Servisebi's large logo

რატომ გჭირდებათ ვინდოუსის გადაყენება?

ოთხმოცდაათიანებში და ორიათასიანებში, როდესაც ვინდოუსის ვერსიებიც ნაკლებად დახვეწილი იყო, ასეთი კითხვას ნაკლებად თუ დასვამდა ადამიანი. პრობლემების ჩამონათვალი საყიდლების სიის მსგავსად უსასრულოდ დიდი იყო, იქნებოდა ეს ვირუსები, ჩარჩენილი თამაშები, ხმის გაუმართაობა თუ მრავალი სხვა. ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი Windows-ის ხელახალი ინსტალაცია იყო. უფრო მეტიც, ზოგიერთი მომხმარებელი თვლიდა, რომ ეს რეგულარულად უნდა გაეკეთებინა და გარკვეულწილად მართალიც იყო, რადგან ამით თავიდან ირიდებდა დისკომფოტს. დღესდღეობით, აღარ არის საჭირო Windows-ის რეგულარულად ხელახალი ინსტალაცია.

თუ Windows ნელა იწყებს მუშაობას, მაშინ ჯერ სხვაგან უნდა მოძებნოთ მიზეზები. შესაძლოა სტარტაპში ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც სისტემის ჩართვასთან ერთად ირთვება და ანელებს კომპიუტერის მუშაობას, ბრაუზერში ზედმეტად ბევრ ფანჯარაა გახსნილი, რომელიც ბევრ რესურსს მოითხოვს, ხოლო SSD სავსეა სხვადასხვა ნაგავით. (მასაც მოვლა სჭირდება, იმისათვის რომ არ  შეანელოს კომპიუტერის მუშაობა).

მიზანშეწონილია სისტემის ხელახლა ინსტალაცია, თუ გადაწყვეტთ Windows-ის ახალ ვერსიაზე გადასვლას, (მაგალითად, 7-დან 10-მდე) ამ პრობლემის გადაჭრა სხვა გზით შეუძლებელია.

რა უნდა გააკეთოთ ვინდოუსის ხელახლა ინსტალაციამდე?

შექმენით ყველა თქვენი ფაილების და იინფორმაციის სარეზერვო ასლი (სხვა დისკზე ან მოწყობილობაზე მაგალითად, როგორიცაა Flesh დრაივი), რათა უსაფრთხოდ შეძლოთ დისკის ფორმატირება ინსტალაციის დროს. თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან უცნობია, რა სიტუაციები შეიძლება წარმოიშვას პროცესის დროს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი მონაცემების გაქრობა გამოიწვიოს.

ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა
თუ რაიმე ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფა გაქვთ დაინსტალირებული, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ აღადგენთ ლიცენზიებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმობელ-მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირება დამატებითი ინფორმაციისთვის.

მონაცემთა სინქრონიზაცია
გარკვეულ პროგრამებში ყველა პარამეტრისა და მონაცემების აღდგენის თავიდან ასაცილებლად, ჩართეთ სინქრონიზაცია. ეს პირველ რიგში ეხება ბრაუზერებს. ყველა ჩანართი, შენახული პაროლები, დათვალიერების ისტორია და სხვა ინფორმაცია იქნება შენახული და ხელახალი ავტორიზაციისას, თავისით განახლდება ბრაუზერის ძველი ინფორმაცია.

დრაივერები
Windows 10 და 11 მოწყობილობებთან ბევრად უკეთ მუშაობენ, ვიდრე მათი წინამორბედები. Windows XP-ის დღეებში, სუფთა ინსტალაციის შემდეგ, მარტივად დარჩებოდით ინტერნეტის გარეშე, თუ არ გქონდათ CD დისკი დრაივერების პაკეტით. თანამედროვე Windows ცნობს ბევრ მოწყობილობას დამატებითი დრაივერების გარეშე. თუმცა, ჯობია, დრაივერები წინასწარ იყოს გამზადებული ან გქონდეს ნაკრები, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევისას გამოგადგებათ, განსაკუთრებით ლეპტოპებზე, სადაც ადვილად შეიძლება არ მოხდეს სენსორული პანელის გააქტიურება, ან ვერ დაუკავშირდეთ ბლუთუზით მოწყობილობას. დიდი ბრენდები, როგორიცაა Lenovo, Acer და Asus, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებელს მხარდაჭერის გარეშე დატოვებენ, მაგრამ ნაკლებად ცნობილი მწარმოებლების იაფფასიანი დრაივერები შეიძლება არ იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი.

Windows  ყოველთვის ჯობია სპეციალისტმა გადააყენოს, ასე თავიდან აიცილებთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს..

კომპიუტერის მაკომპლექტებლები.
კომპიუტერის ფიზიკური ნაწილები დიდ როლს თამაშობენ მის გამართულ მუშაობაში. თუ კომპიუტერის განახლება გსურთ, მაგრამ სრულიად შეცვლა არ გინდათ, არსებობს შედარებით ბიუჯეტური გამოსავალი, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური ნაწილ(ებ)ის გამოცვლას. კომპიუტერის ხელოსანს შეუძლია შეაფასოს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებები და გაგიწიოთ დახმარება კომპიუტერის განახლებაში, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის თქვენი კომპიუტერის მუშაობას.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ვინდოუსის გადაყენება