იტვირთება.
- კომპიუტერი ირთვება, windows-ი იწყებს ჩატვირთვას, მაგრამ გიწევთ უსასრულო ლოდინი და ვერ ხერხდება სრულად ჩატვირთვა.
- კომპიუტერი ჩართულია, Windows ჩატვირთული, მაგრამ გამოდის თქვენთვის უცნობი ფანჯრები თქვენს მიერ ყოველგვარი აქტივობის გარეშე ან შეტყობინება თხოვნით, რომ კომპიუტერის გამოსაყენებლად უნდა გადაიხადოთ თანხა ან დაუკავშრდეთ ნომერზე. მსგავსი ტიპის ხარვეზები მიანიშნებს, რომ კომპიუტერში ვირუსული კოდია მოხვედრილი, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის თქვენს მონაცემებს და პირადი ინფორმაციის დაცულობას.
- კომპიუტერის მუშაობა შენელებულია, გვიან რეაგირებს, ცხელდება და გამაგრილებელებს უჩვეულოდ მაღალი დატვირთვით იყენებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა არსებობს სხვა უამრავი ინდივიდუალური შემთხვევა.
თუ კომპიუტერი ჩვეული გამართულობით არ მუშაობს, სჯობს სპეციალისტს დაუკავშირდეთ და მიჰყვეთ მის რეკომენდაციას.
რა უნდა გავითვალისწინოთ ვინდოუსის გადაყენებისას
თუ ვინდოუსის გადაყენებას გეგმავთ, პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალისტმა შეაფასოს თქვენი კომპიუტერის ფიზიკური მაკომპლექტებლების შესაძლებლობები, როგორიცაა:
- პროცესორი;
- მყარი მეხსიერების მატარებელელი;
- დროებითი მეხსიერების მოდულები;
- ვიდოებარათი;
- მთავარი სქემა რაზეც დაერთებულია ყველა კომპონენტი.
კომპიუტერის ფიზიკური კომპონენტების შესაძლებლობები განსაზღვრავს მის საერთო სიმძლავრეს და შესაძლებლობებს. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, ამ შემთხვევაში,Windows-ის სხვადასხვა ვერსიებს სხვადასხვა რესურსების მოთხოვნები აქვთ, რასაც კომპიუტერი უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად და სწრაფაად იმუშაოს.
Servisebi.ge-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვინდოუსის სინსტალაციის მოთხოვნადი სერვისები, როგორიც არის: